პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ფოტომ ბევრი პრობლემა შემიქმნა" - მწვანეთვალება ავღანელის "თავიდან დაბადება", სხვა ცხოვრება სამშობლოდან გაქცევის შემდეგ და იტალიაში ნაპოვნი ბედნიერება
"ამ ფოტომ ბევრი პრობლემა შემიქმნა" - მწვანეთვალება ავღანელის "თავიდან დაბადება", სხვა ცხოვრება სამშობლოდან გაქცევის შემდეგ და იტალიაში ნაპოვნი ბედნიერება

ერთი წლის წინ, ავ­ღა­ნელ­მა ქალ­მა, შარ­ბათ გულა შინ­ვა­რიმ პირ­ვე­ლად დად­გა ფეხი იტა­ლი­ა­ში. მის უკან კი დარ­ჩა ქვე­ყა­ნა, სა­დაც ახლა "თა­ლი­ბე­ბი" არი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ისე­ვე, რო­გორც 38 წლის წინ, რო­დე­საც მისი სუ­რა­თი პირ­ვე­ლად ჟურ­ნალ National Geographic-ის გა­რე­კან­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, დღე­საც, ის კვლავ დან­გრე­უ­ლი ქვეყ­ნი­სა და იძუ­ლე­ბით გაქ­ცე­უ­ლი ხალ­ხის სიმ­ბო­ლოა.

იტა­ლი­ურ გა­მო­ცე­მას "Il Venerdì"-სთან ქალ­მა ექ­სკლუ­ზი­უ­რად ისა­უბ­რა, თუ რო­გორ შე­იც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა სამ­შობ­ლოს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ.

შარ­ბათ გუ­ლას ცხოვ­რე­ბა ისევ ახა­ლი ფურ­ცლი­დან იწყე­ბა. მას­ზე, რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ქალ­ზე ისევ წე­რენ, ზუს­ტად ისე, რო­გორც წლე­ბის წინ, როცა ის 10 წლის გო­გო­ნა იყო.

ახლა იტა­ლი­ურს სწავ­ლობს, ცხოვ­რობს ქვეყ­ნის ერთ-ერთ პრო­ვინ­ცი­ა­ში, ქა­ო­სი­სა და ხმა­უ­რის­გან შორს, ხე­ე­ბი­თა და სა­თა­მა­შო მო­ედ­ნით გარ­შე­მორ­ტყმულ ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლებს შო­რის. ავ­ღა­ნე­თი აქე­დან შორს არის.

47 წლის ქალი, სა­მუ­და­მოდ დარ­ჩა ბავ­შვის ხა­ტე­ბა­ში. მას შე­ეძ­ლო სად­მე, სხვა ქვე­ყა­ნა­ში წა­სუ­ლი­ყო, მათ შო­რის, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შიც, მაგ­რამ იტა­ლია აირ­ჩია.

"მქონ­და არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. რო­დე­საც თა­ლი­ბე­ბი მო­ვიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მივ­ხვდი, რომ დარ­ჩე­ნა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ავ­ღა­ნეთ­ში ძა­ლი­ან კარ­გად მიც­ნო­ბენ. რამ­დე­ნი­მე მთავ­რო­ბამ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ იტა­ლია ავირ­ჩიე, რად­გან მი­თხრეს, რომ იტა­ლი­ე­ლე­ბი კე­თი­ლი ხალ­ხია. ვი­ცო­დი, რომ იტა­ლი­ამ ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა ავ­ღა­ნე­თის­თვის. გა­დავ­წყვი­ტე ცხოვ­რე­ბა აქ მე­ცა­და", - ამ­ბობს შარ­ბათ გულა.

ქალ­თან ერ­თად იტა­ლი­ა­შია მისი ოჯა­ხი - სამი შვი­ლი.

"იმე­დე­ბი არ გამცრუ­ე­ბია. აქ ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ არა­სო­დეს გვიგ­რძნია თავი არა­სა­სურ­ვე­ლად. აქ ყვე­ლა კარ­გია, მაგ­რამ ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის გამო ბევ­რს არ ვსა­უბ­რობთ. თით­ქმის არა­ვინ იცის, ვინ ვარ და ჩემ­თვის ეს კარ­გია. რა­ღა­ცას მო­გიყ­ვე­ბით, პირ­ვე­ლად რომ მი­ვე­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რამ­დე­ნი­მე ექიმ­მა და ექთან­მა შე­მომ­ხე­და, მაკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, ვი­ყა­ვი თუ არა ფო­ტო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი პა­ტა­რა გო­გო­ნა, ბო­ლოს გა­და­წყვი­ტეს, რომ ეს მე არ ვი­ყა­ვი და გა­მი­ხარ­და. მხო­ლოდ ჩემ­მა იტა­ლი­უ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა, ექიმ­მა და რამ­დე­ნი­მე სხვამ იცის ჩემი ამ­ბა­ვი და ეს კარ­გია ჩემ­თვის", - ამ­ბობს ავ­ღა­ნე­ლი ქალი.

მის ამოც­ნო­ბას ნამ­დვი­ლად არ დას­ჭირ­დე­ბა დიდი ძა­ლის­მე­ვა. მზე­რა, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო და­ი­პყრო, ჯერ კი­დევ ისე­თი­ვეა. რა­ღაც მო­მენ­ტებ­ში თვა­ლე­ბი ისევ ისე ანა­თებს, რო­გორც ცნო­ბილ ფო­ტო­ზე, რო­მელ­მაც შარ­ბათ გულა ცნო­ბი­ლი გა­ხა­და.

მხო­ლოდ ათი წლის იყო, რო­დე­საც ფო­ტოგ­რაფ­მა პა­კის­ტან­ში, ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში გა­და­ი­ღო. 13 წლის იყო, რო­დე­საც გა­ა­თხო­ვეს და ამის გამო, სკო­ლის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და. ის მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და შო­რე­ულ მხა­რე­ში ავ­ღა­ნე­თი­სა და პა­კის­ტა­ნის სა­ზღვარ­ზე.

შარ­ბათ გულა ახლა იტა­ლი­ურს სწავ­ლობს

ქალს წარ­მოდ­გე­ნაც კი არ ჰქონ­და, რომ ის ავ­ღა­ნე­თის სიმ­ბო­ლოდ იქცა და რომ მისი ფოტო მთელ მსოფ­ლი­ო­ში ნა­ნა­ხი ჰქონ­დათ. მხო­ლოდ ამ სუ­რა­თის გა­და­ღე­ბი­დან ჩვიდ­მე­ტი წლის შემ­დეგ, 2002 წელს, რო­დე­საც ფო­ტოგ­რაფ­მა შარ­ბა­თი ისევ იპო­ვა, შე­ი­ტყო, რომ მისი სუ­რა­თი გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით იყო ცნო­ბი­ლი.

იმ მო­მენ­ტი­დან, სულ უფრო და უფრო მეტი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა, და­ე­ღუ­პა ქმა­რი და სამი შვი­ლით მარ­ტო დარ­ჩა. 2016 წელს, ქალი პა­კის­ტან­ში დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს. შემ­დეგ კი ქა­ბულ­ში გა­ა­ძე­ვეს. "ამ ფო­ტომ ბევ­რი პრობ­ლე­მა შე­მიქ­მნა, მერ­ჩია არა­სო­დეს გა­და­მე­ღო. კარ­გად მახ­სოვს ის დღე, ის ფო­ტოგ­რა­ფი, რო­მე­ლიც ნა­სირ ბა­ღის ბა­ნა­კის სკო­ლა­ში ჩა­მო­ვი­და. მე ბავ­შვი ვი­ყა­ვი. არ მომ­წონ­და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა. ავ­ღა­ნურ კულ­ტუ­რა­ში ქა­ლე­ბი ფო­ტო­ებ­ზე არ ჩნდე­ბი­ან, მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნი არ მქონ­და“.

ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია 2002 წელს

ქალს დღე­საც არ უყ­ვარს სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა. რო­გორც კი ფო­ტოგ­რა­ფის ობი­ექ­ტივს უყუ­რებს, სახე ეყი­ნე­ბა. რო­დე­საც ოთახ­ში მისი შვი­ლე­ბი შე­დი­ან, მისი მზე­რა ისევ ანა­თებს. ასე­ვე ბედ­ნი­ე­რია იტა­ლი­უ­რის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად. ისი­ნი იცი­ნი­ან, ჟეს­ტე­ბით სა­უბ­რო­ბენ, წე­რენ, ესა­უბ­რე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, რამ­დე­ნა­დაც შე­უძ­ლი­ათ. ეს არ არის მხო­ლოდ ენის გაკ­ვე­თი­ლი, ეს არის ქა­ლის თა­ვი­დან და­ბა­დე­ბა, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი წლის დუ­მი­ლის შემ­დეგ, ახალ ხმას პო­უ­ლობს.

"ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ თავს. სწავ­ლა რაც და­ვი­წყე, თავს ისევ პა­ტა­რა გო­გოდ ვგრძნობ“, - ამ­ბობს შარ­ბა­თი.

მას­წავ­ლე­ბე­ლი ულო­ცავს, უქებს მიღ­წე­ვებს. ამ დროს მისი თვა­ლე­ბი ძვე­ლე­ბუ­რად ანა­თებს.

ჟურ­ნა­ლის­ტი ამ მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე კვი­რა მუ­შა­ობ­და. ქალ­მა სთხო­ვა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ეც­ვათ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა, რათა მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი არ გამ­ხდა­რი­ყო. სტა­ტი­ა­ში არ წე­რია შვი­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი, არც მი­სა­მარ­თი, არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბი­ათ ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­ე­ბი.

ჩნდე­ბა კი­თხვა, მა­შინ რა­ტომ და­თან­ხმდა ქალი გა­მო­ცე­მას ინ­ტერ­ვი­უ­ზე, რა­ტომ და­არ­ღვია დუ­მი­ლი? - ამ ამ­ბავს ორი მი­ზე­ზი აქვს. მას უნდა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დოს იტა­ლი­ე­ლებს, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც კარ­გად შეხ­ვდნენ უცხო ქვე­ყა­ნა­ში და სურს, თა­ვი­სი ის­ტო­რია კი­დევ ერთხელ აქ­ცი­ოს სიმ­ბო­ლოდ - ოღონდ ამ­ჯე­რად, გამ­ძლე­ო­ბის სიმ­ბო­ლოდ.

და1984 წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­დე­საც ფოტო პირ­ვე­ლად გა­და­უ­ღეს, ამ­ჯე­რად ეს მისი არ­ჩე­ვა­ნია.

"კარ­თან უმ­ცრო­სი ბავ­შვე­ბი დე­დის ახ­ლოს დგა­ნან, უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ერთი ნა­ბი­ჯით უკან რჩე­ბა, ქმრის გვერ­დით. ისი­ნი ყვე­ლა­ნი ლა­მა­ზე­ბი არი­ან, მაგ­რამ არ­ცერთ მათ­განს არ აქვ დე­დის მსგავ­სი თვა­ლე­ბი. "ავ­ღა­ნე­ლი გოგო“ ამას ხმა­მაღ­ლა არ ამ­ბობს, მაგ­რამ ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია, რომ თვლის, ეს ცუდი სუ­ლაც არ არის", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
8

სადაც რუსი ის ფეხს შედგამდა ავღანეთი სულ სხვა ქვეყანა იყო, ამ ქვეყანას ყველგან სიკვდილი და უბედურება მოაქვს 

არაა ლამაზი
39

მხოლოდ მწვანე თვალები ისე ლამაზს ვერ უწოდებ.

მე არ მომწონს.და არც ლამაზი მწვანეა თვალები.

მაინც მიკვირს ამდენი მუსულმანური ქვეყნებია ევროპას რას აწყდებიან.

დასავლეთ გერმანიის ქალაქები სულ მაგათია .

 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ამ ფოტომ ბევრი პრობლემა შემიქმნა" - მწვანეთვალება ავღანელის "თავიდან დაბადება", სხვა ცხოვრება სამშობლოდან გაქცევის შემდეგ და იტალიაში ნაპოვნი ბედნიერება

"ამ ფოტომ ბევრი პრობლემა შემიქმნა" - მწვანეთვალება ავღანელის "თავიდან დაბადება", სხვა ცხოვრება სამშობლოდან გაქცევის შემდეგ და იტალიაში ნაპოვნი ბედნიერება

ერთი წლის წინ, ავღანელმა ქალმა, შარბათ გულა შინვარიმ პირველად დადგა ფეხი იტალიაში. მის უკან კი დარჩა ქვეყანა, სადაც ახლა "თალიბები" არიან ხელისუფლებაში. ისევე, როგორც 38 წლის წინ, როდესაც მისი სურათი პირველად ჟურნალ National Geographic-ის გარეკანზე გამოქვეყნდა, დღესაც, ის კვლავ დანგრეული ქვეყნისა და იძულებით გაქცეული ხალხის სიმბოლოა.

იტალიურ გამოცემას "Il Venerdì"-სთან ქალმა ექსკლუზიურად ისაუბრა, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება სამშობლოს დატოვების შემდეგ.

შარბათ გულას ცხოვრება ისევ ახალი ფურცლიდან იწყება. მასზე, როგორც მსოფლიოში ცნობილი ქალზე ისევ წერენ, ზუსტად ისე, როგორც წლების წინ, როცა ის 10 წლის გოგონა იყო.

ახლა იტალიურს სწავლობს, ცხოვრობს ქვეყნის ერთ-ერთ პროვინციაში, ქაოსისა და ხმაურისგან შორს, ხეებითა და სათამაშო მოედნით გარშემორტყმულ ორსართულიან სახლებს შორის. ავღანეთი აქედან შორს არის.

47 წლის ქალი, სამუდამოდ დარჩა ბავშვის ხატებაში. მას შეეძლო სადმე, სხვა ქვეყანაში წასულიყო, მათ შორის, შეერთებულ შტატებშიც, მაგრამ იტალია აირჩია.

"მქონდა არჩევანის შესაძლებლობა. როდესაც თალიბები მოვიდნენ ხელისუფლებაში, მივხვდი, რომ დარჩენა გამიჭირდებოდა. ავღანეთში ძალიან კარგად მიცნობენ. რამდენიმე მთავრობამ შემოგვთავაზა დახმარება, მაგრამ იტალია ავირჩიე, რადგან მითხრეს, რომ იტალიელები კეთილი ხალხია. ვიცოდი, რომ იტალიამ ბევრი რამ გააკეთა ავღანეთისთვის. გადავწყვიტე ცხოვრება აქ მეცადა", - ამბობს შარბათ გულა.

ქალთან ერთად იტალიაშია მისი ოჯახი - სამი შვილი.

"იმედები არ გამცრუებია. აქ ჩამოსვლის შემდეგ არასოდეს გვიგრძნია თავი არასასურველად. აქ ყველა კარგია, მაგრამ ენობრივი ბარიერის გამო ბევრს არ ვსაუბრობთ. თითქმის არავინ იცის, ვინ ვარ და ჩემთვის ეს კარგია. რაღაცას მოგიყვებით, პირველად რომ მივედი საავადმყოფოში რამდენიმე ექიმმა და ექთანმა შემომხედა, მაკვირდებოდნენ, ვიყავი თუ არა ფოტოზე გადაღებული პატარა გოგონა, ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ეს მე არ ვიყავი და გამიხარდა. მხოლოდ ჩემმა იტალიურის მასწავლებელმა, ექიმმა და რამდენიმე სხვამ იცის ჩემი ამბავი და ეს კარგია ჩემთვის", - ამბობს ავღანელი ქალი.

მის ამოცნობას ნამდვილად არ დასჭირდება დიდი ძალისმევა. მზერა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო, ჯერ კიდევ ისეთივეა. რაღაც მომენტებში თვალები ისევ ისე ანათებს, როგორც ცნობილ ფოტოზე, რომელმაც შარბათ გულა ცნობილი გახადა.

მხოლოდ ათი წლის იყო, როდესაც ფოტოგრაფმა პაკისტანში, ლტოლვილთა ბანაკში გადაიღო. 13 წლის იყო, როდესაც გაათხოვეს და ამის გამო, სკოლის დატოვება მოუხდა. ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა შორეულ მხარეში ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე.

შარბათ გულა ახლა იტალიურს სწავლობს

ქალს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ის ავღანეთის სიმბოლოდ იქცა და რომ მისი ფოტო მთელ მსოფლიოში ნანახი ჰქონდათ. მხოლოდ ამ სურათის გადაღებიდან ჩვიდმეტი წლის შემდეგ, 2002 წელს, როდესაც ფოტოგრაფმა შარბათი ისევ იპოვა, შეიტყო, რომ მისი სურათი გლობალური მასშტაბით იყო ცნობილი.

იმ მომენტიდან, სულ უფრო და უფრო მეტი პრობლემა შეექმნა, დაეღუპა ქმარი და სამი შვილით მარტო დარჩა. 2016 წელს, ქალი პაკისტანში დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააპატიმრეს. შემდეგ კი ქაბულში გააძევეს. "ამ ფოტომ ბევრი პრობლემა შემიქმნა, მერჩია არასოდეს გადამეღო. კარგად მახსოვს ის დღე, ის ფოტოგრაფი, რომელიც ნასირ ბაღის ბანაკის სკოლაში ჩამოვიდა. მე ბავშვი ვიყავი. არ მომწონდა ფოტოების გადაღება. ავღანურ კულტურაში ქალები ფოტოებზე არ ჩნდებიან, მაგრამ არჩევანი არ მქონდა“.

ფოტო გადაღებულია 2002 წელს

ქალს დღესაც არ უყვარს სურათის გადაღება. როგორც კი ფოტოგრაფის ობიექტივს უყურებს, სახე ეყინება. როდესაც ოთახში მისი შვილები შედიან, მისი მზერა ისევ ანათებს. ასევე ბედნიერია იტალიურის მასწავლებელთან ერთად. ისინი იცინიან, ჟესტებით საუბრობენ, წერენ, ესაუბრებიან ერთმანეთს, რამდენადაც შეუძლიათ. ეს არ არის მხოლოდ ენის გაკვეთილი, ეს არის ქალის თავიდან დაბადება, რომელიც ამდენი წლის დუმილის შემდეგ, ახალ ხმას პოულობს.

"ბედნიერად ვგრძნობ თავს. სწავლა რაც დავიწყე, თავს ისევ პატარა გოგოდ ვგრძნობ“, - ამბობს შარბათი.

მასწავლებელი ულოცავს, უქებს მიღწევებს. ამ დროს მისი თვალები ძველებურად ანათებს.

ჟურნალისტი ამ მასალის მომზადებაზე რამდენიმე კვირა მუშაობდა. ქალმა სთხოვა, რომ მაქსიმალურად დაეცვათ კონფიდენციალურობა, რათა მათი ადგილსამყოფელის შესახებ ცნობილი არ გამხდარიყო. სტატიაში არ წერია შვილების სახელები, არც მისამართი, არ გამოუქვეყნებიათ ოჯახური ფოტოები.

ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ დათანხმდა ქალი გამოცემას ინტერვიუზე, რატომ დაარღვია დუმილი? - ამ ამბავს ორი მიზეზი აქვს. მას უნდა მადლობა გადაუხადოს იტალიელებს, ადამიანებს, რომლებიც კარგად შეხვდნენ უცხო ქვეყანაში და სურს, თავისი ისტორია კიდევ ერთხელ აქციოს სიმბოლოდ - ოღონდ ამჯერად, გამძლეობის სიმბოლოდ.

და1984 წლისგან განსხვავებით, როდესაც ფოტო პირველად გადაუღეს, ამჯერად ეს მისი არჩევანია.

"კართან უმცროსი ბავშვები დედის ახლოს დგანან, უფროსი ქალიშვილი ერთი ნაბიჯით უკან რჩება, ქმრის გვერდით. ისინი ყველანი ლამაზები არიან, მაგრამ არცერთ მათგანს არ აქვ დედის მსგავსი თვალები. "ავღანელი გოგო“ ამას ხმამაღლა არ ამბობს, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ თვლის, ეს ცუდი სულაც არ არის", - წერს სტატიის ავტორი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"