ავტორი:

15-წლიანი პაუზის შემდეგ სომხეთის ლიდერის პირველი ვიზიტი თურქეთში - ნიკოლ ფაშინიანი ერდოღანის ინაუგურაციაზე ჩავიდა

15-წლიანი პაუზის შემდეგ სომხეთის ლიდერის პირველი ვიზიტი თურქეთში - ნიკოლ ფაშინიანი ერდოღანის ინაუგურაციაზე ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად თურქეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.

მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს თან ახლავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ერევნის სპეციალური წარმომადგენელი ანკარასთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში, რუბენ რუბინიანი.

მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს აეროპორტში სომხეთთან დიალოგში თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სერდარ კილიჩი დახვდა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის ლიდერი თურქეთში თითქმის 15 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა.