ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილი და 80-მდე ქვეყნის თანამდებობის პირი ერდოღანის ინაუგურაციაზე - ფიცის დადების ცერემონიის ფოტო და ვიდეოკადრები

ირაკლი ღარიბაშვილი და 80-მდე ქვეყნის თანამდებობის პირი ერდოღანის ინაუგურაციაზე - ფიცის დადების ცერემონიის ფოტო და ვიდეოკადრები

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფიცი დადო.

"მე, როგორც პრეზიდენტი, ვფიცავ ჩემს ღირსებასა და პატიოსნებას დიდი თურქი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ დავიცავ სახელმწიფოს არსებობასა და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში, პარლამენტში გამართულ ცერემონიაზე.

ერდოღანმა ფიცის დადებამდე თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მანდატი მიიღო.

პარლამენტში ფიცის დადების შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ცერემონია, რომელსაც 78 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის ოფიციალური პირები დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ იქ იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იგი თურქეთში დღეს გაემგზავრა.

ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 52.18 პროცენტით გაიმარჯვა.

ნახეთ ვიდეოკადრები:

ნახეთ ფოტოები: