საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები კლინიკა „ვივამედთან” აქციას მართავენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს” „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, სამომავლოდაც ჩატარდება აქცია, მოთხოვნით- "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“. შესაბამისად, მისივე თქმით, ამ მოთხოვნის გარშემო საზოგადოების ყველა ის წარმომადგენელი გაერთიანდება, ვისთვისაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა ღირებულია.
„მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რუსული რეჟიმის, პუტინის რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, მას აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო აქტებში. ყველა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები, საფრანგეთის პრეზიდენტი, პოლონეთის სეიმი, ლიტვის სეიმი, ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია აღიარებს მიხეილ სააკაშვილს, როგორც პუტინის პირად პატიმარს და ითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამიტომ, ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა, მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. საქართველოს პრეზიდენტს აქვს ამის კონსტიტუციური ბერკეტები, ხელისუფლებას უნდა ჰყოფნიდეს პოლიტიკური ნება და გონივრულობა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით უზრუნველყოს ის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”,- განაცხადა ბეჟაშვილმა.
მაგას გამოშვება კი არა, ორ დღეში წაგებულ ომზე მოუწევს პასუხისგება ჯერ და მერე კიდევ ბევრ არა ადამიანობაზე.
მიშა, რომლის დროსაც ასეთი პროგრესი მოხდა ჩვენს ქვეყანაში( საერთოდ თუ ეთქვა ქვეყანა) თუ დაჭერის ღირსია ,მაშინ რისი ღირსი იყო შევარდნაძე? რომლის დროსაც რა ხდებოდა საქ. ყველამ ვიცით. ამას იმიტომ არ ვამბობ , თითქოს შევარდნაძის დაჭერის მომხრე ვიყავი. მეტის ღირსია ასეთ ქვეყანას რომ ამდენი გაუკეთა. ნამდვილად რუსეთშია თქვენი ადგილი.