პროექტზე მომუშავე ბრიტანელი და ამერიკელი მეცნიერების ჯგუფის თქმით, კიბოს დიაგნოსტიკისთვის სისხლის ტესტირების მეთოდის ცდებმა იმედისმომცემი შედეგები აჩვენა.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მარტივი სისხლის ტესტით, ადრეულ ეტაპზე, სიმპტომების გამოვლენამდე კიბოს 50-ზე მეტ სახეობის აღმოჩენა იქნება შესაძლებელი.
ფართომასშტაბიანი ტესტირება ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში 2021 წელს დაიწყო.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ტესტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ტესტირების პირველი ეტაპის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ გადარჩენილი პაციენტების რაოდენობა გაიზრდება.
მათივე თქმით, იგი განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი სიმსივნეების გამოსავლენად, როგორიცაა თავისა და კისრის, მსხვილი ნაწლავის, ფილტვის, პანკრეასის და ყელის კიბო.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სისტემა NHS 2024 და 2025 წლებში ამ მეთოდის ცდების გაფართოებას კიდევ მილიონ ადამიანზე გეგმავს.
მოამზადა: ანი შავიშვილმა