ავტორი:

"რექტორზე თავდასხმისათვის გამოყენებულ იქნა 2010 წელს მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედია... ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ უნივერსიტეტს" - ილიაუნის პროფესორების განცხადება

"რექტორზე თავდასხმისათვის გამოყენებულ იქნა 2010 წელს მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედია... ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ უნივერსიტეტს" - ილიაუნის პროფესორების განცხადება

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პროფესორები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ეხმაურებიან "რუსთავი 2"-ზე გასულ სიუჟეტს, რომელშიც ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე მოიხსენიეს, როგორც ნასამართლევი და უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულეს.

"რამდენიმე დღეა ვაკვირდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ მედიით გავრცელებული დაუსაბუთებული ბრალდებების სერიას. მიუხედავად უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული არაერთი განმარტებისა, გაცემული საჯარო ინფორმაციისა, გასაჯაროებული დოკუმენტებისა, სამ ტელევიზიაში - "იმედი", "პოსტ ტივი" და "რუსთავი 2" - თემა დღის წესრიგიდან არ მოიხსნა. ამ კამპანიის გამოხატულებას წარმოადგენდა დღეს, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ში" გასული სიუჟეტი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორზე თავდასხმისათვის გამოყენებულ იქნა 2010 წელს მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედია, რომელიც უკავშირდებოდა ავტოავარიას, უბედურ შემთხვევას და რომელსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს რექტორის ამჟამინდელ სტატუსთან. ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ვაცხადებთ, რომ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც უნდა აგრძელებდეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების სრული დაცვით, რათა ხელი შეუწყოს ევროპული ღირებულებების დანერგვას სტუდენტებში, მომავალ თაობებში, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის." - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ: