მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის საზღვრისპირა ოლქების გუბერნატორები შეშფოთდნენ: ომი ოკუპანტის მიწაზეც "მივიდა" - რას ცდილობს უკრაინა და არის თუ არა ეს კონტრშეტევის პრელუდია?
რუსეთის საზღვრისპირა ოლქების გუბერნატორები შეშფოთდნენ: ომი ოკუპანტის მიწაზეც "მივიდა" - რას ცდილობს უკრაინა და არის თუ არა ეს კონტრშეტევის პრელუდია?

ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რად იბომ­ბე­ბა რო­გორც კი­ე­ვი, ასე­ვე უკ­რა­ი­ნის სხვა ქა­ლა­ქე­ბი. რუ­სე­ბი ადრე თუ და­ბომბვას მხო­ლოდ ღა­მის სა­ა­თებ­ში ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, ახლა თავ­დას­ხმე­ბი დღეც ხდე­ბა. თუმ­ცა, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რუ­სებს ვალ­ში არ რჩე­ბი­ან, მა­გა­ლი­თად, 30 მა­ისს, გამ­თე­ნი­ი­სას მოს­კო­ვის სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნებს, რო­მე­ლიც ელი­ტურ და­სახ­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვა, 25-მდე დრო­ნით და­ესხნენ თავს. მარ­თა­ლია, უკ­რა­ი­ნა ამას ოფი­ცი­ლუ­რად არ აღი­ა­რებს, თუმ­ცა, რუ­სე­თი ამ­ტკი­ცებს, რომ ეს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ნა­მოქ­მე­და­რია.

პა­ნი­კამ მო­იც­ვა რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე ოლ­ქიც, რომ­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბიც დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ. მათი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­ბომბვა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ა­ზე შეშ­ფო­თე­ბით სა­უბ­რო­ბენ სმო­ლენ­სკის, ბრი­ანსკის, ბელ­გო­რო­დი­სა და კურსკის გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი.

უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უარ­ყო­ფენ და აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად მოქ­მე­დე­ბენ.

დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმა ბრი­ანსკის ოლ­ქში

ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის შე­ფა­სე­ბით, 2023 წლის მა­ი­სის და­სა­წყი­სი­დან რუ­სე­თი სულ უფრო და უფრო თმობს ინი­ცი­ა­ტი­ვას კონ­ფლიქ­ტში და რე­ა­გი­რებს უკ­რა­ი­ნის ქმე­დე­ბებ­ზე, ვიდ­რე აქ­ტი­უ­რად მი­ი­წევს სა­კუ­თა­რი ომის მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­კენ. გარ­და ამი­სა, უწყე­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სეთს მცი­რე წარ­მა­ტე­ბა აქვს უკ­რა­ი­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა­სა და უკ­რა­ი­ნის კონ­ტრშე­ტე­ვის ძა­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მიზ­ნებ­ში. უწყე­ბის თქმით, ად­გილ­ზე რუ­სეთ­მა გა­და­ა­ნა­წი­ლა უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი, რათა უპა­სუ­ხონ პარ­ტი­ზა­ნულ თავ­დას­ხმებს და­სავ­ლეთ რუ­სეთ­ში. ყო­ველ­დღი­ურ მი­მო­ხილ­ვა­ში ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვა ასე­ვე წერს, რომ რუსი მე­თა­უ­რე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცდი­ლო­ბენ შექ­მნან სა­რე­ზერ­ვო ძა­ლე­ბი და გა­ნა­თავ­სონ ისი­ნი იქ, სა­დაც, მათი აზ­რით, უკ­რა­ი­ნის კონ­ტრშე­ტე­ვა მოხ­დე­ბა. თუმ­ცა, დაზ­ვერ­ვის შე­ფა­სე­ბით, ეს აფერ­ხებს ძა­ლე­ბის გაგ­ზავ­ნას ბახ­მუ­ტის ირ­გვლივ წინა ხაზ­ზე არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის შე­სავ­სე­ბად.

ambebi.ge -ს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის სი­ახ­ლე­ებ­ზე სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა:

"ფაქ­ტია, რომ უკ­რა­ი­ნის მხა­რე აქ­ტი­უ­რობს, რათა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყოს იმ ად­გი­ლას, სა­დაც უკვე ერთი წე­ლია, აღარ მიმ­დი­ნა­რე­ობს. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრის მო­ნაკ­ვე­თი - ბელ­გო­რო­დი-ხარ­კო­ვი, რა­საც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს რამ­დე­ნი­მე მო­ტი­ვი:

1. წმინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი, ვი­ნა­ი­დან უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს და­ა­ნა­ხოს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ პუ­ტი­ნის მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი ომი თვი­თონ რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა მა­ინც იგ­რძნოს.

2. წმინ­და სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სი, რომ დაგ­რძელ­დეს ფრონ­ტის ხაზი - ის თუ ახლა 815კმ-ზე მე­ტია, უკ­რა­ი­ნას უნდა, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ მან­ძილ­ზე გაგ­რძელ­დეს, რათა ამით რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებს გა­უჩ­ნდეთ პრობ­ლე­მე­ბი იმ გა­გე­ბით, რომ იმ ძა­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია დონ­ბას­ში, ზა­პო­რო­ჟი­ე­ში, ბახ­მუტ­თან, უგ­ლე­დარ­თან და სხვა, სას­წრა­ფო გა­დას­რო­ლა მოხ­დეს სა­ზღვრის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. თა­ვის დრო­ზე, რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან და­ეს­ხა თავს - უკ­რა­ი­ნის ჩრდი­ლო­ე­თის მხრი­დან, ანუ ბე­ლო­რუ­სი­დან შე­ვი­და ჩერ­ნო­ბი­ლის მხა­რეს, ასე­ვე, ბრი­ანსკის, კურსკი­სა და ბელ­გო­რო­დის ოლ­ქე­ბი­დან სუ­მის, ხარ­კო­ვის, ჩერ­ნი­გო­ვის­კენ და რო­დე­საც რუ­სეთს ჩა­ე­შა­ლა გეგ­მა და 3 დღე­ში ვერ შეძ­ლო კი­ე­ვის და­პყრო­ბა, თვე­ნა­ხე­ვა­რი იდგა იმ ად­გი­ლებ­ში. რუ­სეთ­მა ნახა, რომ დიდი და­ნაკ­ლი­სი ჰქონ­და, ვი­ნა­ი­დან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი პარ­ტი­ზა­ნულ თავ­დას­ხმებს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ და თა­ვად გა­იყ­ვა­ნა, მოხ­სნა ეს ჯა­რე­ბი და აღ­მო­სავ­ლეთ ფრონტზე, დონ­ბას­ში გა­და­ის­რო­ლა, იმ მხრი­დან შე­უ­ტია. ანუ რუ­სე­თი მიხ­ვდა, რომ ძა­ლე­ბი გა­ფან­ტუ­ლი ჰყავ­და, სწო­რი გათ­ვლა გა­ა­კე­თა და გარ­კვე­ულ შე­დეგ­საც მი­აღ­წია იმ გა­გე­ბით, რომ აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ ცოტა წინ წა­ი­წი­ეს. ახლა თუ უკ­რა­ი­ნა შეძ­ლებს ფრონ­ტის ხაზი "და­აგ­რძე­ლოს“ და უშუ­ა­ლოდ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრის ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე, ანუ კურსკი-ბრი­ანსკი-ბელ­გო­რო­დის ოლ­ქე­ბის გას­წვრივ გა­და­ი­ტა­ნოს, ეს უკ­რა­ი­ნე­ლებს მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, შე­ა­სუს­ტოს რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია აღ­მო­სავ­ლეთ ფრონტზე, ასე­ვე, ზა­პო­რო­ჟი­ეს ხაზ­ზე“.

სახ­ლი კურსკში დრო­ნით თავ­დას­ხმის შემ­დეგ

ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს იმას, რომ ეს მა­ნევ­რი - უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მიერ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­და­ტა­ნა სა­ზღვრის­პი­რა ოლ­ქებ­ში და ფრონ­ტის ხა­ზის "დაგ­რძე­ლე­ბა“ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­ტრშე­ტე­ვის პრე­ლუ­დი­ად აღ­ვიქ­ვათ.

"ეს უკ­რა­ი­ნე­ლებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ იმის­თვის სჭირ­დე­ბათ, რომ სამ­ხრეთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­ნა­ვი­თა­რონ გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­ტრშე­ტე­ვა, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია ანონსდე­ბა. სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ერ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას წინ უძღვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი იმ გა­გე­ბით, რომ შე­იძ­ლე­ბა იყოს ცრუ შე­ტე­ვე­ბი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, ანუ გა­მო­იწ­ვი­ონ მო­წი­ნა­აღ­დე­გის დაბ­ნე­ვა, შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა. აქ უკვე კარ­ტე­ბი ისეა გახ­სნი­ლი, ძნე­ლია რამე ახ­ლის მო­გო­ნე­ბა, ორი­ვე მხა­რე ხვდე­ბა, საით შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს შე­ტე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბა, მით უმე­ტეს, დღეს დაზ­ვერ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბელს ხდის ერთ ად­გი­ლას ისე მოხ­დეს მძი­მე ჯავ­შან­ტექ­ნი­კის, არ­ტი­ლე­რი­ის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა, რომ ეს მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ არ შე­ამ­ჩნი­ოს. ანუ არც ერთი მხა­რე მე­ო­რეს არ მის­ცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ის დიდ­ხანს ემ­ზა­დოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკ­რა­ი­ნამ კონ­ტრშე­ტე­ვა თუ და­ი­წყო, ის შე­იძ­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გან­ვი­თარ­დეს, რათა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ვერ მიხ­ვდეს, სა­დაა ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ან რაც შე­იძ­ლე­ბა გვი­ან მიხ­ვდეს, რათა კონ­ცენ­ტრი­რე­ბა, იქ და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბის გა­დას­რო­ლა ვერ მო­ას­წროს. სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ტე­ვე­ბი ერ­თდრო­უ­ლად და­ი­წყე­ბა, ვთქვათ, კა­ხოვ­კის­კენ, ზა­პო­რო­ჟი­ეს­კენ, ბახ­მუ­ტის ან კრე­მენ­ნო­ეს მი­მარ­თუ­ლე­ბით“.

ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი რუ­სე­თის რა­კე­ტე­ბის მა­რაგ­ზე და და­სავ­ლე­თი­დან უკ­რა­ი­ნის­თვის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის და­სა­ცა­ვად გამ­ზა­დე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბის - F-16-ების გა­და­ცე­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც სა­უბ­რობს:

"სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბით მა­ი­სი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე "უხვი“ აღ­მოჩ­ნდა უკ­რა­ი­ნა­ზე და კონ­კრე­ტუ­ლად მის დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­ზე. იქ არ არის იმ­დე­ნი რა­კე­ტა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ ვთქვათ, რომ რუ­სეთ­მა მა­რა­გე­ბი რე­სურ­სით შე­ივ­სოს - რამ­დე­ნი­მე ერ­თე­ულ­ზეა ლა­პა­რა­კი, არა ათე­ულ და ასე­ულ რა­კე­ტა­ზე, მას ამის მა­რა­გი ყო­ველ­თვის ჰქონ­და და აქვს - ცო­ტას ეს­ვრის, მაგ­რამ სის­ტე­მა­ტუ­რად. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის­თვის არა­ფერს ნიშ­ნავს, როცა მშვი­დო­ბი­ან ქა­ლაქს ბომ­ბავს, ხალ­ხს ხო­ცავს, თვი­თონ კი ამ­ბობს, სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ვა­ნად­გუ­რე­ბო, მაგ­რამ ფაქ­ტი სა­ხე­ზეა, რომ ამ რა­კე­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ხვდე­ბა კორ­პუ­სებს, სა­ბავ­შვო ბა­ღებს და სკო­ლებს. როცა რუ­სე­თი თავს და­ეს­ხა უკ­რა­ი­ნას, მას ჰქონ­და უპი­რა­ტე­სო­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში - არ­ტი­ლე­რია იქ­ნე­ბო­და, თუ ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­და ავი­ა­ცი­ის მხრივ (პირ­ველ რიგ­ში, თვითმფრი­ნა­ვე­ბის და შვე­ულმფრე­ნე­ბის). რუ­სეთ­მა ამ ომში და­კარ­გა და­ახ­ლო­ე­ბით 80-ზე მეტი საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვი და ამ­დე­ნი­ვე შვე­ულმფრე­ნი (რაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია), მაგ­რამ ახლა რუ­სეთს კი­დევ რჩე­ბა 400-მდე საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვი და რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი შვე­ულმფრე­ნი. ასე რომ, მას სა­ჰა­ე­რო ძალა საკ­მაო აქვს.

ბოლო პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იმი­ტომ ვე­ღარ აგ­დე­ბენ ბევრ რა­კე­ტას, რომ თვი­თონ რუ­სებს ეში­ნი­ათ და აღარ შე­დი­ან უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მის მოქ­მე­დე­ბის ზო­ნა­ში, შო­რი­დან უშ­ვე­ბენ რა­კე­ტებს ან აგ­დე­ბენ მარ­თვად ბომ­ბებს. მა­ი­სის და­სა­წყის­ში, როცა რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში რამ­დე­ნი­მე წუთ­ში 2 საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვი და 2 შვე­ულმფრე­ნი ჩა­მო­აგ­დეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, შორ­სმოქ­მედ­მა სა­ზე­ნი­ტო სა­რა­კე­ტო და­ნად­გარ­მა იმუ­შა­ვა უშუ­ა­ლოდ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან, ეჭ­ვია ამე­რი­კულ "პეტ­რი­ოტ­ზე“. რამ­დე­ნა­დაც უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს რუ­სეთს, უკ­რა­ი­ნას სურს სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი გა­აძ­ლი­ე­როს, ამი­ტომ უკ­რა­ი­ნას სა­ჰა­ე­რო სივ­რცის და­სა­ცა­ვად და­სავ­ლუ­რი F-16 სჭირ­დე­ბა. 4000-ზე მეტი ასე­თი თვითმფრი­ნა­ვია გა­მოშ­ვე­ბუ­ლი და ბევ­რი კი­დევ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­შია. F-16 70-იანი წლე­ბის ბო­ლო­დან იწარ­მო­ე­ბა და ვერ იტყვი, ახა­ლია, მე­ო­თხე თა­ო­ბის თვითმფრი­ნა­ვია. ის თა­ვი­დან იყო რო­გორც გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი თვითმფრი­ნა­ვი, მაგ­რამ მას ის პლუ­სი აქვს, რომ მუდ­მი­ვად მი­დის მისი სრუ­ლი მო­დერ­ნი­ზა­ცია. თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დი­ფი­კა­ცი­ის ამ თვითმფრი­ნა­ვებს შე­უძ­ლი­ათ არა მარ­ტო გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლის ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბა, არა­მედ დამ­რტყმე­ლი­საც - მა­გა­ლი­თად, გა­ა­ნად­გუ­რონ ტან­კი, რა­დი­ო­ლო­კა­ტო­რი, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის კა­ტარ­ღა წყალ­ში, რაც დიდი პლუ­სია. ანუ უკ­რა­ი­ნას F-16-ებ-ის შე­და­რე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დი­ფი­კა­სი­ის თვითმფრი­ნა­ვებს თუ მის­ცე­მენ, მათ შე­ეძ­ლე­ბათ შე­ას­რუ­ლონ რო­გორც სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ფუნ­ქცი­ე­ბი (ანუ უკ­რა­ი­ნის ცა და­იც­ვან და­წყე­ბუ­ლი შა­ჰი­დე­ბის­გან, კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბის­გან, ასე­ვე ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბის­გან და ავი­ა­ცი­ის­გან), ამას­თა­ნა­ვე, შე­უძ­ლი­ათ შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ - შე­და­რე­ბით შორი მან­ძი­ლი­დან გა­უშ­ვან მარ­თვა­დი რა­კე­ტე­ბი, რათა აა­ფეთ­ქონ ფრონ­ტის ხა­ზის იქით მყო­ფი რუ­სუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბი.

თვითმფრი­ნა­ვე­ბის გა­და­ცე­მას რაც შე­ე­ხე­ბა, ბა­ი­დე­ნი აქამ­დე ალ­ბათ ბლო­კავ­და ამას, რო­გორც ჩანს, პუ­ტი­ნის და­მა­ტე­ბით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას და ეს­კა­ლა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვას ერი­დე­ბო­და. ახლა ყვე­ლა ხე­დავს, რომ პუ­ტი­ნის­თვის სუ­ლერ­თია, ის მა­ინც აგ­რძე­ლებს უკ­რა­ი­ნის ბომბვას. გა­და­ცე­მა არაა ასე მარ­ტი­ვი, ამას სჭირ­დე­ბა

1. სა­ა­ე­როდ­რო­მო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნა.

2 ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის მომ­ზა­დე­ბა.

3. სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა.

ამ 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვებს უკვე იმ­ხე­ლა საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა და­უგ­როვ­დათ, რაც ბევ­რს არ აქვს მსოფ­ლი­ო­ში. მათ არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ ამ თვითმფრი­ნა­ვე­ბის სწავ­ლა და საბ­რძო­ლო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, ამას დრო სჭირ­დე­ბა. ორი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი ჩა­იყ­ვა­ნეს ამე­რი­კა­ში და მათი დონე რომ შე­ა­მოწ­მეს, ამე­რი­კე­ლე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩნენ და თქვეს, რომ ასათ­ვი­სებ­ლად 6 თვის ნაც­ვლად, 4 თვეც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბაო, მაგ­რამ რთუ­ლია იმის თქმა, ყვე­ლა ამ დო­ნის გა­მოც­დი­ლე­ბის იქ­ნე­ბა თუ არა. სწავ­ლა არაა რთუ­ლი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ნა­ხე­ვა­რი წელი დას­ჭირ­დეს, ეს თვითმფრი­ნა­ვე­ბი რომ ჩა­მო­ი­ტა­ნონ და პი­ლო­ტე­ბიც გა­და­ამ­ზა­დონ. თუმ­ცა აქ არის ერთი გა­მო­სა­ვა­ლი - უკ­რა­ი­ნა­ში იბ­რძვი­ან ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლე­გი­ო­ნე­ბი, მათ შო­რის ზოგი არ­ტი­ლე­რის­ტია, ზოგი ტან­კის­ტი და ისიც შე­იძ­ლე­ბა, თვითმფრი­ნა­ვის სა­ჭეს­თან მა­გა­ლი­თად, პენ­სი­ა­ზე გა­სუ­ლი ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი აღ­მოჩ­ნდეს. უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა F-16-ის ყვე­ლა ყო­ფი­ლი პი­ლო­ტი მი­იწ­ვია, ვინც სურ­ვილს გა­მოთ­ქვამ­და, უკ­რა­ი­ნის ცა და­ეც­ვა, ანუ პი­ლო­ტე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა არ არის რთუ­ლი, მთა­ვა­რია და­სავ­ლეთ­მა უკ­რა­ი­ნას მის­ცეს თვითმფრი­ნა­ვე­ბი. თუმ­ცა იმის თქმა, რომ F-16-ბი იქ­ნე­ბა პა­ნა­ცეა და მათი გა­და­ცე­მის შემ­დეგ მარ­ტო ამით მო­ი­გე­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, რა თქმა უნდა, არას­წო­რია.

თვი­თონ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე ამ ტი­პის 40-50 თვითმფრი­ნა­ვი სჭირ­დე­ბათ, რათა სა­ჰა­ე­რო სივ­რცის დაც­ვა შეძ­ლონ. უკ­რა­ი­ნის თით­ქმის მთლი­ა­ნად და­სა­ცა­ვად მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა F-16 ტი­პის 150 თვითმფრი­ნა­ვიც ჰქონ­დეთ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რუსეთის საზღვრისპირა ოლქების გუბერნატორები შეშფოთდნენ: ომი ოკუპანტის მიწაზეც "მივიდა" - რას ცდილობს უკრაინა და არის თუ არა ეს კონტრშეტევის პრელუდია?

რუსეთის საზღვრისპირა ოლქების გუბერნატორები შეშფოთდნენ: ომი ოკუპანტის მიწაზეც "მივიდა" - რას ცდილობს უკრაინა და არის თუ არა ეს კონტრშეტევის პრელუდია?

ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად იბომბება როგორც კიევი, ასევე უკრაინის სხვა ქალაქები. რუსები ადრე თუ დაბომბვას მხოლოდ ღამის საათებში ახორციელებდნენ, ახლა თავდასხმები დღეც ხდება. თუმცა, უკრაინელები რუსებს ვალში არ რჩებიან, მაგალითად, 30 მაისს, გამთენიისას მოსკოვის სხვადასხვა რაიონებს, რომელიც ელიტურ დასახლებად მიიჩნევა, 25-მდე დრონით დაესხნენ თავს. მართალია, უკრაინა ამას ოფიცილურად არ აღიარებს, თუმცა, რუსეთი ამტკიცებს, რომ ეს უკრაინელების ნამოქმედარია.

პანიკამ მოიცვა რუსეთის რამდენიმე ოლქიც, რომლის გუბერნატორებიც დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. მათი ტერიტორიების დაბომბვასა და მოსახლეობის ევაკუაციაზე შეშფოთებით საუბრობენ სმოლენსკის, ბრიანსკის, ბელგოროდისა და კურსკის გუბერნატორები.

უკრაინის ოფიციალური პირები რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული ჯგუფები დამოუკიდებლად მოქმედებენ.

დრონებით თავდასხმა ბრიანსკის ოლქში

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, 2023 წლის მაისის დასაწყისიდან რუსეთი სულ უფრო და უფრო თმობს ინიციატივას კონფლიქტში და რეაგირებს უკრაინის ქმედებებზე, ვიდრე აქტიურად მიიწევს საკუთარი ომის მიზნების შესრულებისკენ. გარდა ამისა, უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთს მცირე წარმატება აქვს უკრაინის გაუმჯობესებული საჰაერო თავდაცვის განეიტრალებასა და უკრაინის კონტრშეტევის ძალების განადგურების სავარაუდო მიზნებში. უწყების თქმით, ადგილზე რუსეთმა გადაანაწილა უსაფრთხოების ძალები, რათა უპასუხონ პარტიზანულ თავდასხმებს დასავლეთ რუსეთში. ყოველდღიურ მიმოხილვაში ბრიტანეთის დაზვერვა ასევე წერს, რომ რუსი მეთაურები, სავარაუდოდ, ცდილობენ შექმნან სარეზერვო ძალები და განათავსონ ისინი იქ, სადაც, მათი აზრით, უკრაინის კონტრშეტევა მოხდება. თუმცა, დაზვერვის შეფასებით, ეს აფერხებს ძალების გაგზავნას ბახმუტის ირგვლივ წინა ხაზზე არსებული ხარვეზების შესავსებად.

ambebi.ge -ს რუსეთ-უკრაინის ომის სიახლეებზე სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ესაუბრება:

"ფაქტია, რომ უკრაინის მხარე აქტიურობს, რათა საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს იმ ადგილას, სადაც უკვე ერთი წელია, აღარ მიმდინარეობს. მხედველობაში მაქვს რუსეთ-უკრაინის საზღვრის მონაკვეთი - ბელგოროდი-ხარკოვი, რასაც შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მოტივი:

1. წმინდა პოლიტიკური, ვინაიდან უკრაინის ხელისუფლება ცდილობს დაანახოს მოსახლეობას, რომ პუტინის მიერ წამოწყებული ომი თვითონ რუსეთის მოსახლეობის ნაწილმა მაინც იგრძნოს.

2. წმინდა სამხედრო თვალსაზრისი, რომ დაგრძელდეს ფრონტის ხაზი - ის თუ ახლა 815კმ-ზე მეტია, უკრაინას უნდა, რაც შეიძლება მეტ მანძილზე გაგრძელდეს, რათა ამით რუსეთის საოკუპაციო ძალებს გაუჩნდეთ პრობლემები იმ გაგებით, რომ იმ ძალების, რომლებიც კონცენტრირებულია დონბასში, ზაპოროჟიეში, ბახმუტთან, უგლედართან და სხვა, სასწრაფო გადასროლა მოხდეს საზღვრის გასაძლიერებლად. თავის დროზე, რუსეთი უკრაინას სწორედ ამ მიმართულებიდან დაესხა თავს - უკრაინის ჩრდილოეთის მხრიდან, ანუ ბელორუსიდან შევიდა ჩერნობილის მხარეს, ასევე, ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებიდან სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვისკენ და როდესაც რუსეთს ჩაეშალა გეგმა და 3 დღეში ვერ შეძლო კიევის დაპყრობა, თვენახევარი იდგა იმ ადგილებში. რუსეთმა ნახა, რომ დიდი დანაკლისი ჰქონდა, ვინაიდან უკრაინელები პარტიზანულ თავდასხმებს ახორციელებდნენ და თავად გაიყვანა, მოხსნა ეს ჯარები და აღმოსავლეთ ფრონტზე, დონბასში გადაისროლა, იმ მხრიდან შეუტია. ანუ რუსეთი მიხვდა, რომ ძალები გაფანტული ჰყავდა, სწორი გათვლა გააკეთა და გარკვეულ შედეგსაც მიაღწია იმ გაგებით, რომ აღმოსავლეთისკენ ცოტა წინ წაიწიეს. ახლა თუ უკრაინა შეძლებს ფრონტის ხაზი "დააგრძელოს“ და უშუალოდ რუსეთ-უკრაინის საზღვრის ამ მონაკვეთზე, ანუ კურსკი-ბრიანსკი-ბელგოროდის ოლქების გასწვრივ გადაიტანოს, ეს უკრაინელებს მისცემს საშუალებას, შეასუსტოს რუსეთის საოკუპაციო ძალების კონცენტრაცია აღმოსავლეთ ფრონტზე, ასევე, ზაპოროჟიეს ხაზზე“.

სახლი კურსკში დრონით თავდასხმის შემდეგ

ირაკლი ალადაშვილი არ გამორიცხავს იმას, რომ ეს მანევრი - უკრაინელების მიერ საბრძოლო მოქმედებების გადატანა საზღვრისპირა ოლქებში და ფრონტის ხაზის "დაგრძელება“ დაანონსებული გენერალური კონტრშეტევის პრელუდიად აღვიქვათ.

"ეს უკრაინელებს, სავარაუდოდ, სწორედ იმისთვის სჭირდებათ, რომ სამხრეთ მიმართულებაზე განავითარონ გენერალური კონტრშეტევა, რომელიც დიდი ხანია ანონსდება. საერთოდ, ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას წინ უძღვის მოსამზადებელი სამუშაოები იმ გაგებით, რომ შეიძლება იყოს ცრუ შეტევები სხვა მიმართულებაზე, ანუ გამოიწვიონ მოწინააღდეგის დაბნევა, შეცდომაში შეყვანა. აქ უკვე კარტები ისეა გახსნილი, ძნელია რამე ახლის მოგონება, ორივე მხარე ხვდება, საით შეიძლება განვითარდეს შეტევის მიმართულება, მით უმეტეს, დღეს დაზვერვის საშუალება შეუძლებელს ხდის ერთ ადგილას ისე მოხდეს მძიმე ჯავშანტექნიკის, არტილერიის კონცენტრირება, რომ ეს მოწინააღმდეგემ არ შეამჩნიოს. ანუ არც ერთი მხარე მეორეს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ის დიდხანს ემზადოს. აქედან გამომდინარე, უკრაინამ კონტრშეტევა თუ დაიწყო, ის შეიძლება ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებაზე განვითარდეს, რათა მოწინააღმდეგე ვერ მიხვდეს, სადაა ძირითადი მიმართულება, ან რაც შეიძლება გვიან მიხვდეს, რათა კონცენტრირება, იქ დამატებითი ძალების გადასროლა ვერ მოასწროს. სავარაუდოდ, შეტევები ერთდროულად დაიწყება, ვთქვათ, კახოვკისკენ, ზაპოროჟიესკენ, ბახმუტის ან კრემენნოეს მიმართულებით“.

ირაკლი ალადაშვილი რუსეთის რაკეტების მარაგზე და დასავლეთიდან უკრაინისთვის საჰაერო სივრცის დასაცავად გამზადებული თვითმფრინავების - F-16-ების გადაცემის მნიშვნელობაზეც საუბრობს:

"სარაკეტო დარტყმებით მაისი ერთ-ერთი ყველაზე "უხვი“ აღმოჩნდა უკრაინაზე და კონკრეტულად მის დედაქალაქ კიევზე. იქ არ არის იმდენი რაკეტა გამოყენებული, რომ ვთქვათ, რომ რუსეთმა მარაგები რესურსით შეივსოს - რამდენიმე ერთეულზეა ლაპარაკი, არა ათეულ და ასეულ რაკეტაზე, მას ამის მარაგი ყოველთვის ჰქონდა და აქვს - ცოტას ესვრის, მაგრამ სისტემატურად. ეს ნიშნავს იმას, რომ პუტინის რეჟიმისთვის არაფერს ნიშნავს, როცა მშვიდობიან ქალაქს ბომბავს, ხალხს ხოცავს, თვითონ კი ამბობს, სამხედრო ინფრასტრუქტურას ვანადგურებო, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ამ რაკეტების უმრავლესობა ხვდება კორპუსებს, საბავშვო ბაღებს და სკოლებს. როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მას ჰქონდა უპირატესობა შეიარაღებაში - არტილერია იქნებოდა, თუ ჯავშანტექნიკა, მაგრამ განსაკუთრებული უპირატესობა ჰქონდა ავიაციის მხრივ (პირველ რიგში, თვითმფრინავების და შვეულმფრენების). რუსეთმა ამ ომში დაკარგა დაახლოებით 80-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და ამდენივე შვეულმფრენი (რაც ოფიციალურად დადასტურებულია), მაგრამ ახლა რუსეთს კიდევ რჩება 400-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და რამდენიმე ასეული შვეულმფრენი. ასე რომ, მას საჰაერო ძალა საკმაო აქვს.

ბოლო პერიოდში უკრაინელები იმიტომ ვეღარ აგდებენ ბევრ რაკეტას, რომ თვითონ რუსებს ეშინიათ და აღარ შედიან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების ზონაში, შორიდან უშვებენ რაკეტებს ან აგდებენ მართვად ბომბებს. მაისის დასაწყისში, როცა რუსეთის საჰაერო სივრცეში რამდენიმე წუთში 2 საბრძოლო თვითმფრინავი და 2 შვეულმფრენი ჩამოაგდეს, სავარაუდოდ, შორსმოქმედმა საზენიტო სარაკეტო დანადგარმა იმუშავა უშუალოდ უკრაინის ტერიტორიიდან, ეჭვია ამერიკულ "პეტრიოტზე“. რამდენადაც უპირატესობა აქვს რუსეთს, უკრაინას სურს საჰაერო ძალები გააძლიეროს, ამიტომ უკრაინას საჰაერო სივრცის დასაცავად დასავლური F-16 სჭირდება. 4000-ზე მეტი ასეთი თვითმფრინავია გამოშვებული და ბევრი კიდევ სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებაშია. F-16 70-იანი წლების ბოლოდან იწარმოება და ვერ იტყვი, ახალია, მეოთხე თაობის თვითმფრინავია. ის თავიდან იყო როგორც გამანადგურებელი თვითმფრინავი, მაგრამ მას ის პლუსი აქვს, რომ მუდმივად მიდის მისი სრული მოდერნიზაცია. თანამედროვე მოდიფიკაციის ამ თვითმფრინავებს შეუძლიათ არა მარტო გამანადგურებელის ფუნქციის შესრულება, არამედ დამრტყმელისაც - მაგალითად, გაანადგურონ ტანკი, რადიოლოკატორი, მოწინააღმდეგის კატარღა წყალში, რაც დიდი პლუსია. ანუ უკრაინას F-16-ებ-ის შედარებით თანამედროვე მოდიფიკასიის თვითმფრინავებს თუ მისცემენ, მათ შეეძლებათ შეასრულონ როგორც საჰაერო თავდაცვის ფუნქციები (ანუ უკრაინის ცა დაიცვან დაწყებული შაჰიდებისგან, კამიკაძე დრონებისგან, ასევე ფრთოსანი რაკეტებისგან და ავიაციისგან), ამასთანავე, შეუძლიათ შეტევა განახორციელონ - შედარებით შორი მანძილიდან გაუშვან მართვადი რაკეტები, რათა ააფეთქონ ფრონტის ხაზის იქით მყოფი რუსული მნიშვნელოვანი ობიექტები.

თვითმფრინავების გადაცემას რაც შეეხება, ბაიდენი აქამდე ალბათ ბლოკავდა ამას, როგორც ჩანს, პუტინის დამატებით გაღიზიანებას და ესკალაციის გამოწვევას ერიდებოდა. ახლა ყველა ხედავს, რომ პუტინისთვის სულერთია, ის მაინც აგრძელებს უკრაინის ბომბვას. გადაცემა არაა ასე მარტივი, ამას სჭირდება

1. სააეროდრომო ინფრასტრუქტურის შექმნა.

2 ტექნიკური პერსონალის მომზადება.

3. სამხედრო მფრინავების მომზადება.

ამ 1 წლის განმავლობაში უკრაინელ სამხედრო მფრინავებს უკვე იმხელა საბრძოლო გამოცდილება დაუგროვდათ, რაც ბევრს არ აქვს მსოფლიოში. მათ არ გაუჭირდებათ ამ თვითმფრინავების სწავლა და საბრძოლო დავალების შესრულება, უბრალოდ, ამას დრო სჭირდება. ორი უკრაინელი სამხედრო მფრინავი ჩაიყვანეს ამერიკაში და მათი დონე რომ შეამოწმეს, ამერიკელები კმაყოფილები დარჩნენ და თქვეს, რომ ასათვისებლად 6 თვის ნაცვლად, 4 თვეც საკმარისი იქნებაო, მაგრამ რთულია იმის თქმა, ყველა ამ დონის გამოცდილების იქნება თუ არა. სწავლა არაა რთული, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ნახევარი წელი დასჭირდეს, ეს თვითმფრინავები რომ ჩამოიტანონ და პილოტებიც გადაამზადონ. თუმცა აქ არის ერთი გამოსავალი - უკრაინაში იბრძვიან ინტერნაციონალური ლეგიონები, მათ შორის ზოგი არტილერისტია, ზოგი ტანკისტი და ისიც შეიძლება, თვითმფრინავის საჭესთან მაგალითად, პენსიაზე გასული ამერიკელი სამხედრო მფრინავი აღმოჩნდეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა F-16-ის ყველა ყოფილი პილოტი მიიწვია, ვინც სურვილს გამოთქვამდა, უკრაინის ცა დაეცვა, ანუ პილოტების ჩანაცვლება არ არის რთული, მთავარია დასავლეთმა უკრაინას მისცეს თვითმფრინავები. თუმცა იმის თქმა, რომ F-16-ბი იქნება პანაცეა და მათი გადაცემის შემდეგ მარტო ამით მოიგებენ უკრაინელები, რა თქმა უნდა, არასწორია.

თვითონ უკრაინელები აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე ამ ტიპის 40-50 თვითმფრინავი სჭირდებათ, რათა საჰაერო სივრცის დაცვა შეძლონ. უკრაინის თითქმის მთლიანად დასაცავად მომავალში შეიძლება F-16 ტიპის 150 თვითმფრინავიც ჰქონდეთ შეიარაღებაში“.

იხილეთ ასევე: