პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა L"  ლიტერატურულ ტურნეს იწყებს - არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები
"პალიტრა L"  ლიტერატურულ ტურნეს იწყებს - არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა - თბი­ლი­სის წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის და­ხურ­ვის შემ­დეგ, „პა­ლიტ­რა L“ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ტრა­დი­ცი­ულ ტურ­ნეს იწყებს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ავ­ტო­რებს მწერ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სა და წიგ­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ ფა­სად შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნე თავ­და­პირ­ვე­ლად რუს­თავ­ში, გორ­სა და თე­ლავ­ში გა­ი­მარ­თე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლე­ბა, მთა­ვა­რია კი­თხვის სიყ­ვა­რუ­ლი და გა­მომ­ცემ­ლო­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბით გი­მას­პინ­ძლებთ.

„პა­ლიტ­რა L-ის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გან­მარ­ტა­ვენ თუ რა ელო­დე­ბა მკი­თხველს სა­ქარ­თვე­ლოს სამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ქა­ლაქ­ში:

„ტურ­ნე მო­ი­აზ­რებს რე­გი­ო­ნებ­ში მკი­თხველ­თან შეხ­ვედ­რას, ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რის წარ­დგე­ნას, ჩვენს ავ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რა-პრე­ზენ­ტა­ცი­ებს და პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვას, სპე­ცი­ა­ლურ აქ­ცი­ებ­სა და ფას­დაკ­ლე­ბებს. ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­დე­ბა სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო გა­ერ­თი­ა­ნე­ბებ­ში და მათ­ზე დას­წრე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა მსურ­ველს ექ­ნე­ბა“, - გან­მარ­ტეს გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში.

შეხ­ვედ­რის დრო ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბე­ბის მი­ხედ­ვით:

  • გორი - 6 ივ­ნი­სი (15:00-19:00 მი­სა­მარ­თი: სტა­ლი­ნის გამ­ზი­რი N8);
  • რუს­თა­ვი - 7 ივ­ნი­სი (15:00-19:00 მი­სა­მარ­თი: შარ­ტა­ვას N11);
  • თე­ლა­ვი - 17 ივ­ნი­სი (15:00-19:00 მი­სა­მარ­თი: ერეკ­ლე II, N1).

ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში მკი­თხველს პო­პუ­ლა­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვდე­ბი­ან. მათი ნა­მუ­შევ­რე­ბი მკი­თხველ­თა ფარ­თო წრე­ებ­ში მუდ­მი­ვად გან­ხილ­ვის სა­გა­ნია. სა­მი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მკი­თხვე­ლებს შემ­დე­გი რო­მა­ნე­ბის „აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე“ და „ერთი კვი­რა ერთ ოთახ­ში“ ავ­ტო­რი თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე შეხ­ვდე­ბა, თე­ლავ­ში კი მათ ასე­ვე „ცდუ­ნე­ბის“, „შეც­დო­მი­სა“ და „გა­დამ­წვა­რი ხი­დე­ბის“ ავ­ტო­რი - ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი უმას­პინ­ძლებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტურ­ნე მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა, რის შე­სა­ხე­ბაც „პა­ლიტ­რა L“ მკი­თხველს ინ­ფორ­მა­ცი­ას პე­რი­ო­დუ­ლად მი­აწ­ვდის.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"პალიტრა L"  ლიტერატურულ ტურნეს იწყებს - არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

"პალიტრა L"  ლიტერატურულ ტურნეს იწყებს - არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

ლიტერატურული დღესასწაული ჯერ არ დასრულებულა - თბილისის წიგნის ფესტივალის დახურვის შემდეგ, „პალიტრა L“ საქართველოს მასშტაბით ტრადიციულ ტურნეს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ავტორებს მწერლებთან შეხვედრისა და წიგნების განსაკუთრებულ ფასად შეძენის საშუალება ექნებათ.

ლიტერატურული ტურნე თავდაპირველად რუსთავში, გორსა და თელავში გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, მთავარია კითხვის სიყვარული და გამომცემლობა სიამოვნებით გიმასპინძლებთ.

„პალიტრა L-ის“ წარმომადგენლები განმარტავენ თუ რა ელოდება მკითხველს საქართველოს სამ მნიშვნელოვან ქალაქში:

„ტურნე მოიაზრებს რეგიონებში მკითხველთან შეხვედრას, ჩვენი ლიტერატურის წარდგენას, ჩვენს ავტორებთან შეხვედრა-პრეზენტაციებს და პარალელურად, გამოფენა-გაყიდვას, სპეციალურ აქციებსა და ფასდაკლებებს. ყველა ღონისძიება ჩატარდება საბიბლიოთეკო გაერთიანებებში და მათზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება“, - განმარტეს გამომცემლობაში.

შეხვედრის დრო ადგილმდებარეობების მიხედვით:

  • გორი - 6 ივნისი (15:00-19:00 მისამართი: სტალინის გამზირი N8);
  • რუსთავი - 7 ივნისი (15:00-19:00 მისამართი: შარტავას N11);
  • თელავი - 17 ივნისი (15:00-19:00 მისამართი: ერეკლე II, N1).

ტურნეს ფარგლებში მკითხველს პოპულარული ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულები შეხვდებიან. მათი ნამუშევრები მკითხველთა ფართო წრეებში მუდმივად განხილვის საგანია. სამივე მუნიციპალიტეტში მკითხველებს შემდეგი რომანების „აღიარება ხელისგულზე“ და „ერთი კვირა ერთ ოთახში“ ავტორი თათული ღვინიანიძე შეხვდება, თელავში კი მათ ასევე „ცდუნების“, „შეცდომისა“ და „გადამწვარი ხიდების“ ავტორი - ნათია ჯაგოდნიშვილი უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ტურნე მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება, რის შესახებაც „პალიტრა L“ მკითხველს ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

R