მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
World Vision საქართველომ უკრაინელი ბავშვებისთვის ბათუმში საგანმანათლებლო-განმავითარებელი ცენტრი გახსნა
World Vision საქართველომ უკრაინელი ბავშვებისთვის ბათუმში საგანმანათლებლო-განმავითარებელი ცენტრი გახსნა

1 ივ­ნისს, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, World Vision სა­ქარ­თვე­ლომ უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და გან­მა­ვი­თა­რე­ბელ ცენ­ტრი გახ­სნა, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ბა­თუმ­ში მცხოვ­რე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის და მათი ოჯა­ხე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ინ­ტეგ­რა­ცი­ას და ახალ გა­რე­მოს­თან ადაპ­ტა­ცი­ას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცენ­ტრის ბა­ზა­ზე (ქ. ბა­თუმ­ში, ნოე ჟორ­და­ნი­ას N18) და­გეგ­მი­ლია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი რო­გო­რი­ცაა, არ­სე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბი, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მო­დუ­ლე­ბის ფორ­მით ბავ­შვე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის­თვის, თე­მა­ტუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ცენ­ტრის გახ­სნა­ზე სა­გან­გე­ბოდ იყო მოწ­ვე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ე­როს მუდ­მი­ვი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი სა­ბი­ნე მახ­ლი, რო­მელ­მაც ისა­უბ­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი სივ­რცე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, რაც ქა­ლე­ბის, ხან­დაზ­მუ­ლე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვე­ბის­თვის არის ერ­თად შეკ­რე­ბის, სხვა­დას­ხვა მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის და ად­გი­ლობ­რივ თემ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მოწ­ვე­უ­ლი იყ­ვნენ უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბი და ოჯა­ხე­ბი, ასე­ვე უკ­რა­ი­ნუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ბავ­შვებს სივ­რცე­ში ტკბი­ლე­უ­ლით გა­უ­მას­პინ­ძლდნენ და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თეს. ცენ­ტრის პა­ტა­რა სტუმ­რებს ღო­ნის­ძი­ე­ბის და­სას­რულს სიმ­ბო­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბიც და­უ­რიგ­დათ. დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ასე­ვე გა­ი­მარ­თა უკ­რა­ი­ნე­ლი ოჯა­ხე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პრო­ექ­ტის მე­ო­რე ფა­ზის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა World Vision სა­ქარ­თვე­ლოს მიერ World Vision International-ის და Aktion Deutschland Hilft (ADH)-ის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტი ასე­ვე მო­ი­ცავს ბა­თუმ­ში მოქ­მე­დი უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაზ­რდას და მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რე­გუ­ლა­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა ხელს შე­უ­წყობს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა­სა და კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ასე­ვე სერ­ვი­სებ­ზე წვდო­მა­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ორ­გა­ნი­ზა­ცია კვლავ აგ­რძე­ლებს მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის უკ­რა­ი­ნულ სექ­ტორ­თან მო­ზარ­დე­ბის­თვის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით. რო­გორც World Vision სა­ქარ­თვე­ლო­ში აცხა­დე­ბენ, მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შვე­ბი და მათი ოჯა­ხე­ბი იყ­ვნენ და­ცუ­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს, მათი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი იყოს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი, ჰქონ­დეთ ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და ისარ­გებ­ლონ მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბით. სწო­რედ ამ მიზ­ნით, World Vision სა­ქარ­თვე­ლო, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ჩარ­თუ­ლია კრი­ზის­ზე რე­ა­გი­რე­ბის პრო­ცეს­ში და UNHCR-თან ერ­თად, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, უწყვე­ტად ახორ­ცი­ე­ლებს უკ­რა­ი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის, World Vision სა­ქარ­თვე­ლოს თბი­ლი­სის და ბა­თუ­მის ოფი­სებ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ტე­ლე­ფო­ნო და პი­რის­პირ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბა­სა და სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის იხი­ლეთ ლინ­კი: https://www.facebook.com/WorldVisionInGeorgia/;

www.worldvision.ge

NS

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

World Vision საქართველომ უკრაინელი ბავშვებისთვის ბათუმში საგანმანათლებლო-განმავითარებელი ცენტრი გახსნა

World Vision საქართველომ უკრაინელი ბავშვებისთვის ბათუმში საგანმანათლებლო-განმავითარებელი ცენტრი გახსნა

1 ივნისს, ქალაქ ბათუმში, World Vision საქართველომ უკრაინელი ბავშვებისთვის საგანმანათლებლო და განმავითარებელ ცენტრი გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს ბათუმში მცხოვრები უკრაინელი ბავშვების და მათი ოჯახების გაძლიერებას, ინტეგრაციას და ახალ გარემოსთან ადაპტაციას. აღნიშნული ცენტრის ბაზაზე (ქ. ბათუმში, ნოე ჟორდანიას N18) დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივობები როგორიცაა, არსებული სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანიები, არაფორმალური განათლების გაკვეთილები ბავშვებისთვის, ფსიქოსოციალური მხარდაჭერა მრავალფეროვანი მოდულების ფორმით ბავშვებისა და მშობლებისთვის, თემატური შეხვედრები, სხვადასხვა სოციალური და კულტურული ღონისძიებები.

ცენტრის გახსნაზე საგანგებოდ იყო მოწვეული საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი, რომელმაც ისაუბრა აღნიშნული სივრცეების მნიშვნელობაზე, რაც ქალების, ხანდაზმულებისა და განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის ერთად შეკრების, სხვადასხვა მომსახურების მიღების და ადგილობრივ თემთან ინტეგრაციის შესანიშნავი შესაძლებლობა.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ უკრაინელი ბავშვები და ოჯახები, ასევე უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციის და თემის წარმომადგენლები. ბავშვებს სივრცეში ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და სახალისო აქტივობებში ჩართეს. ცენტრის პატარა სტუმრებს ღონისძიების დასასრულს სიმბოლური საჩუქრებიც დაურიგდათ. დამსწრე საზოგადოებისთვის ასევე გაიმართა უკრაინელი ოჯახების მხარდამჭერი პროექტის მეორე ფაზის პრეზენტაცია, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს მიერ World Vision International-ის და Aktion Deutschland Hilft (ADH)-ის ფინანსური მხარდაჭერით.

გრძელვადიანი პროექტი ასევე მოიცავს ბათუმში მოქმედი უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდას და მათთან თანამშრომლობას სხვადასხვა პროექტისა და საქმიანობის მიმართულებით. რეგულარული შეხვედრების ორგანიზება ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაზიარებასა და კოორდინაციის გაუმჯობესებას, ასევე სერვისებზე წვდომასა და ინტეგრაციის პროცესს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია კვლავ აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ქართული სკოლების უკრაინულ სექტორთან მოზარდებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით. როგორც World Vision საქართველოში აცხადებენ, მათთვის მნიშვნელოვანია, ბავშვები და მათი ოჯახები იყვნენ დაცული კონფლიქტის დროს, მათი საჭიროებები იყოს დაკმაყოფილებული, ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება და ისარგებლონ მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებებით. სწორედ ამ მიზნით, World Vision საქართველო, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის პირველივე დღიდან ჩართულია კრიზისზე რეაგირების პროცესში და UNHCR-თან ერთად, სახელმწიფო სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობით, უწყვეტად ახორციელებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერ ღონისძიებებს მთელ საქართველოში.

დაინტერესებული პირებისთვის, World Vision საქართველოს თბილისის და ბათუმის ოფისებში ყოველდღიურად მიმდინარეობს სატელეფონო და პირისპირ კონსულტაციები ფინანსურ დახმარებასა და სხვა მომსახურებებზე, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისათვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი: https://www.facebook.com/WorldVisionInGeorgia/;

www.worldvision.ge

NS