ქართველი ფეხბურთელის გიორგი გველესიანის ამბავი ნამდვილად არის იმის ილუსტრაცია, თუ როგორ შეიძლება მიაღწიო სასურველ შედეგს და მიზანს დაუღალავი შრომით და რომ მთავარია, არასოდეს დანებდე.
ირანული საფეხბურთო კლუბის "პერსეპოლისის" ქართველი მცველი 32 წლის ასაკში პირველად გამოიძახეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ეს გიორგის დიდი ხნის ოცნება იყო.
ნახეთ, ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების სია:
"გუშინ სპარსეთის ლიგის 22/23 სეზონის საუკეთესო მცველად დამასახელეს და დამაჯილდოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი დონის მცველები იყვნენ დასახელებული, საბედნიეროდ, ბევრმა, მათ შორის ფეხბურთის ექსპერტებმა, მიიჩნიეს, რომ მე დავიმსახურე ეს პრიზი. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, როგორც ფეხბურთელისთვის და როგორც ადამიანისთვის, რომელიც სხვა ქვეყანაში თამაშობს, როგორც ლეგიონერი. მოტივაცია და თავდაჯერებულობა ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მით უმეტეს, როცა არასდროს მითამაშია ჩემი ქვეყნის ნაკრებში, მათ შორის არცერთ ასაკობრივში, 1 წუთიც კი.
შეიძლება იყო დრო, როცა არ ვიმსახურებდი იქ ყოფნას, მაგრამ იყო დროც, როდესაც დავიმსახურე და ეს ფაქტი ყოველთვის ანადგურებდა ჩემს მოტივაციას, თითქოს არ ვარსებობ, თითქოს სამშობლო არ მაქვს... " - წერდა გველესიანი. იხილეთ სრულად