მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილმა შეიძლება იეჭვიანა, რომ მას მოლდოვაში, სამიტზე ნორმალურად არც შეხვდნენ..." - ანა ბუჩუკური
"ღარიბაშვილმა შეიძლება იეჭვიანა, რომ მას მოლდოვაში, სამიტზე ნორმალურად არც შეხვდნენ..." - ანა ბუჩუკური

არ გამ­კვირ­ვე­ბია ზე­ლენ­სკი­ზე ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე მო­ვის­მი­ნეთ მის­გან სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბე­ბი - შე­იძ­ლე­ბა იეჭ­ვი­ა­ნა, რომ მას მოლ­დო­ვა­ში, სა­მიტ­ზე ნორ­მა­ლუ­რად არც შეხ­ვდნენ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რმა, ანა ბუ­ჩუ­კურ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მსგავ­სი რი­ტო­რი­კა აზი­ა­ნებს უკ­რა­ი­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ის­ტო­რი­ულ მე­გობ­რო­ბას.

"ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მო­რალ­თან არის პრობ­ლე­მა, როცა თავს ეს­ხმი იმ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ზე მე­ტია ძა­ლი­ან მძი­მე ომში იმ­ყო­ფე­ბა და რომ­ლის გვერ­დზე დგას მთე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­რო. არ გა­მიკ­ვირ­და მარ­თა­ლი გი­თხრათ, რად­გან უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე პირ­ვე­ლი მძი­მე, სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბე­ბი სწო­რე­დაც ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­გან მო­ვის­მი­ნეთ, მე­მო­რი­ალ­თან გა­ა­კე­თა სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბე­ბი ომის და­წყე­ბი­დან 3-4 დღე­ში, რომ თით­ქოს "ომი უკ­რა­ი­ნა­შია, ჩვენ ჩვე­ნი საქ­მე გვაქვს“, "უკ­რა­ი­ნამ ომი ვერ აი­რი­და“, "სან­ქცი­ე­ბი ვერ მუ­შა­ობს“ და ამა­ვე ნა­რა­ტი­ვის გაგ­რძე­ლე­ბაა, დამ­ძი­მე­ბულ ფორ­მებ­ში. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა იეჭ­ვი­ა­ნა ბა­ტონ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, რომ მას ნორ­მა­ლუ­რად არც შეხ­ვდნენ და პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის შეხ­ვდნენ ისე, რო­გორც შეხ­ვდნენ, მაგ­რამ ეს არის სრუ­ლად მისი პი­რა­დი, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბუ­ჩუ­კურ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, ზე­ლენ­სკის და მისი მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი სრულ თან­ხვედ­რა­შია ქვეყ­ნის შიგ­ნით მოქ­მედ მტრულ ძა­ლებ­თან.

"ვგუ­ლის­ხმობ დესტრუქ­ცი­ულ ოპო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც არა­ფერს აკე­თებს, თუნ­დაც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე, რომ გა­ი­მარ­ჯვოს ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ, მი­ი­ღოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი“,- დას­ძი­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მა­ნამ­დე უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­და­ვენ რაც ხდე­ბა ბე­ლა­რუს­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"ვხე­დავთ, რო­გორ არი­ან ეს ერე­ბი ჩათ­რე­უ­ლი, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გზით, ერ­თსა და იმა­ვე უკა­ნო­ნო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მაგ­რამ რას ხე­და­ვენ ისი­ნი? თუკი ჩვენ, უკ­რა­ი­ნე­ლებს, რომ­ლე­ბიც სის­ხლით ვამ­ტკი­ცებთ ჩვენს ერ­თგუ­ლე­ბას თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ევ­რო­პის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი, ჯერ არ მოგ­ვის­მე­ნია მკა­ფიო და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, სხვე­ბის იმე­დე­ბი სრუ­ლი­ად უჩი­ნა­რი ხდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა და დას­ძი­ნა, რომ "ყვე­ლა ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ესა­ზღვრე­ბა რუ­სეთს და არ სურს, რომ რუ­სეთ­მა და­შა­ლოს, უნდა იყოს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუუუ
2

ბოღმით გასკდებიან ერთ მშვენიერ დღეს ეს უტიფრები, აღარ იციან რა მოიგონონ და რა თქვან.

ვატო
5

ეს განგებ ,,ივიწყებს",რომ ზელენსკიმ დაიწყო თავდაპირველად საქართველოს პოზიციებისადმი სიტყვიერი თავდასხმები და დღემდე აგრძელებს იმის მიუხედავად,რომ ჩვენი სახელმწიფო ეხმარება მის ხალხს; აი, აზერბაიჯანის მიმართ კი საყვედური არ წამოცდა 8მის მიუხედავად,რომ ალიევი მშვენივრად აგვარებს პუტინთან 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ღარიბაშვილმა შეიძლება იეჭვიანა, რომ მას მოლდოვაში, სამიტზე ნორმალურად არც შეხვდნენ..." - ანა ბუჩუკური

"ღარიბაშვილმა შეიძლება იეჭვიანა, რომ მას მოლდოვაში, სამიტზე ნორმალურად არც შეხვდნენ..." - ანა ბუჩუკური

არ გამკვირვებია ზელენსკიზე ღარიბაშვილის განცხადება, ომის დაწყებისთანავე მოვისმინეთ მისგან სამარცხვინო განცხადებები - შეიძლება იეჭვიანა, რომ მას მოლდოვაში, სამიტზე ნორმალურად არც შეხვდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი რიტორიკა აზიანებს უკრაინის და საქართველოს შორის ისტორიულ მეგობრობას.

"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მორალთან არის პრობლემა, როცა თავს ესხმი იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც წელიწადზე მეტია ძალიან მძიმე ომში იმყოფება და რომლის გვერდზე დგას მთელი თავისუფალი სამყარო. არ გამიკვირდა მართალი გითხრათ, რადგან უკრაინაში ომის დაწყებისთანავე პირველი მძიმე, სამარცხვინო განცხადებები სწორედაც ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ, მემორიალთან გააკეთა სამარცხვინო განცხადებები ომის დაწყებიდან 3-4 დღეში, რომ თითქოს "ომი უკრაინაშია, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს“, "უკრაინამ ომი ვერ აირიდა“, "სანქციები ვერ მუშაობს“ და ამავე ნარატივის გაგრძელებაა, დამძიმებულ ფორმებში. არ ვიცი, შეიძლება იეჭვიანა ბატონმა ღარიბაშვილმა, რომ მას ნორმალურად არც შეხვდნენ და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ ისე, როგორც შეხვდნენ, მაგრამ ეს არის სრულად მისი პირადი, მისი პოლიტიკური გუნდის და ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ინფორმაციისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან.

"ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, მიიღოს კანდიდატის სტატუსი“,- დასძინა ღარიბაშვილმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხედავენ რაც ხდება ბელარუსსა და საქართველოში.

"ვხედავთ, როგორ არიან ეს ერები ჩათრეული, თუმცა განსხვავებული გზით, ერთსა და იმავე უკანონობის მდგომარეობაში. მაგრამ რას ხედავენ ისინი? თუკი ჩვენ, უკრაინელებს, რომლებიც სისხლით ვამტკიცებთ ჩვენს ერთგულებას თავისუფლებისა და ევროპის ღირებულებებისადმი, ჯერ არ მოგვისმენია მკაფიო დადებითი პასუხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, სხვების იმედები სრულიად უჩინარი ხდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ "ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურს, რომ რუსეთმა დაშალოს, უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი“.

იხილეთ ასევე: