პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიცა ძალიან თბილი გოგონაა. რაც მთავარია, ძალიან უყვარს ხვიჩა" - რას ჰყვება დარეჯან კვარაცხელია, ფეხბურთის ვარსკვლავსა და ნონა გაფრინდაშვილის ნეაპოლურ ვიზიტზე
"ნიცა ძალიან თბილი გოგონაა. რაც მთავარია, ძალიან უყვარს ხვიჩა" - რას ჰყვება დარეჯან კვარაცხელია, ფეხბურთის ვარსკვლავსა და ნონა გაფრინდაშვილის ნეაპოლურ ვიზიტზე
  • სტა­ტი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია და­რე­ჯან კვა­რა­ცხე­ლი­ას ფო­ტო­ე­ბი

ამ ცოტა ხნის წინ ფეხ­ბურ­თის ქარ­თველ ვარ­სკვლავ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან შე­სახ­ვედ­რად ჭად­რა­კის ლე­გენ­და ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ნე­ა­პოლ­ში ჩა­ვი­და, ხვი­ჩას თა­მაშ­საც და­ეს­წრო და ად­გი­ლობ­რივ მო­ჭად­რა­კეს­თან ერ­თობ­ლი­ვი სე­ან­სიც გა­მარ­თა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ფეხ­ბურ­თე­ლი­სა და ჭად­რა­კის ლე­გენ­დის შეხ­ვედ­რის კად­რე­ბი, თუმ­ცა ცო­ტამ თუ იცის, რომ ამ შეხ­ვედ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი კვა­რა­ცხე­ლი­ას ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი და­რე­ჯან კვა­რა­ცხე­ლია იყო.

ის წლე­ბია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს. მისი კა­რი­ე­რა პირ­ველ არხზე და­ი­წყო და შემ­დეგ რა­დიო იმედ­ში გაგ­რძელ­და. ამ­ჟა­მად იგი ტე­ლე­კომ­პა­ნია "ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბას­თან" თა­ნამ­შრომ­ლობს და პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­კუ­თა­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბა აქვს.

ამ ცოტა ხნის წინ, მისი ავ­ტო­რო­ბით წიგ­ნი გა­მო­ი­ცა, რო­მე­ლიც შვი­ლიშ­ვილს მი­უ­ძღვნა - "ოდა­ბა­დე“ კოლ­ხე­თის ის­ტო­რი­ას, მის ეთ­ნოგ­რა­ფი­ას და სა­ცხოვ­რი­სებს ეძღვნე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო და­რე­ჯან, მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ ჩა­ი­ა­რა ხვი­ჩა­სა და ქალ­ბა­ტო­ნი ნო­ნას შეხ­ვედ­რამ?

- შარ­შან ნო­ემ­ბერ­ში ხვი­ჩამ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს მა­ი­სუ­რი გა­მო­უგ­ზავ­ნა. შემ­დეგ მოხ­და ისე, რომ როცა ხვი­ჩა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, ნონა მა­შინ ტურ­ნირ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და უცხო­ეთ­ში, თო­რემ შეხ­ვედ­რა თბი­ლის­შიც მო­ხერ­ხდე­ბო­და. ქალ­ბა­ტონ ნო­ნას­თან ერთ-ერთი ვი­ზი­ტის დროს ვკი­თხე, ნე­ა­პოლ­ში წას­ვლა ხომ არ სურ­და და ისიც სი­ხა­რუ­ლით დამ­თან­ხმდა.

შეხ­ვედ­რა ხვი­ჩას თა­მა­შის შემ­დეგ შედ­გა და და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთი გაგ­რძელ­და. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო. ნონა ხვი­ჩას დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და მის ყვე­ლა თა­მაშს ელო­დე­ბა...

მო­მა­ვალ­ზე ისა­უბ­რეს. რა თქმა უნდა, ქალ­ბა­ტონ­მა ნო­ნამ და­რი­გე­ბე­ბიც მის­ცა. სა­უ­ბა­რი ჭად­რაკ­საც შე­ე­ხო და ხვი­ჩას დაჰ­პირ­და, რომ თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის დროს ერ­თად აუ­ცი­ლებ­ლად ითა­მა­შე­ბენ. ეს შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო - პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ასე­თი ლე­გენ­და­რუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ახალ­გაზ­რდა, პერ­სპექ­ტი­უ­ლი ვარ­სკვლა­ვის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ იტა­ლი­ა­ში ჩა­ვი­და.

- რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, შეხ­ვედ­რას ხვი­ჩას სა­ცო­ლეც ეს­წრე­ბო­და. რო­დის იგეგ­მე­ბა ქორ­წი­ლი?

- ქორ­წი­ლი უკვე მალე იქ­ნე­ბა. ნიცა ძა­ლი­ან თბი­ლი და კარ­გი გო­გო­ნაა. რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან უყ­ვარს ხვი­ჩა და ფეხ­ბურ­თის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. ხვი­ჩას ის დიდ ძა­ლას აძ­ლევს, რად­გან ყვე­ლა გოლი მას ეძღვნე­ბო­და და ახ­ლაც ასეა.

ხვი­ჩა ძა­ლი­ან კარ­გად აღ­ზრდი­ლი ბი­ჭია. ყო­ველ­თვის მონ­დო­მე­ბუ­ლი იყო და ყვე­ლა­ფერს ამ მონ­დო­მე­ბი­თა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით მი­აღ­წია. როცა ადა­მი­ა­ნი მი­ზანს და­ი­სა­ხავს, რაც არ უნდა პრობ­ლე­მა ჰქონ­დეს, ამას აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს. მის შემ­თხვე­ვა­ში გე­ნე­ტი­კაც ხელს უწყობ­და, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით შეძ­ლო. მისი სა­ხე­ლი მეგ­რუ­ლად ვარ­სკვლავს ნიშ­ნავს და ამ სა­ხელს იგი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ატა­რებს.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ცაზე მო­კი­ა­ფე, უკვე დიდი ვარ­სკვლა­ვია. ყვე­ლა­ფერს რა­საც აკე­თებს, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის­თვის აკე­თებს.

- 15 აპ­რილს თქვე­ნი წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა...

- "ოდა­ბა­დე“ კოლ­ხე­თის კულ­ტუ­რას, ეთ­ნოგ­რა­ფი­ას, გას­ტრო­ნო­მი­ას, კოლ­ხურ დამ­წერ­ლო­ბას, კოლ­ხეთ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ხორ­ბლის ჯი­შებს, მე­ფუტკრე­ო­ბას, ვა­ზის ჯი­შებ­სა და კოლ­ხურ ფოლკ­ლორს ეძღვნე­ბა. ამ წიგ­ნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კოლ­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია იყო. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ჩვე­ნი მდი­და­რი ის­ტო­რია და­ვი­წყე­ბას არ მი­ე­ცე­მა. მას­ში ასე­ვე გან­თავ­სე­ბუ­ლია ლე­ვან მე­ო­რე და­დი­ა­ნის დაკ­ვე­თით, მა­მუ­კა თა­ვა­ქა­რაშ­ვი­ლის მიერ, 1646 წელს ხე­ლით გა­და­წე­რი­ლი "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ გვერ­დე­ბის ას­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთო
0

ზოგიერთები რა ბოღმიანები და სამარცხვინოები ხართ.წარმატებები ჩვენ საამაყო სპორტმენებს

ხვიჩა შონია
0

ხვიჩა მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს მოციმციმეს, მოკაშკაშეს, ბრწყინვალეს. ის გამოხატავს ვარსკვლავის მდგომარეობას. ვარსკვლავს მეგრულად მურიცხი ჰქვია ქალბატონო დარეჯან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ნიცა ძალიან თბილი გოგონაა. რაც მთავარია, ძალიან უყვარს ხვიჩა" - რას ჰყვება დარეჯან კვარაცხელია, ფეხბურთის ვარსკვლავსა და ნონა გაფრინდაშვილის ნეაპოლურ ვიზიტზე

"ნიცა ძალიან თბილი გოგონაა. რაც მთავარია, ძალიან უყვარს ხვიჩა" - რას ჰყვება დარეჯან კვარაცხელია, ფეხბურთის ვარსკვლავსა და ნონა გაფრინდაშვილის ნეაპოლურ ვიზიტზე
  • სტატიაში გამოყენებულია დარეჯან კვარაცხელიას ფოტოები

ამ ცოტა ხნის წინ ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასთან შესახვედრად ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი ნეაპოლში ჩავიდა, ხვიჩას თამაშსაც დაესწრო და ადგილობრივ მოჭადრაკესთან ერთობლივი სეანსიც გამართა. სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა ფეხბურთელისა და ჭადრაკის ლეგენდის შეხვედრის კადრები, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამ შეხვედრის ინიციატორი კვარაცხელიას ოჯახის ახლობელი, ქალბატონი დარეჯან კვარაცხელია იყო.

ის წლებია ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობს. მისი კარიერა პირველ არხზე დაიწყო და შემდეგ რადიო იმედში გაგრძელდა. ამჟამად იგი ტელეკომპანია "ერთსულოვნებასთან" თანამშრომლობს და პარალელურად, საკუთარი გამომცემლობა აქვს.

ამ ცოტა ხნის წინ, მისი ავტორობით წიგნი გამოიცა, რომელიც შვილიშვილს მიუძღვნა - "ოდაბადე“ კოლხეთის ისტორიას, მის ეთნოგრაფიას და საცხოვრისებს ეძღვნება.

- ქალბატონო დარეჯან, მოგვიყევით, როგორ ჩაიარა ხვიჩასა და ქალბატონი ნონას შეხვედრამ?

- შარშან ნოემბერში ხვიჩამ ნონა გაფრინდაშვილს მაისური გამოუგზავნა. შემდეგ მოხდა ისე, რომ როცა ხვიჩა საქართველოში ჩამოვიდა, ნონა მაშინ ტურნირზე იმყოფებოდა უცხოეთში, თორემ შეხვედრა თბილისშიც მოხერხდებოდა. ქალბატონ ნონასთან ერთ-ერთი ვიზიტის დროს ვკითხე, ნეაპოლში წასვლა ხომ არ სურდა და ისიც სიხარულით დამთანხმდა.

შეხვედრა ხვიჩას თამაშის შემდეგ შედგა და დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. ძალიან ემოციური იყო. ნონა ხვიჩას დიდი გულშემატკივარია და მის ყველა თამაშს ელოდება...

მომავალზე ისაუბრეს. რა თქმა უნდა, ქალბატონმა ნონამ დარიგებებიც მისცა. საუბარი ჭადრაკსაც შეეხო და ხვიჩას დაჰპირდა, რომ თბილისში ჩამოსვლის დროს ერთად აუცილებლად ითამაშებენ. ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო - პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი ლეგენდარული ქალბატონი ახალგაზრდა, პერსპექტიული ვარსკვლავის საგულშემატკივროდ იტალიაში ჩავიდა.

- როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრას ხვიჩას საცოლეც ესწრებოდა. როდის იგეგმება ქორწილი?

- ქორწილი უკვე მალე იქნება. ნიცა ძალიან თბილი და კარგი გოგონაა. რაც მთავარია, ძალიან უყვარს ხვიჩა და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ხვიჩას ის დიდ ძალას აძლევს, რადგან ყველა გოლი მას ეძღვნებოდა და ახლაც ასეა.

ხვიჩა ძალიან კარგად აღზრდილი ბიჭია. ყოველთვის მონდომებული იყო და ყველაფერს ამ მონდომებითა და მიზანდასახულობით მიაღწია. როცა ადამიანი მიზანს დაისახავს, რაც არ უნდა პრობლემა ჰქონდეს, ამას აუცილებლად მიაღწევს. მის შემთხვევაში გენეტიკაც ხელს უწყობდა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც შრომისმოყვარეობით შეძლო. მისი სახელი მეგრულად ვარსკვლავს ნიშნავს და ამ სახელს იგი დამსახურებულად ატარებს.

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოსთვის ცაზე მოკიაფე, უკვე დიდი ვარსკვლავია. ყველაფერს რასაც აკეთებს, საქართველოსთვის და თითოეული ქართველისთვის აკეთებს.

- 15 აპრილს თქვენი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა...

- "ოდაბადე“ კოლხეთის კულტურას, ეთნოგრაფიას, გასტრონომიას, კოლხურ დამწერლობას, კოლხეთში გავრცელებულ ხორბლის ჯიშებს, მეფუტკრეობას, ვაზის ჯიშებსა და კოლხურ ფოლკლორს ეძღვნება. ამ წიგნის მთავარი მიზანი კოლხური ტრადიციების აღდგენა და პოპულარიზაცია იყო. კარგი იქნება, თუ ჩვენი მდიდარი ისტორია დავიწყებას არ მიეცემა. მასში ასევე განთავსებულია ლევან მეორე დადიანის დაკვეთით, მამუკა თავაქარაშვილის მიერ, 1646 წელს ხელით გადაწერილი "ვეფხისტყაოსნის“ გვერდების ასლები.