რუსეთში მართლაც საოცარი ამბები ხდება, რაც კიდევ უფრო აღვივებს მოსაზრებას, რომ კრემლის მთავარი ბინადარი - პუტინი თავის ყოფილ თუ არსებულ პროტეჟეებს ან საერთოდ ვეღარ აკონტროლებს, ან პირიქით - ერთმანეთს სპეციალურად უსევს "დაყავი და იბატონეს" ცნობილი პრინციპით...
როდესაც მეომარი ქვეყნის ორი სერიოზული, ნახევრად ოფიციალური შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერები ერთმანეთთან საქმის გარჩევას სოციალური ქსელებით იწყებენ, საქმე, ეტყობა, სერიოზულადაა...
"ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი და "ახმატის" "მფლობელი" რამზან კადიროვი რამდენიმე თვის წინ ერთმანეთს მთლად ძმობას თუ არ ეფიცებოდნენ, სახალხოდ ერთმანეთის მიმართ დიდ სიმპატიებს მაინც გამოხატავდნენ და გაერთიანებული ძალებით ღიად და ძალზე აგრესიულად აკრიტიკებდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრის - შოიგუსა და გენშტაბის უფროსი გერასიმოვის დუეტს და სწორედ მათ აბრალებდნენ რუსეთის არმიის წარუმატებლობებს უკრაინასთან ომში.
მაგრამ გუშინ საკმაოდ მოულოდნელად სამი ცნობილი და გავლენიანი ჩეჩენი - რუსეთის დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი და "ახმატის" სპეცდანიშნულების შენაერთის მეთაური აპტი ალაუდინოვი სოციალურ ქსელში, ფაქტობრივად, "გარჩევას" უწყობდნენ პრიგოჟინს და მას "სტრელკაზე" იბარებდნენ...
გასაგებია, რომ ეს ჩეჩნები თავიანთი ლიდერის - რამზან კადიროვის გარეშე ვერ გაბედავდნენ ასე თამამ მიმართვებს "ვაგნერის" ხელმძღვანელის მიმართ და საინტერესოა, როდის და რა ზომის შავმა კატამ გაირბინა კადიროვსა და პრიგოჟინს შორის მას შემდეგ, რაც ისინი გროზნოში, ტელეკამერების წინაშე ერთმანეთს "ეხუტებოდნენ"?
დაპირისპირების საბაბი შეიძლება გამხდარიყო პრიგოჟინის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ, რომელშიც ის აკონკრეტებს, რომ ბახმუტი მხოლოდ მისმა "ვაგნერმა" აიღო და იქ კადიროვის "ახმატი" არ უნახავს.
ამასთან პრიგოჟინმა ოფიციალური წერილი მისწერა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომელშიც სთხოვდა, რომ ბრძოლებში დიდი დანაკლისის შემდეგ ფრონტის ხაზიდან მოხსნილი "ვაგნერი" ჩეჩნების "ახმატით" ჩაენაცვლებინა...
სავარაუდოდ, კადიროვის უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია ამ ომში "ახმატის" როლის დაკნინებამ პრიგოჟინის მხრიდან, რაც გახდა იმის საბაბი, რომ კადიროვმა თავისი ქვეშევრდომები "მიუქსია" პრიგოჟინს, მაგრამ დაპირისპირების ძირითადი მიზეზი ბევრად უფრო რთულია... გააგრძელეთ კითხვა