მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოგონა 1 წლისაა, მას სახელი დედამ შეურჩია... მამას ჯერ არ უნახავს" - რა იციან ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის შვილზე ექსპრეზიდენტის გარემოცვაში?
"გოგონა 1 წლისაა, მას სახელი დედამ შეურჩია... მამას ჯერ არ უნახავს" - რა იციან ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის შვილზე ექსპრეზიდენტის გარემოცვაში?

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ­მა 32 წლის ლიზა იას­კომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ დედა გახ­და. ის მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მისი პირ­ვე­ლი შვი­ლის მამა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცი­ხე­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, 55 წლის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია.

ლიზა იას­კომ დე­დო­ბას მი­უ­ძღვნა "მგრძნო­ბი­ა­რე პოს­ტი" "ინ­სტაგ­რამ­ზე", სა­დაც ისა­უბ­რა ბავ­შვის უკ­რა­ი­ნულ ფეს­ვებ­ზე და მას მა­მის უკ­რა­ი­ნუ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა უწო­და. იას­კოს პოს­ტში არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია თუ რო­დის და­ი­ბა­და მისი შვი­ლი, არც სქე­სი და არც ბავ­შვის სა­ხე­ლი უხ­სე­ნე­ბია. პე­რი­ო­დუ­ლად მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბო­და ფო­ტო­ე­ბი, რაც ლიზა იას­კოს ორ­სუ­ლო­ბას ადას­ტუ­რებ­და, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე ღიად არ­ცერ­თი მხა­რე არ სა­უბ­რობ­და.

რო­გორც Ambebi.ge-ს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გა­რე­მოც­ვი­დან წყა­რო უყ­ვე­ბა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს შვი­ლი 1 წლის არის, გო­გო­ნაა და მას ჟას­მი­ნი ჰქვია. სა­ხე­ლი გო­გო­ნას დე­დამ შე­ურ­ჩია.

ჩვე­ნი წყა­რო ამ­ბობს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­ო­თხე შვილს ჯერ­ჯე­რო­ბით არ იც­ნობს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სა­ნამ ლიზა იას­კო ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რებ­და შვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, წყა­რო გვიყ­ვე­ბო­და, რომ მათი გო­გო­ნა ძა­ლი­ან ჰგავ­და ბა­ბუ­ას, ლი­ზას მა­მას, ოლექ­სეი იას­კოს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იას­კოს სა­ვა­რა­უ­დო ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ჯერ კი­დევ 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში წერ­და, თუმ­ცა იქვე აკონ­კრე­ტებ­დნენ, რომ ქალს მუ­ცე­ლი არ ეტყო­ბო­და. ამ დროს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 5 თვის და­კა­ვე­ბუ­ლი იყო. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმედ­მა“ სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და ექ­სპრე­ზი­დენ­ტი­სა და ლი­ზას სა­ერ­თო შვილ­ზე, თით­ქოს კი­ევ­ში ბინა გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ შვი­ლიშ­ვილს გა­და­უ­ფორ­მა. თუმ­ცა მა­შინ ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დას არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

თე­ბერ­ვალ­ში უკ­რა­ი­ნულ­მა მე­დი­ამ გა­მა­ოქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­დაც წერ­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი იას­კოს და­შორ­და. "მან ორ­სუ­ლო­ბა მო­ი­გო­ნა. მი­შას და დე­და­მისს უთხრა, რომ ბავ­შვს ელო­დე­ბო­და. ამ­გვა­რად, აი­ძუ­ლა მას გა­და­ე­ღო ვი­დეო-აღი­ა­რე­ბა მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლამ­დე. რო­დე­საც გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდა, ვი­დეო თა­ვად გა­ა­სა­ჯა­რო­ვა" - გან­მარ­ტავს წყა­რო ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ახლო წრი­დან. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მას შემ­დეგ დას­რულ­და, რო­დე­საც გა­ირ­კვა, რომ მი­შას მთე­ლი ქო­ნე­ბა დე­დის სა­ხელ­ზე იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ასე­ვე, წყა­როს ცნო­ბით, იას­კო ეჭ­ვი­ა­ნობ­და მის პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვილ­ზე ელის-მა­რი­ა­ზე, სთხო­ვა ბავ­შვის სუ­რა­თე­ბი სა­კან­ში არ ჰქო­ნო­და გა­მო­ფე­ნი­ლი. ახლა, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ლი­ზას ის თით­ქმის არ ახ­სოვს,“ - წერ­და strana.news.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2021 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფა­რუ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს. ის ქვე­ყა­ნა­ში არ ყო­ფი­ლა მას შემ­დეგ, რაც მისი მე­ო­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა 2013 წელს დას­რულ­და.

პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად პო­ლი­ტი­კოს­მა რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ა­ცხა­და შიმ­ში­ლო­ბა და ამ­ტკი­ცებ­და, რომ ის პო­ლი­ტი­კუ­რი ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის, ოჯა­ხი­სა და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, შიმ­ში­ლო­ბი­სა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის შე­დე­გად პო­ლი­ტი­კო­სის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა და მას სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

ექ­სპერ­ზი­დენტს ოთხი შვი­ლი ჰყავს. ედუ­არ­დი და ნი­კო­ლო­ზი სან­დრა რუ­ლოვსთან ქორ­წი­ნე­ბა­ში შე­ე­ძი­ნა. ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი, სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის ლიზა იას­კოს­თან ქმნი­და ახალ ოჯახს, უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი სწო­რედ რა­დას დე­პუ­ტატ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას შე­ე­ძი­ნა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
1

უხ სააკიან!

ჰმმმმმმმმ...
4

აკი კვდებოდაო? ხან "ექსპერტები ჩამოჰყავდათ, ხან ლობისტებში ხარჯავდნენ მოპარულ მილიონებს, აქეთ ხაჭაპურიძე დარბოდა რომ სტრასბურგში შეეტანა საქმე და აღმოჩნდა რომ მშვენივრად ყოფილა ეს აფერისტი და თან საშინელი ლაჩარი. ქალები ამას არ აკლდა ციხეში და შვილებსაც აკეთებდა. იმ ქალებს კიდევ რა ვუთხარი ვინც ამ დორბლიანს აძლევდა. ნუთუ მართლა ყველაფერი ფულზე შეიძლება გაყიდო? სირცხვილი არ არის ასეთი არსება რომ საქართველოს პრეზიდენტი იყო? და ამდენი ხანი კურორტზე კოტრიალობს. ეს რა პატიმრობაა? ციხეში როდის უნდა გადაიყვანონ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"გოგონა 1 წლისაა, მას სახელი დედამ შეურჩია... მამას ჯერ არ უნახავს" - რა იციან ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის შვილზე ექსპრეზიდენტის გარემოცვაში?

"გოგონა 1 წლისაა, მას სახელი დედამ შეურჩია... მამას ჯერ არ უნახავს" - რა იციან ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის შვილზე ექსპრეზიდენტის გარემოცვაში?

რამდენიმე საათის წინ, უკრაინის რადას დეპუტატმა 32 წლის ლიზა იასკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დედა გახდა. ის მიანიშნებს, რომ მისი პირველი შვილის მამა, სავარაუდოდ, ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, 55 წლის მიხეილ სააკაშვილია.

ლიზა იასკომ დედობას მიუძღვნა "მგრძნობიარე პოსტი" "ინსტაგრამზე", სადაც ისაუბრა ბავშვის უკრაინულ ფესვებზე და მას მამის უკრაინული გაგრძელება უწოდა. იასკოს პოსტში არ დაუკონკრეტებია თუ როდის დაიბადა მისი შვილი, არც სქესი და არც ბავშვის სახელი უხსენებია. პერიოდულად მედიაში ვრცელდებოდა ფოტოები, რაც ლიზა იასკოს ორსულობას ადასტურებდა, თუმცა ამ თემაზე ღიად არცერთი მხარე არ საუბრობდა.

როგორც Ambebi.ge-ს ექსპრეზიდენტის გარემოცვიდან წყარო უყვება, მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილი 1 წლის არის, გოგონაა და მას ჟასმინი ჰქვია. სახელი გოგონას დედამ შეურჩია.

ჩვენი წყარო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მეოთხე შვილს ჯერჯერობით არ იცნობს. რამდენიმე თვის წინ, სანამ ლიზა იასკო ოფიციალურად დაადასტურებდა შვილის შესახებ ინფორმაციას, წყარო გვიყვებოდა, რომ მათი გოგონა ძალიან ჰგავდა ბაბუას, ლიზას მამას, ოლექსეი იასკოს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედია იასკოს სავარაუდო ორსულობის შესახებ, ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში წერდა, თუმცა იქვე აკონკრეტებდნენ, რომ ქალს მუცელი არ ეტყობოდა. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი 5 თვის დაკავებული იყო. რამდენიმე თვეში ტელეკომპანია „იმედმა“ სიუჟეტი მოამზადა ექსპრეზიდენტისა და ლიზას საერთო შვილზე, თითქოს კიევში ბინა გიული ალასანიამ შვილიშვილს გადაუფორმა. თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია სააკაშვილის დედას არ დაუდასტურებია.

თებერვალში უკრაინულმა მედიამ გამაოქვეყნა სტატია, სადაც წერდა, რომ სააკაშვილი იასკოს დაშორდა. "მან ორსულობა მოიგონა. მიშას და დედამისს უთხრა, რომ ბავშვს ელოდებოდა. ამგვარად, აიძულა მას გადაეღო ვიდეო-აღიარება მათი ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის საქართველოში წასვლამდე. როდესაც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, ვიდეო თავად გაასაჯაროვა" - განმარტავს წყარო ექსპრეზიდენტის ახლო წრიდან. მათი ურთიერთობა მას შემდეგ დასრულდა, როდესაც გაირკვა, რომ მიშას მთელი ქონება დედის სახელზე იყო რეგისტრირებული. ასევე, წყაროს ცნობით, იასკო ეჭვიანობდა მის პატარა ქალიშვილზე ელის-მარიაზე, სთხოვა ბავშვის სურათები საკანში არ ჰქონოდა გამოფენილი. ახლა, როცა სააკაშვილი ციხეში მძიმე მდგომარეობაშია, ლიზას ის თითქმის არ ახსოვს,“ - წერდა strana.news.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოში ფარულად დაბრუნების შემდეგ დააკავეს. ის ქვეყანაში არ ყოფილა მას შემდეგ, რაც მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს დასრულდა.

პროტესტის ნიშნად პოლიტიკოსმა რამდენჯერმე გამოაცხადა შიმშილობა და ამტკიცებდა, რომ ის პოლიტიკური ბრალდებით დააკავეს. სააკაშვილის ადვოკატების, ოჯახისა და მხარდამჭერების განცხადებით, შიმშილობისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.

ექსპერზიდენტს ოთხი შვილი ჰყავს. ედუარდი და ნიკოლოზი სანდრა რულოვსთან ქორწინებაში შეეძინა. ელის მარია სააკაშვილი, სოფო ნიჟარაძესთან ურთიერთობისას. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ლიზა იასკოსთან ქმნიდა ახალ ოჯახს, უმცროსი ქალიშვილი სწორედ რადას დეპუტატთან თანაცხოვრებისას შეეძინა.

წაიკითხეთ ასევე: