მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოვიყენოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გატარებული დრო ნაყოფიერად
როგორ გამოვიყენოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გატარებული დრო ნაყოფიერად

ოდეს­ღაც, ქუ­ჩის მა­ღა­ზი­ებ­ში ჯი­ბის წიგ­ნე­ბი გა­მოჩ­ნდა, რო­გორც ბი­უ­ჯე­ტუ­რი, ექ­ვსგრო­ში­ა­ნი გა­მო­ცე­მე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად, ჯი­ბის ფორ­მატ­მა წიგ­ნე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­და, შემ­დეგ კი, სა­ტა­რებ­ლად კომ­ფორ­ტუ­ლი ზო­მის წყა­ლო­ბით, შე­სა­ნიშ­ნავ ალ­ტერ­ნა­ტი­ვად იქცა, უფრო ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და „მძი­მე კო­ლე­გე­ბის­თვის“.

ჯი­ბის წიგ­ნე­ბი მსუ­ბუ­ქი და კომ­პაქ­ტუ­რია. ის შე­გიძ­ლი­ათ ყველ­გან თან ატა­როთ, რად­გან მი­ნი­მა­ლურ ად­გილს იკა­ვებს ჩან­თა­ში. გარ­და ამი­სა, ჯი­ბის წიგ­ნე­ბი შე­სა­ნიშ­ნავ მეგ­ზუ­რო­ბას გა­გი­წევთ ტრან­სპორ­ტში მგზავ­რო­ბი­სას, ან თუნ­დაც სკვერ­ში სე­ირ­ნო­ბი­სას.

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მგზავ­რო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ დიდ დროს და ენერ­გი­ას გვარ­თმევს. ხში­რად, სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლამ­დე (და პი­რი­ქით) მი­სას­ვლე­ლად, მი­ნი­მუმ ერთი სა­ა­თი გვე­ხარ­ჯე­ბა, პი­კის სა­ა­თებ­ში. ამ დროს გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ დრო უსას­რუ­ლოდ იწე­ლე­ბა, რას საკ­მა­ოდ სტრე­სუ­ლია ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის­თვის. - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო ნა­ყო­ფი­ე­რად? - თუ ტრან­სპორ­ტში, თქვენს მახ­ლობ­ლად ად­გი­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა, გემ­რი­ე­ლად მო­კა­ლათ­დით, ჩვენ თქვენ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ჯი­ბის წიგ­ნე­ბი შე­ვარ­ჩი­ეთ!

დე­ტექ­ტი­ვი სწო­რედ ის ჟან­რია, რო­მე­ლიც სი­უ­ჟეტ­ში ბო­ლომ­დე გით­რევს და ტვინს ეხ­მა­რე­ბა, აქ­ტი­უ­რი იყოს. დე­ტექ­ტი­ვი სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჯე­ტის გარ­და, ტვი­ნის­თვის ერ­თგვა­რი სა­ვარ­ჯი­შო­ცაა. აქ­ტი­ურ­დე­ბა კონ­ცენ­ტრა­ცია, მეხ­სი­ე­რე­ბა, საგ­ნე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბის და ანა­ლი­ზის უნა­რი. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის ჯი­ბის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სე­რი­ას სამი ახა­ლი წიგ­ნი შე­ე­მა­ტა, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რია, რა­საც დე­ტექ­ტი­ვის­გან უნდა ელო­დოთ, მკვლე­ლო­ბა, გა­მო­ძი­ე­ბა, ბო­როტ­მოქ­მედ­თა მხი­ლე­ბა, ერთი შე­ხედ­ვით ამო­უხ­სნე­ლი და ჩახ­ლარ­თუ­ლი ამ­ბე­ბი.

დო­რო­თი ლ. სე­ი­ერ­სი „არა­ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლი“

ინ­გლი­სელ­მა მწე­რალ­მა, დრა­მა­ტურ­გმა და მთარ­გმნელ­მა დო­რო­თი ლი სე­ი­ერ­სმა (1893-1957) დე­ტექ­ტი­უ­რი რო­მა­ნე­ბით გა­ით­ქვა სა­ხე­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი ამ ჟან­რის ერთ-ერთ კლა­სი­კო­სად. სე­ი­ერ­სის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟია გამ­ჭრი­ა­ხი არის­ტოკ­რა­ტი მა­ძე­ბა­რი ლორ­დი პი­ტერ უიმ­ზი, რო­მე­ლიც ავ­ტო­რის არა­ერთ რო­მან­სა და მო­თხრო­ბა­თა კრე­ბულ­ში გვევ­ლი­ნე­ბა. ლორ­დი „არა­ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლის“ მთა­ვა­რი გმი­რი­ცაა.

ფა­ბუ­ლა: უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ხან­დაზ­მუ­ლი ლედი აგა­თა დო­უსო­ნის სიკ­ვდილ­ში, ერთი შე­ხედ­ვით, სა­ეჭ­ვო არა­ფე­რია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ლორდ პი­ტერ უიმ­ზის მა­ინც ეჭვი ღრღნის. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ტყე­ში ქალ­ბა­ტო­ნის მო­ახ­ლე ბერ­ტას გვამს პო­უ­ლო­ბენ. იდუ­მა­ლი ამ­ბე­ბი აშ­კა­რად გარ­დაც­ვლი­ლის ქო­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა აგ­ა­თას ერ­თა­დერ­თი მემ­კვიდ­რე ჰყავს ახალ­გაზ­რდა ნა­თე­სა­ვი მერი უი­ტა­კე­რი.მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჰო­რი­ზონტზე ლე­დის შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვი, ხელ­მოკ­ლე მღვდე­ლი ალი­ლუ­ია დო­უსო­ნიც ჩნდე­ბა...ამა­სო­ბა­ში ერთ მკვლე­ლო­ბას მე­ო­რე მოჰ­ყვე­ბა. ლორ­დი უიმ­ზი რთუ­ლი ამო­ცა­ნის წი­ნა­შე დგას მო­ას­წროს კვან­ძის გახ­სნა,ვიდ­რე მსხვერ­პლთა რი­ცხვი სა­მამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

როს მაკ­დო­ნალ­დი „შიში“

როს მაკ­დო­ნალ­დი (1915-1983) მწე­რალ კე­ნეთ მი­ლა­რის ფსევ­დო­ნი­მია, ის სან-ფრან­ცის­კო­ში (აშშ) და­ი­ბა­და, ბავ­შვო­ბა ვან­კუ­ვერ­ში (კა­ნა­და) გა­ა­ტა­რა. პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი 1944 წელს გა­მოს­ცა. მი­ლა­რი ამე­რი­კის დე­ტექ­ტი­ვე­ბის მწე­რალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტი გახ­ლდათ.

ფა­ბუ­ლა: ოთხმა­გი მკვლე­ლო­ბა. ოთხი გარ­დაც­ვლი­ლი. პირ­ველ მსხვერ­პლს და­ნარ­ჩე­ნე­ბის­გან წლე­ბი აშო­რებს, მაგ­რამ მკვლე­ლო­ბა ერთი პი­როვ­ნე­ბის ხე­ლით ხდე­ბა. მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბას რამ­დე­ნიც უნდა ეცა­დოთ ვერ გა­მოთ­ვლით, მხო­ლოდ ბოლო გვერ­დზე ამო­ი­კი­თხავთ და გა­ოც­დე­ბით.

ნაიო მარ­ში „მკვლე­ლო, სცე­ნა­ზე!“

ნაიო მარ­ში 1895 წელს და­ი­ბა­და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის სამ­ხრეთ­ში, კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე ქა­ლაქ კრა­ისტჩერჩში. პირ­ვე­ლი დე­ტექ­ტი­უ­რი რო­მა­ნი 1932 წელს და­წე­რა და მას­ში გა­მოჩ­ნდა მწერ­ლის 42-ვე რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი - ინ­სპექ­ტო­რი რო­დე­რიკ ალე­ი­ნი.

ფა­ბუ­ლა: "„მარ­ტორ­ქას“ თე­ატ­რის ახა­ლი სპექ­ტაკ­ლის სცე­ნა­რი ვარ­სკვლა­ვის საგ­რი­მი­ო­რო­ში უჩ­ვე­უ­ლო კინ­კლა­ო­ბა­ში გა­და­იზ­რდე­ბა, თვით სპექ­ტაკლსა და სი­ნამ­დვი­ლეს შო­რის კი ზღვა­რი იშ­ლე­ბა, რო­დე­საც სიმ­პა­თი­უ­რი ფე­ლიქს გარ­დე­ნე­რი თა­ვის აღელ­ვე­ბულ მე­ტო­ქეს, არ­თურ სურ­ბო­ნა­დი­ეს, იმ რე­ვოლ­ვე­რით კლავს, თა­ვად არ­თურ­მა რომ და­ტე­ნა ფუჭი ვაზ­ნე­ბით, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად ფუჭი ვაზ­ნე­ბით და­ტე­ნა არ­თურ­მა რე­ვოლ­ვე­რი? რო­გორ მოხ­ვდა ნამ­დვი­ლი ვაზ­ნა თე­ატ­რის რეკ­ვი­ზი­ტად ქცე­ულ რე­ვოლ­ვერ­ში? ჩახ­ლარ­თულ საქ­მე­ში ინ­სპექ­ტორ­მა რო­დე­რიკ ალე­ინ­მა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოს მკვლე­ლი, რო­მე­ლიც ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის ჯო­ჯო­ხე­თუ­რად ჭკვი­ა­ნუ­რი და­გეგ­მვის­თვის „ოს­კარს“ იმ­სა­ხუ­რებს"

ჯი­ბის დე­ტექ­ტი­ვე­ბი მეგ­ზუ­რო­ბას გა­გი­წევთ ყველ­გან, სა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბის კი­თხვა მო­გინ­დე­ბათ.

წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ "ბიბ­ლუ­სის“ ფი­ლი­ა­ლებ­ში ან "პა­ლიტ­რა L-ის" სა­იტ­ზე სა­კუ­რი­ე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბით: https://bit.ly/3Lq5vES

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ გამოვიყენოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გატარებული დრო ნაყოფიერად

როგორ გამოვიყენოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გატარებული დრო ნაყოფიერად

ოდესღაც, ქუჩის მაღაზიებში ჯიბის წიგნები გამოჩნდა, როგორც ბიუჯეტური, ექვსგროშიანი გამოცემები. თავდაპირველად, ჯიბის ფორმატმა წიგნები ხელმისაწვდომი გახადა, შემდეგ კი, სატარებლად კომფორტული ზომის წყალობით, შესანიშნავ ალტერნატივად იქცა, უფრო ძვირადღირებული და „მძიმე კოლეგებისთვის“.

ჯიბის წიგნები მსუბუქი და კომპაქტურია. ის შეგიძლიათ ყველგან თან ატაროთ, რადგან მინიმალურ ადგილს იკავებს ჩანთაში. გარდა ამისა, ჯიბის წიგნები შესანიშნავ მეგზურობას გაგიწევთ ტრანსპორტში მგზავრობისას, ან თუნდაც სკვერში სეირნობისას.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას გვართმევს. ხშირად, სამსახურიდან სახლამდე (და პირიქით) მისასვლელად, მინიმუმ ერთი საათი გვეხარჯება, პიკის საათებში. ამ დროს გეჩვენება, რომ დრო უსასრულოდ იწელება, რას საკმაოდ სტრესულია ნერვული სისტემისთვის. - როგორ შეიძლება გამოვიყენოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გატარებული დრო ნაყოფიერად? - თუ ტრანსპორტში, თქვენს მახლობლად ადგილი გათავისუფლდა, გემრიელად მოკალათდით, ჩვენ თქვენთვის ძალიან საინტერესო ჯიბის წიგნები შევარჩიეთ!

დეტექტივი სწორედ ის ჟანრია, რომელიც სიუჟეტში ბოლომდე გითრევს და ტვინს ეხმარება, აქტიური იყოს. დეტექტივი საინტერესო სიუჯეტის გარდა, ტვინისთვის ერთგვარი სავარჯიშოცაა. აქტიურდება კონცენტრაცია, მეხსიერება, საგნების ერთმანეთთან დაკავშირების და ანალიზის უნარი. გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ჯიბის დეტექტივების სერიას სამი ახალი წიგნი შეემატა, სადაც ყველაფერია, რასაც დეტექტივისგან უნდა ელოდოთ, მკვლელობა, გამოძიება, ბოროტმოქმედთა მხილება, ერთი შეხედვით ამოუხსნელი და ჩახლართული ამბები.

დოროთი ლ. სეიერსი „არაბუნებრივი სიკვდილი“

ინგლისელმა მწერალმა, დრამატურგმა და მთარგმნელმა დოროთი ლი სეიერსმა (1893-1957) დეტექტიური რომანებით გაითქვა სახელი და სამართლიანადაა აღიარებული ამ ჟანრის ერთ-ერთ კლასიკოსად. სეიერსის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია გამჭრიახი არისტოკრატი მაძებარი ლორდი პიტერ უიმზი, რომელიც ავტორის არაერთ რომანსა და მოთხრობათა კრებულში გვევლინება. ლორდი „არაბუნებრივი სიკვდილის“ მთავარი გმირიცაა.

ფაბულა: უკურნებელი სენით დაავადებული ხანდაზმული ლედი აგათა დოუსონის სიკვდილში, ერთი შეხედვით, საეჭვო არაფერია. მიუხედავად ამისა, ლორდ პიტერ უიმზის მაინც ეჭვი ღრღნის. რამდენიმე დღის შემდეგ, ტყეში ქალბატონის მოახლე ბერტას გვამს პოულობენ. იდუმალი ამბები აშკარად გარდაცვლილის ქონებას უკავშირდება, თუმცა აგათას ერთადერთი მემკვიდრე ჰყავს ახალგაზრდა ნათესავი მერი უიტაკერი.მაგრამ მოულოდნელად ჰორიზონტზე ლედის შორეული ნათესავი, ხელმოკლე მღვდელი ალილუია დოუსონიც ჩნდება...ამასობაში ერთ მკვლელობას მეორე მოჰყვება. ლორდი უიმზი რთული ამოცანის წინაშე დგას მოასწროს კვანძის გახსნა,ვიდრე მსხვერპლთა რიცხვი სამამდე გაიზრდება.

როს მაკდონალდი „შიში“

როს მაკდონალდი (1915-1983) მწერალ კენეთ მილარის ფსევდონიმია, ის სან-ფრანცისკოში (აშშ) დაიბადა, ბავშვობა ვანკუვერში (კანადა) გაატარა. პირველი ნაწარმოები 1944 წელს გამოსცა. მილარი ამერიკის დეტექტივების მწერალთა საზოგადოების პრეზიდენტი გახლდათ.

ფაბულა: ოთხმაგი მკვლელობა. ოთხი გარდაცვლილი. პირველ მსხვერპლს დანარჩენებისგან წლები აშორებს, მაგრამ მკვლელობა ერთი პიროვნების ხელით ხდება. მკვლელის ვინაობას რამდენიც უნდა ეცადოთ ვერ გამოთვლით, მხოლოდ ბოლო გვერდზე ამოიკითხავთ და გაოცდებით.

ნაიო მარში „მკვლელო, სცენაზე!“

ნაიო მარში 1895 წელს დაიბადა ახალი ზელანდიის სამხრეთში, კუნძულზე მდებარე ქალაქ კრაისტჩერჩში. პირველი დეტექტიური რომანი 1932 წელს დაწერა და მასში გამოჩნდა მწერლის 42-ვე რომანის მთავარი გმირი - ინსპექტორი როდერიკ ალეინი.

ფაბულა: "„მარტორქას“ თეატრის ახალი სპექტაკლის სცენარი ვარსკვლავის საგრიმიოროში უჩვეულო კინკლაობაში გადაიზრდება, თვით სპექტაკლსა და სინამდვილეს შორის კი ზღვარი იშლება, როდესაც სიმპათიური ფელიქს გარდენერი თავის აღელვებულ მეტოქეს, ართურ სურბონადიეს, იმ რევოლვერით კლავს, თავად ართურმა რომ დატენა ფუჭი ვაზნებით, მაგრამ ნამდვილად ფუჭი ვაზნებით დატენა ართურმა რევოლვერი? როგორ მოხვდა ნამდვილი ვაზნა თეატრის რეკვიზიტად ქცეულ რევოლვერში? ჩახლართულ საქმეში ინსპექტორმა როდერიკ ალეინმა უნდა გამოავლინოს მკვლელი, რომელიც ბოროტმოქმედების ჯოჯოხეთურად ჭკვიანური დაგეგმვისთვის „ოსკარს“ იმსახურებს"

ჯიბის დეტექტივები მეგზურობას გაგიწევთ ყველგან, სადაც საინტერესო ამბების კითხვა მოგინდებათ.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ ,,ბიბლუსის“ ფილიალებში ან ,,პალიტრა L-ის" საიტზე საკურიერო მომსახურებით: https://bit.ly/3Lq5vES

R