"სუფთა ჰაერივით იგრძნობა, რომ საბოლოოდ საქართველოს მაღალი თანამდებობის წარმომადგენელს მოუსმინო, რომელიც ქართველების 90%-ის ევროპულ სურვილს წარმოადგენს, - ასე გამოეხმაურა “ტვიტერის” პირად გვერდზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას. სწორედ ამ კომენტარს აზიარებს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და წერს:
"ნიკო ნიკოლაძის კარმული ვალი აქვს სალომე ზურაბიშვილს. ვალი უნდა გადაიხადოს, თორემ მსოფლიოს ყველა რელიგიის ენაზე და ამავდროულად და აწ უკვე ძველქართულად რომ ვთქვა - "დაერხევა" ცაშიც და მიწაზეც. მას თავისი ცხოვრების მთავარი ამოცანის აღსრულებაში და გზიდან არ აცდენაში უნდა დაეხმაროს ყველა. საერთოდაც ვფიქრობ, ამ მოკლე ხანში, ქვეყნის მიზნისკენ სავალ გზაზე (ჰაივეია თან, სისწრაფის დაგდება არ შეიძლება) უფრო მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა ვერ აღმოცენდება, ვინც ისტორიული მომენტის კარიბჭესთან დგას, აღჭურვილი თანაც - უმაღლესი ტრიბუნა, კონტაქტები და თანამდებობრივი პოზიცია. ხოდა ახლა თუ ოპოზიციისთვისაც ნამდვილად მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, მის გარშემო უნდა მოგროვდნენ და ეს გოლი გაიტანოს ყველამ ერთად. "დაივიწყეთ პირადი წყენები" - რომ აკერიათ "ნაცებს" პირზე და "პირად წყენებს" ეძახიან უმძიმესი შედეგებით დასრულებულ კრიმინალსაც და სისტემურ დანაშაულსაც, სცადონ ახლა და დაივიწყონ პირადი წყენები ამ ერთხელ და იმუშაონ ქვეყნის სინათლეში გასაყვანად. ისმინე კრამონის მესიჯი სწავლის მძებნელო."კაი ხალხი ხართ და მთავრობის ჩარევის გარეშე გაჩუქებთ სტატუსს" - ეს რომ ასე არ ხდება, კი იცით მშვენივრად, ჰოდა, რაც მშვენივრად იცით, მშვენივრადვე აღასრულეთ - ბოლოს და ბოლოს, ძლივს, მთავრობაში დასაყრდენი არსებობს".