სუფთა ჰაერივით იგრძნობა, რომ საბოლოოდ საქართველოს მაღალი თანამდებობის წარმომადგენელს მოუსმინო, რომელიც ქართველების 90%-ის ევროპულ სურვილს წარმოადგენს , - ამის ეხმაურება “ტვიტერის” პირად გვერდზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას.
მისი თქმით, ევროპარლამენტი დგას საქართველოს პრეზიდენტის და ქართველი ხალხის გვერდით.
"სუფთა ჰაერივითაა, ბოლოს და ბოლოს საქართველოს მაღალი თანამდებობის პირის მოსმენა, რომელიც ქართველების 90%-ის ევროპულ სურვილს წარმოადგენს. ძვირფასო პრეზიდენტო ზურაბიშვილო, ჩვენ ევროპარლამენტში მყარად ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის,” - წერს ფონ კრამონი.
სუფთა ჰაერი თუ გაკლიათ აბასთუმანში ადი ვიოლა
გადაირევი კაცი 90 ათი არა 190ათი თქვენ შეაზიზღეთ თავი ქართველებს თქვენი ფარისევლური პოლიტიკით.წინდები სად წაიღე დეიდა დროშებ მოხატული ჰაა?