მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა... სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი" - რას ჰყვება სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე მეგობარი?
"კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა... სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი" - რას ჰყვება სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე მეგობარი?

მსა­ხი­ო­ბი და სპორ­ტსმე­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი დღე-დღე­ზე სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა. რო­გორც მისი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვე­უბ­ნე­ბა, თურ­ქულ კლი­ნი­კას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ახლა მხო­ლოდ სამ­კურ­ნა­ლო თან­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბაა სა­ჭი­რო.

რო­გორც სოსო ჯაჭვლი­ა­ნის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა გვი­თხრა, სო­სოს მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძი­მე­ბუ­ლია, თუმ­ცა დღეს შე­და­რე­ბით უკე­თაა, ვი­ნა­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ დღეს პირ­ვე­ლად მი­ი­ღო და­მო­უ­კი­დებ­ლად საკ­ვე­ბი.

AMBEBI.GE სოსო ჯაჭვლი­ა­ნის მე­გო­ბარ პო­ლი­ტი­კოსს და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­საც და­უ­კავ­შირ­და.

"სო­სოს­თან ყო­ველ­დღი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მაქვს. თვე­ე­ბია, ქარ­თულ-გერ­მა­ნულ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს და დღეს შე­და­რე­ბით უკე­თაა, ვიდ­რე თვე­ე­ბის წინ იყო. სოსო ამ ხნის მან­ძილ­ზე სპე­ცი­ფი­კუ­რი ვი­ტა­მი­ნი­ზი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბით იკ­ვე­ბე­ბა, ისე­თით, რა­საც ორ­გა­ნიზ­მი აი­ტანს. თურ­ქულ მხა­რეს­თან, ფაქ­ტობ­რიბ­ვად, დას­რუ­ლე­ბუ­ლია მო­ლა­პა­რა­კე­ბა, გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ყვე­ლა კვლე­ვა, კატე, ანა­ლი­ზე­ბი, მას გა­ა­კე­თე­ბი­ნეს გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი, რათა უშუ­ა­ლოდ მოხ­დეს ჩა­რე­ვა იმ ად­გი­ლებ­ში, რაც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია (მთლი­ა­ნად ორ­გა­ნიზ­მის „და­ბომბვა“ რომ არ მოხ­დეს მკურ­ნა­ლო­ბით). სოსო დღე-დღე­ზე წავა თურ­ქეთ­ში და გა­აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას, რო­მე­ლიც, რო­გორც ეუბ­ნე­ბი­ან, 5 ეტა­პა­დაა და­ყო­ფი­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა ეტა­პის შემ­დეგ შე­ის­ვე­ნებს და როცა 5 ეტა­პი დას­რულ­დე­ბა, გა­და­უ­ღე­ბენ კა­ტეს, სა­დაც გა­მოჩ­ნდე­ბა რა ფორ­მით უნდა გაგ­რძელ­დეს მისი მკურ­ნა­ლო­ბა. იმე­დია, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა არ გახ­დე­ბა სა­ჭი­რო.

სო­სოს 4-5 თვეა, რაც მკურ­ნა­ლობს ქარ­თულ-გერ­მა­ნულ კლი­ნი­კა­ში. ადრე მას ჰქონ­და კუ­ჭის პრობ­ლე­მა და გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­კე­თა ოპე­რა­ცია, პრობ­ლე­მა აღარ არ­სე­ბობ­და, იკე­თებ­და კვლე­ვებს და არ­სად ჩან­და, რომ ამას გარ­თუ­ლე­ბა მოჰ­ყვა. 5 თვის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდა, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, სიმ­სივ­ნე აქვს. რაც მთა­ვა­რია, სოსო მხნედ და იმე­დი­ა­ნა­დაა, ექი­მე­ბის რჩე­ვა-და­რი­გე­ბებს იზი­ა­რებს და გან­წყო­ბი­ლია, ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლოს და სენი და­ა­მარ­ცხოს. ამ დროს გან­წყო­ბა­საც ხომ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ძალა აქვს. ახ­ლობ­ლე­ბი რი­თაც შეგ­ვიძ­ლია, გვერ­დით ვუდ­გა­ვართ.

მკურ­ნა­ლო­ბა საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - ზუს­ტად არა­ვინ იცის, მაგ­რამ, მკურ­ნა­ლო­ბას სა­დღაც 100-150 ათა­სი დო­ლა­რი სჭირ­დე­ბა. სო­სოს სა­ახ­ლობ­ლო ამო­უდ­გა გვერ­დში, თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს მის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში. და­ნარ­ჩე­ნი, კი­დევ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თან­ხე­ბია სა­ჭი­რო და იმე­დი გვაქვს, ესეც გა­მოჩ­ნდე­ბა. ახლა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დე­ნად დრო­უ­ლად მოხ­დე­ბა თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია. თა­ვი­დან მძი­მედ იყო, ჩა­კე­ტი­ლი, მაგ­რამ ამ დღე­ებ­ში შე­და­რე­ბით კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი გახ­და. მთა­ვა­რია, რო­გორც აი­მე­დე­ბენ, შე­დე­გი იქ­ნე­ბა და­დე­ბი­თი და მის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე აღარ და­ე­მუქ­რე­ბა. ექი­მე­ბი სო­სოს აი­მე­დე­ბენ, რომ ამ სენს და­ა­მარ­ცხებს და წლე­ბის მან­ძილ­ზე კარ­გად იქ­ნე­ბა, ჩვენც, მისი მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბიც ამას ვი­მე­დოვ­ნებთ, სო­სოს უფა­ლი და­ეხ­მა­რე­ბა".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახელი
0

სახელები კი დაირქვეს ამბიციური: ქართულ-გერმანული, ქართულ-ამერიკული და შიგნით ვინ მუშაობს ეგ არი საკითხავი.

 ოპერაციაც თავიდანვე იქ უნდა გაეკეთებინა...რას ქვია უცებ გამოჩნდა, დაკარგა კაცმა ოქროს დრო ..

 

Diiii
2

ღმერთო დაიფარე ყველა ავი სენისგან.რაც შესაძლებლობაა ჩავრიცხავდი.ვაი ვიში არაფერს უშველის.დახმარება ნაღდი ანგარიშით.ღმერთიცგაგახარებთ.ხვალ ჩვენ რა გველოდება კაცმა არიცის.დავუდგეთ რა ერთმანეთს გვერდით ასეთ დროს.გფარავდეთ უფალი.ბანკის ანგარიში დადეთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა... სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი" - რას ჰყვება სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე მეგობარი?

"კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა... სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი" - რას ჰყვება სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე მეგობარი?

მსახიობი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი დღე-დღეზე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრება. როგორც მისი ოჯახის ახლობელი გვეუბნება, თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკებები დასრულებულია, ახლა მხოლოდ სამკურნალო თანხის მობილიზებაა საჭირო.

როგორც სოსო ჯაჭვლიანის ოჯახის ახლობელმა გვითხრა, სოსოს მდგომარეობა დამძიმებულია, თუმცა დღეს შედარებით უკეთაა, ვინაიდან რამდენიმე დღის შემდეგ დღეს პირველად მიიღო დამოუკიდებლად საკვები.

AMBEBI.GE სოსო ჯაჭვლიანის მეგობარ პოლიტიკოსს დავით ლორთქიფანიძესაც დაუკავშირდა.

"სოსოსთან ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს. თვეებია, ქართულ-გერმანულ კლინიკაში მკურნალობს და დღეს შედარებით უკეთაა, ვიდრე თვეების წინ იყო. სოსო ამ ხნის მანძილზე სპეციფიკური ვიტამინიზირებული საკვებით იკვებება, ისეთით, რასაც ორგანიზმი აიტანს. თურქულ მხარესთან, ფაქტობრიბვად, დასრულებულია მოლაპარაკება, გადაგზავნილია ყველა კვლევა, კატე, ანალიზები, მას გააკეთებინეს გენეტიკური ანალიზი, რათა უშუალოდ მოხდეს ჩარევა იმ ადგილებში, რაც დაზიანებულია (მთლიანად ორგანიზმის „დაბომბვა“ რომ არ მოხდეს მკურნალობით). სოსო დღე-დღეზე წავა თურქეთში და გააგრძელებს მკურნალობას, რომელიც, როგორც ეუბნებიან, 5 ეტაპადაა დაყოფილი და დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მკურნალობის ყველა ეტაპის შემდეგ შეისვენებს და როცა 5 ეტაპი დასრულდება, გადაუღებენ კატეს, სადაც გამოჩნდება რა ფორმით უნდა გაგრძელდეს მისი მკურნალობა. იმედია, ქირურგიული ჩარევა არ გახდება საჭირო.

სოსოს 4-5 თვეა, რაც მკურნალობს ქართულ-გერმანულ კლინიკაში. ადრე მას ჰქონდა კუჭის პრობლემა და გერმანიაში გაიკეთა ოპერაცია, პრობლემა აღარ არსებობდა, იკეთებდა კვლევებს და არსად ჩანდა, რომ ამას გართულება მოჰყვა. 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ, სამწუხაროდ, სიმსივნე აქვს. რაც მთავარია, სოსო მხნედ და იმედიანადაა, ექიმების რჩევა-დარიგებებს იზიარებს და განწყობილია, ბოლომდე იბრძოლოს და სენი დაამარცხოს. ამ დროს განწყობასაც ხომ დიდი მნიშვნელობა და ძალა აქვს. ახლობლები რითაც შეგვიძლია, გვერდით ვუდგავართ.

მკურნალობა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული - ზუსტად არავინ იცის, მაგრამ, მკურნალობას სადღაც 100-150 ათასი დოლარი სჭირდება. სოსოს საახლობლო ამოუდგა გვერდში, თავისი წვლილი შეიტანეს მის გამოჯანმრთელებაში. დანარჩენი, კიდევ მნიშვნელოვანი თანხებია საჭირო და იმედი გვაქვს, ესეც გამოჩნდება. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დროულად მოხდება თანხების მობილიზაცია. თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი, მაგრამ ამ დღეებში შედარებით კომუნიკაბელური გახდა. მთავარია, როგორც აიმედებენ, შედეგი იქნება დადებითი და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება. ექიმები სოსოს აიმედებენ, რომ ამ სენს დაამარცხებს და წლების მანძილზე კარგად იქნება, ჩვენც, მისი მეგობრები და ახლობლებიც ამას ვიმედოვნებთ, სოსოს უფალი დაეხმარება".

წაიკითხეთ ასევე: