ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში ეხმაურება აჟიოტაჟს, რომელიც ერთ-ერთ ტელეპროექტში მის გამოჩენას მოჰყვა. მისი თქმით, ის ადამიანები, ვინც მასზე ქილიკოქებენ, "ნაძვის ხეზე ჩამოკიდებულ სათამაშოებს აგონებს".
"ადამიანები, რომლებიც სატელევიზიო პროექტში "ვ ი ნ ვ ი ნ ა რ ი ს" ჩემს მონაწილეობაზე ღვარძლიანად ქილიკებენ (ცოტანი, მაგრამ ასეთებიც არიან - ამქვეყნად ყველაფერში ცუდის დანახვაზე რომ დაოსტატდნენ), ძალიან მაცინებენ და, რატომღაც, ნაძვის ხეზე ჩამოკიდებულ სათამაშოებს მახსენებენ.
მადლობა ღმერთს, დიდი ხანია თავად ვწყვეტ, რა ვიფიქრო, რა ვთქვა და როგორ მოვიქცე - გაავებულ ხელმოცარულთა კონსულტაციები არ მჭირდება.
მასწავლებელი ვერავის მტერი ვერ იქნება, მაგრამ უფლებას დავიტოვებ, ასეთები მეტ-ნაკლებად დავივიწყო - მათზე ფიქრის დრო არ მაქვს. შეიძლება თავად ვერც ხვდებოდეს, მაგრამ მართლა ცოდვა და უბედურია ის ადამიანი, ვისაც მოყვასის ღიმილი აღიზიანებს" - წერს მურღულია.
ნახეთ ვიდეო:
არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ბ-ნი გიასი,მაგრამ ფრაზის" მასწავლებელი ვერავის მტერი ვერ იქნება" საპირისპიროდ გვაქვს ფაქტი,როდესაც საკმაოდ განათლებულმა,მცოდნე ლექტორმა ასეთივე ჭკვიანი და ინტელექტუალური სტუდენტი ახალგაზრდების ჯგუფი "გაიტაცა " საკუთარი ლექციებით ჩანერგვით საზღვარგარეთ და რაღაც სექტაში ჩაითრია. ზოგადად, განათლებული და წარმატებული ადამიანი უფრო საჭიროებს დაკვირვებას და სიფრთხილეს, სანამ არ დარწმუნდებით ,რომ ნამდვილად სიკეთეს ემსახურება და გულში სხვა ავი არ უდევს რამე. ასეთი თავსაც უკეთ დაიცავს საზოგადოებისაგან. საფუძველსმოკლებული არაა სიფრთხილე.
დიდი გამოწვევაა... ბრავო, ბატონო გია!