ავტორი:

მაშველი გიორგი გოგიჩაიშვილი, რომელმაც მდინარეში ჩავარდნილი მოზარდი სიკვდილისგან იხსნა, მედლით - “მამაცობისთვის“ დაჯილდოვდა - ნახეთ მოზარდის გადარჩენის კადრები

მაშველი გიორგი გოგიჩაიშვილი, რომელმაც მდინარეში ჩავარდნილი მოზარდი სიკვდილისგან იხსნა, მედლით - “მამაცობისთვის“ დაჯილდოვდა - ნახეთ მოზარდის გადარჩენის კადრები

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დააჯილდოვა.

სამინისტროს მედლით - "მამაცობისთვის“ დაჯილდოვდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფოთის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი - გიორგი გოგიჩაიშვილი. იგი 16 აპრილს, აღდგომას, მისთვის არასამუშაო დღეს, შეესწრო ფაქტს, თუ როგორ ითხოვდა, სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურაში საბანაოდ შესული მოზარდი შველას და ნაპირზე გამოყვანას. მან დაუყოვნებლივ შეცურა მდინარეში, მიუხედავად ძლიერი დინებისა, მოზარდი სანაპიროზე დროულად გამოიყვანა და დახრჩობას გადაარჩინა.

იხილეთ ასევე: