მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ საჭმელი არ გექცა წამლად, წამალი გექცევა საჭმელად
თუ საჭმელი არ გექცა წამლად, წამალი გექცევა საჭმელად

თუ საჭ­მე­ლი არ გექ­ცა წამ­ლად, წა­მა­ლი გექ­ცე­ვა საჭ­მე­ლად - ისე არას­დროს ყო­ფი­ლა ეს ფრა­ზა გა­მარ­თლე­ბუ­ლი, რო­გორც დღე­ვან­დე­ლო­ბა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის და მის­მა შემ­დგომ­მა პე­რი­ოდ­მა ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხა, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა, რომ­ლის სიძ­ლი­ე­რე­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რი და ჯან­მრთე­ლი კვე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს..

ყვე­ლა­ფე­რი, რაც გემ­რი­ე­ლია შე­იძ­ლე­ბა არ იყოს ჯან­მრთე­ლი, თუმ­ცა გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი სწო­რედ ჯან­მრთე­ლი სო­უ­სე­ბით იქ­მნე­ბა­ხოლ­მე. დღეს მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცია არა­მარ­ტო „სწო­რი კვე­ბაა“ არა­მედ ის, თუ რას რა დროს და რას­თან მი­ვირ­თმევთ. რას იყე­ნებ­და ჩვე­ნი წი­ნა­პა­რი სო­უ­სად? გვქონ­და თუ არა სო­უ­სე­ბის ტრა­დი­ცია? აღ­მოჩ­ნდა, რომ არც სო­უ­სი და არც კრემ ყვე­ლი ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის­თვის უცხო ხილი არ იყო... გა­წუ­რუ­ლი მა­წო­ნი - პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც სა­მეგ­რე­ლო­ში დღემ­დე იყე­ნე­ბენ ღომ­თან ერ­თად. რათ­ქმა­უნ­და დღეს მისი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბი არ­სე­ბობს, მა­ნამ­დე, კი მეგ­რე­ლე­ბი მას გუ­და­ში აჯი­კას­თან ერ­თად წუ­რავ­დნენ.

კრემ ყვე­ლი - არც უმი­სო­ბას უჩი­ო­და ქარ­თვე­ლი, რათ­ქმა­უნ­და არა ამ სა­ხელ­წო­დე­ბით, თუმ­ცა სწო­რედ გა­წუ­რუ­ლი მაწ­ვნის­გან , უფრო ხან­გრძლი­ვი დრო­ით გა­წურ­ვით იღებ­და ქარ­თვე­ლი მა­სას, რო­მელ­საც შემ­დეგ ჩა­რო­ზე­ბის­თვის იყე­ნებ­და. გა­წუ­რუ­ლი მაწ­ვნის­გან ამ­ზა­დებ­დნენ აჭა­რის ალ­პურ ზო­ნა­ში კა­რაქს, სა­დაც ზო­გი­ერთ ოჯახ­ში დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი ეს ტრა­დი­ცია.

მზა ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის არ­სე­ბო­ბამ ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო ბევ­რად გა­ა­ღა­რი­ბა ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით მდი­და­რი საკ­ვე­ბი­სა­გან, თუმ­ცა უკვე ბევრ ქარ­თულ რეს­ტო­რან­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია შეხ­ვდეთ მაწ­ვნი­სა­გან მომ­ზა­დე­ბულ, რო­გორც ძი­რი­თად კერ­ძებს, ისე სო­უ­სებ­სა და დე­სერ­ტებს, რაც რათ­ქმა­უნ­და იმ კრე­ა­ტი­უ­ლი შე­ფე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა, რომ­ლებ­მაც ძვე­ლი ქარ­თუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი გა­ა­ცო­ცხლეს და უფრო გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნეს.

რა უნი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნუ­რი და შე­მად­გენ­ლო­ბი­თი თვი­სე­ბა აქვს გა­წუ­რულ მა­წონს და რა­ტომ იყე­ნე­ბენ მას შე­ფე­ბი ამ­დე­ნი სა­ხე­ო­ბის კერ­ძის მო­სამ­ზა­დებ­ლად? და­ვი­წყოთ იმით, რომ მა­წო­ნი კავ­კა­სი­ელ­თა დღეგ­რძე­ლო­ბის წყა­როდ ით­ვლე­ბო­და. ეს რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტი თა­ვი­სი ბი­ფი­დო და ლაქ­ტო­ბაქ­ტე­რი­ე­ბის წყა­ლო­ბით ჩვე­ნი კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს, ასე­ვე უამ­რა­ვი მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტის შე­წო­ვას უწყობს ხელს. ხში­რად ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი მაწ­ვნის შე­ჭა­მან­დებს ავა­დო­ბი­სას, ასე­ვე ცხე­ლე­ბის დროს რო­გორც წა­მალს იყე­ნებ­დნენ. გა­წუ­რუ­ლი მა­წო­ნი ასე­ვე სავ­სეა ყვე­ლა ამ სი­კე­თით, ოღონდ მაწ­ვნის­გან გან­სხვა­ვე­ბით მას აღარ აქვს სიმ­ჟა­ვე, სა­სი­ა­მოვ­ნო ნე­იტ­რა­ლუ­რი გე­მოს პრო­დუქ­ტია და მის­გან დგე­ბა , რო­გორც სიმ­ლა­შე­ე­ბი , ისე ტკბი­ლე­უ­ლო­ბა. გა­წუ­რუ­ლი მა­წო­ნი ორ­მა­გი ცი­ლაა, რო­მე­ლიც სხვა ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტი­ას­გან გან­სხვა­ვე­ბით უფრო ად­ვი­ლად მო­სა­ნე­ლე­ბე­ლი და და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლია. სწო­რედ ამი­ტომ თუნ­დაც ტკბი­ლის და­მა­ტე­ბით მის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მა­წო­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლი მი­სა­დევ­ნე­ბე­ლია აზი­ურ კულ­ტუ­რა­შიც, რაც იმით აიხ­სნე­ბა, რომ მათი ცხი­მი­ა­ნი კერ­ძე­ბის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად მა­წო­ნი ერთ ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტია. იმა­ვე პრინ­ცი­პით გა­მო­ი­ყე­ნა ქარ­თველ­მა გა­წუ­რუ­ლი მა­წო­ნი სო­უ­სა­დაც. მარ­თა­ლია ჩვე­ნი კერ­ძე­ბი მა­ინც ზო­მი­ე­რად ცხი­მი­ა­ნია, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა გე­მოს გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად და რთუ­ლი საკ­ვე­ბის მარ­ტი­ვად მო­სა­ნე­ლებ­ლად გა­წუ­რუ­ლი მაწ­ვნის მი­სა­დევ­ნე­ბე­ლი იდე­ა­ლურ პრო­დუქ­ტად იქცა.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ მცი­რე­ო­დე­ნი გა­წუ­რუ­ლი მაწ­ვნის მი­ღე­ბას სა­ა­თე­ბი, ან მთე­ლი დღეც კი სჭირ­დე­ბო­და. დღეს უკვე გვაქვს ეს პრო­დუქ­ტი მზა სა­ხით „სან­ტეს­გან“. შე­ჭა­მან­დე­ბი, სო­უ­სე­ბი, ჩა­რო­ზე­ბი, დღე­ვან­დე­ლი დე­სერ­ტე­ბი, უამ­რა­ვი კერ­ძი გა­წუ­რუ­ლი მაწ­ვნით... ვი­ნა­ი­დან სამ­ზა­რე­უ­ლოს არ გა­აჩ­ნია სა­ზღვრე­ბი და მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბი, აიღე სან­ტეს გა­წუ­რუ­ლი მა­წო­ნი , და­ზო­გე დრო და შექ­მე­ნი შენი კერ­ძი შენ­თვის და შენი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის...

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
(ბიზნესი) ქართულად
1

იცით რა მაინტერესებს რატომ იზრდება ზაფხულობით ფასები რძის ნაწარმზე?? (თუმცა მეც ვთქვია,,,რა--ეს ხომ საქართველოა>>> განუკითხავი (ბიზნესი))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თუ საჭმელი არ გექცა წამლად, წამალი გექცევა საჭმელად

თუ საჭმელი არ გექცა წამლად, წამალი გექცევა საჭმელად

თუ საჭმელი არ გექცა წამლად, წამალი გექცევა საჭმელად - ისე არასდროს ყოფილა ეს ფრაზა გამართლებული, როგორც დღევანდელობაში. განსაკუთრებით პანდემიის და მისმა შემდგომმა პერიოდმა ნათლად დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი იმუნური სისტემა, რომლის სიძლიერესაც ყველაზე მეტად სწორი და ჯანმრთელი კვება განაპირობებს..

ყველაფერი, რაც გემრიელია შეიძლება არ იყოს ჯანმრთელი, თუმცა გემრიელი კერძები სწორედ ჯანმრთელი სოუსებით იქმნებახოლმე. დღეს მსოფლიო ტენდენცია არამარტო „სწორი კვებაა“ არამედ ის, თუ რას რა დროს და რასთან მივირთმევთ. რას იყენებდა ჩვენი წინაპარი სოუსად? გვქონდა თუ არა სოუსების ტრადიცია? აღმოჩნდა, რომ არც სოუსი და არც კრემ ყველი ჩვენი წინაპრებისთვის უცხო ხილი არ იყო... გაწურული მაწონი - პროდუქტი, რომელსაც სამეგრელოში დღემდე იყენებენ ღომთან ერთად. რათქმაუნდა დღეს მისი გამარტივებული ვერსიები არსებობს, მანამდე, კი მეგრელები მას გუდაში აჯიკასთან ერთად წურავდნენ.

კრემ ყველი - არც უმისობას უჩიოდა ქართველი, რათქმაუნდა არა ამ სახელწოდებით, თუმცა სწორედ გაწურული მაწვნისგან , უფრო ხანგრძლივი დროით გაწურვით იღებდა ქართველი მასას, რომელსაც შემდეგ ჩაროზებისთვის იყენებდა. გაწურული მაწვნისგან ამზადებდნენ აჭარის ალპურ ზონაში კარაქს, სადაც ზოგიერთ ოჯახში დღემდეა შემორჩენილი ეს ტრადიცია.

მზა ნახევარფაბრიკატების არსებობამ ჩვენი სამზარეულო ბევრად გააღარიბა ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვებისაგან, თუმცა უკვე ბევრ ქართულ რესტორანში შესაძლებელია შეხვდეთ მაწვნისაგან მომზადებულ, როგორც ძირითად კერძებს, ისე სოუსებსა და დესერტებს, რაც რათქმაუნდა იმ კრეატიული შეფების დამსახურებაცაა, რომლებმაც ძველი ქართული რეცეპტები გააცოცხლეს და უფრო გაამრავალფეროვნეს.

რა უნიკალური გემოვნური და შემადგენლობითი თვისება აქვს გაწურულ მაწონს და რატომ იყენებენ მას შეფები ამდენი სახეობის კერძის მოსამზადებლად? დავიწყოთ იმით, რომ მაწონი კავკასიელთა დღეგრძელობის წყაროდ ითვლებოდა. ეს რძემჟავა პროდუქტი თავისი ბიფიდო და ლაქტობაქტერიების წყალობით ჩვენი კუჭნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს, ასევე უამრავი მიკროელემენტის შეწოვას უწყობს ხელს. ხშირად ჩვენი წინაპრები მაწვნის შეჭამანდებს ავადობისას, ასევე ცხელების დროს როგორც წამალს იყენებდნენ. გაწურული მაწონი ასევე სავსეა ყველა ამ სიკეთით, ოღონდ მაწვნისგან განსხვავებით მას აღარ აქვს სიმჟავე, სასიამოვნო ნეიტრალური გემოს პროდუქტია და მისგან დგება , როგორც სიმლაშეები , ისე ტკბილეულობა. გაწურული მაწონი ორმაგი ცილაა, რომელიც სხვა ცილოვანი პროდუქტიასგან განსხვავებით უფრო ადვილად მოსანელებელი და დაბალკალორიულია. სწორედ ამიტომ თუნდაც ტკბილის დამატებით მისგან მომზადებული კერძი დაბალკალორიულობით გამოირჩევა. მაწონი აუცილებელი მისადევნებელია აზიურ კულტურაშიც, რაც იმით აიხსნება, რომ მათი ცხიმიანი კერძების გასანეიტრალებლად მაწონი ერთ ერთი აუცილებელი პროდუქტია. იმავე პრინციპით გამოიყენა ქართველმა გაწურული მაწონი სოუსადაც. მართალია ჩვენი კერძები მაინც ზომიერად ცხიმიანია, თუმცა სხვადასხვა გემოს გასანეიტრალებლად და რთული საკვების მარტივად მოსანელებლად გაწურული მაწვნის მისადევნებელი იდეალურ პროდუქტად იქცა.

წლების განმავლობაში სულ მცირეოდენი გაწურული მაწვნის მიღებას საათები, ან მთელი დღეც კი სჭირდებოდა. დღეს უკვე გვაქვს ეს პროდუქტი მზა სახით „სანტესგან“. შეჭამანდები, სოუსები, ჩაროზები, დღევანდელი დესერტები, უამრავი კერძი გაწურული მაწვნით... ვინაიდან სამზარეულოს არ გააჩნია საზღვრები და მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოები, აიღე სანტეს გაწურული მაწონი , დაზოგე დრო და შექმენი შენი კერძი შენთვის და შენი საყვარელი ადამიანებისათვის...

R