ავტორი:

სამართალდამცველი, რომელმაც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, საქართველოს დროშა მიწიდან აიღო და აკოცა პოლიციელის დღეზე დაჯილდოვდა

სამართალდამცველი, რომელმაც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, საქართველოს დროშა მიწიდან აიღო და აკოცა პოლიციელის დღეზე დაჯილდოვდა

პოლიციელის დღეზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, "განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დაჯილდოვდა სამართალდამცველი, რომელმაც მარტში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, საქართველოს დროშა მიწიდან აიღო და აკოცა.

ეს სამართალდამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, პოლიციის ლეიტენანტი - იოსებ როსტიაშვილია.

დღეს პოლიციელის დღე აღინიშნება. საზეიმო ღონისძებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა 20-ზე მეტი თანამშრომელი დააჯილდოვა.