სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცობრიობის ისტორიაში პირველი ინტიმური კოცნა იმაზე ადრე ყოფილა, ვიდრე ვიცოდით - რას ჰყვებიან უძველესი მანუსკრიპტები და შეუწყო თუ არა ხელი ტუჩებში კოცნამ ეპიდემიებს?
კაცობრიობის ისტორიაში პირველი ინტიმური კოცნა იმაზე ადრე ყოფილა, ვიდრე ვიცოდით -  რას ჰყვებიან უძველესი მანუსკრიპტები და შეუწყო თუ არა ხელი ტუჩებში კოცნამ ეპიდემიებს?

"ჩემი ზედა ტუჩი სველ­დე­ბა, ქვე­და ტუჩი კი მი­კან­კა­ლებს! მე მას ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი, ვა­კო­ცებ", - ლურ­სმუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის ეს სუნ­თქვა­შემ­კვრე­ლი სტრი­ქო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამოტვიფ­რუ­ლია თი­ხის ფირ­ფი­ტა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 4000 წლის წი­ნან­დე­ლია, თუმ­ცა არ­ქე­ო­ლო­გი­ი­სა და დნმ-ის მი­ნიშ­ნე­ბე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­ცი­ლე­ბით დიდი ხნით ადრე კოც­ნიდ­ნენ, ვიდ­რე ამის შე­სა­ხებ წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან.

დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, კოც­ნის "სამ­შობ­ლოდ“ ინ­დო­ე­თი მი­იჩ­ნე­ო­და. მრა­ვა­ლი ნაშ­რო­მი მი­უ­თი­თებ­და, რომ ინ­ტი­მურ ამ­ბორს და­სა­ბა­მი ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე 326 წელს და­ე­დო.

თუმ­ცა, ახა­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნებ­მა ტუ­ჩებ­ში კოც­ნა ჯერ კი­დევ 4500 წლის წინ და­ი­წყეს - ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 1000 წლით ადრე, ვიდ­რე აქამ­დე იყო ცნო­ბი­ლი. ასე­ვე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ეს ტრა­დი­ცია სა­თა­ვეს ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან იღებს და არა სამ­ხრეთ აზი­ი­დან, რო­გორც დღემ­დე მი­იჩ­ნევ­დნენ.

მეც­ნი­ე­რე­ბი მი­ვიდ­ნენ დას­კვნამ­დე, რომ პირ­ვე­ლად ეს პრაქ­ტი­კა მდი­ნა­რე­ე­ბის, ტიგ­რო­სი­სა და ევრფრატს შო­რის, მე­სო­პო­ტა­მი­ის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ერა­ყი­სა და სი­რი­ის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს.

ადრე მი­იჩ­ნე­ო­და, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თმა­ნეთს ტუ­ჩებ­ში პირ­ვე­ლად ინ­დო­ეთ­ში, ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე 1500 წელს აკო­ცეს.

უახ­ლე­სი ვერ­სია კი ჟურ­ნალ­ში Science გა­მოქ­ვეყ­ნდა. ამის­კენ კი მეც­ნი­ე­რებს უძ­ვე­ლეს­მა მე­სო­პო­ტა­მი­ურ­მა მა­ნუს­კრიპ­ტებ­მა უბიძ­გა, რომ­ლე­ბიც ადრე სა­თა­ნა­დოდ შე­ფა­სე­ბუ­ლი არ იყო.

ინ­ტი­მუ­რი კოც­ნის ხსე­ნე­ბა პირ­ვე­ლად გვხვდე­ბა ძველ ტექ­სტებ­ში, რომ­ლე­ბიც ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე 2500 წლით თა­რიღ­დე­ბა.

კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, ტრო­ელს პანკ არ­ბო­ლის თქმით, ეს ტექ­სტე­ბი და­ი­წე­რა თი­ხის ფირ­ფი­ტებ­ზე, რო­მელ­თა­გან ათა­სო­ბით ერ­თე­უ­ლი დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

ნა­თე­სა­უ­რი ან მე­გობ­რუ­ლი კოც­ნის ტრა­დი­ცია ლო­ყა­ზე, შუბ­ლზე ან ხელ­ზე გა­ცი­ლე­ბით ადრე არ­სე­ბობ­და და ბევრ კულ­ტუ­რა­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. მაგ­რამ მხო­ლოდ მე­სო­პო­ტა­მი­ურ ტექ­სტებ­შია ნათ­ქვა­მი, რომ ასეთ კოც­ნას ძი­რი­თა­დად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ, მაგ­რამ ისი­ნი ასე­ვე დაშ­ვე­ბუ­ლი იყო რო­გორც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი კა­ცის ზრახ­ვე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა.

პრო­ფე­სორ არ­ბე­ლის თქმით, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ინ­ტი­მუ­რი კოც­ნა სწო­რედ მე­სო­პო­ტა­მი­ა­ში გაჩ­ნდა. ის სრუ­ლი­ად და­საშ­ვე­ბად მი­იჩ­ნევს, რომ ის სა­ი­დან­მე "გა­და­ი­ღეს“. უბ­რა­ლოდ, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გი­ო­ნის ად­გი­ლობ­რივ­მა მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა აღ­წე­რეს ის პირ­ვე­ლად.

"თი­ხის ეს ფი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მრავ­ლად არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი, აშ­კა­რა მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ ძველ დრო­ში კოც­ნა რო­მან­ტი­უ­ლი სი­ახ­ლო­ვის ნა­წი­ლად ით­ვლე­ბო­და. თუმ­ცა, მა­შინ­ვე არ­სე­ბობ­და კოც­ნა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო მე­გობ­რის­თვის ან ოჯა­ხის წევ­რის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი“,- ამ­ბობს ის.

  • იყო თუ არა კოც­ნა ბიძ­გი ეპი­დე­მი­ის­კენ?

კვლე­ვე­ბი ასე­ვე აჩ­ვე­ნებს, რომ ინ­ტი­მუ­რი კოც­ნის ტრა­დი­ცი­ამ შე­საძ­ლოა ჰერ­პე­სის ვირუ­სის ან დიფ­ტე­რი­ის გავ­რცე­ლე­ბას შე­უ­წყო ხელი. რად­გან პირ­ვე­ლი მა­სობ­რი­ვი შემ­თხვე­ვე­ბი ორი­ვე და­ა­ვა­დე­ბით სწო­რედ იმ პე­რი­ოდს ემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებ­მა ტუ­ჩებ­ში კოც­ნა ის­წავ­ლეს.

"სწო­რედ მე­სო­პო­ტა­მი­ი­დან არის სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­სტე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ახ­სე­ნებს და­ა­ვა­დე­ბას სიმპტო­მე­ბით, რომ­ლე­ბიც 1-ლი ტი­პის ვირუ­სის მსგავ­სია“, - ამ­ბობს დოქ­ტო­რი არ­ბო­ლი, რო­მე­ლიც უძ­ვე­ლეს მე­დი­ცი­ნა­შია სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი.

მისი კო­ლე­გის, დოქ­ტორ სოფი ლენდ რას­მუ­სე­ნის თქმით, ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი ძველ სამ­ყა­რო­ში ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრაქ­ტი­კის შე­სა­ხებ არა მხო­ლოდ ხელს უწყობს ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დის ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბის უკეთ წარ­მო­ჩე­ნას. ისი­ნი ასე­ვე გვაწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას პა­თო­გე­ნე­ბის გა­და­ცე­მის ად­რე­ულ მე­ქა­ნიზ­მებ­ზე, რაც თა­ვის მხრივ უძ­ვე­ლე­სი დნმ-ის შეს­წავ­ლა­ში ეხ­მა­რე­ბათ. წყა­რო

  • მო­ამ­ზა­და ეკა დარ­ჩი­აშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კონსერვატორი
9

ზასაობა ცოდვაა. მივბაძოთ ჩვენს ერთმორწმუნე ძმებს, ისინი არ ზასაობენ.

`
0

ბაბუას შვილიშვილი კოცნას ასწავლიდაო:)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

კაცობრიობის ისტორიაში პირველი ინტიმური კოცნა იმაზე ადრე ყოფილა, ვიდრე ვიცოდით - რას ჰყვებიან უძველესი მანუსკრიპტები და შეუწყო თუ არა ხელი ტუჩებში კოცნამ ეპიდემიებს?

კაცობრიობის ისტორიაში პირველი ინტიმური კოცნა იმაზე ადრე ყოფილა, ვიდრე ვიცოდით -  რას ჰყვებიან უძველესი მანუსკრიპტები და შეუწყო თუ არა ხელი ტუჩებში კოცნამ ეპიდემიებს?

"ჩემი ზედა ტუჩი სველდება, ქვედა ტუჩი კი მიკანკალებს! მე მას ჩავეხუტები, ვაკოცებ", - ლურსმული დამწერლობის ეს სუნთქვაშემკვრელი სტრიქონები, რომლებიც ამოტვიფრულია თიხის ფირფიტაზე, დაახლოებით 4000 წლის წინანდელია, თუმცა არქეოლოგიისა და დნმ-ის მინიშნებები ვარაუდობენ, რომ ადამიანები ერთმანეთს გაცილებით დიდი ხნით ადრე კოცნიდნენ, ვიდრე ამის შესახებ წერილობითი წყაროები გვიყვებიან.

დიდი ხნის განმავლობაში, კოცნის "სამშობლოდ“ ინდოეთი მიიჩნეოდა. მრავალი ნაშრომი მიუთითებდა, რომ ინტიმურ ამბორს დასაბამი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 326 წელს დაედო.

თუმცა, ახალი კვლევების თანახმად, ადამიანებმა ტუჩებში კოცნა ჯერ კიდევ 4500 წლის წინ დაიწყეს - ანუ დაახლოებით 1000 წლით ადრე, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. ასევე ცნობილი ხდება, რომ ეს ტრადიცია სათავეს ახლო აღმოსავლეთიდან იღებს და არა სამხრეთ აზიიდან, როგორც დღემდე მიიჩნევდნენ.

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პირველად ეს პრაქტიკა მდინარეების, ტიგროსისა და ევრფრატს შორის, მესოპოტამიის ტერიტორიებზე გაჩნდა, რომელიც ამჟამად ერაყისა და სირიის ნაწილს წარმოადგენს.

ადრე მიიჩნეოდა, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ტუჩებში პირველად ინდოეთში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წელს აკოცეს.

უახლესი ვერსია კი ჟურნალში Science გამოქვეყნდა. ამისკენ კი მეცნიერებს უძველესმა მესოპოტამიურმა მანუსკრიპტებმა უბიძგა, რომლებიც ადრე სათანადოდ შეფასებული არ იყო.

ინტიმური კოცნის ხსენება პირველად გვხვდება ძველ ტექსტებში, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500 წლით თარიღდება.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ტროელს პანკ არბოლის თქმით, ეს ტექსტები დაიწერა თიხის ფირფიტებზე, რომელთაგან ათასობით ერთეული დღემდეა შემორჩენილი.

ნათესაური ან მეგობრული კოცნის ტრადიცია ლოყაზე, შუბლზე ან ხელზე გაცილებით ადრე არსებობდა და ბევრ კულტურაში იყო გავრცელებული. მაგრამ მხოლოდ მესოპოტამიურ ტექსტებშია ნათქვამი, რომ ასეთ კოცნას ძირითადად დაქორწინებული წყვილები ასრულებდნენ, მაგრამ ისინი ასევე დაშვებული იყო როგორც შეყვარებული თავისუფალი კაცის ზრახვების დემონსტრირება.

პროფესორ არბელის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ინტიმური კოცნა სწორედ მესოპოტამიაში გაჩნდა. ის სრულიად დასაშვებად მიიჩნევს, რომ ის საიდანმე "გადაიღეს“. უბრალოდ, სწორედ აღნიშნული რეგიონის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აღწერეს ის პირველად.

"თიხის ეს ფილები, რომლებიც მრავლად არის შემორჩენილი, აშკარა მაგალითია იმისა, რომ ძველ დროში კოცნა რომანტიული სიახლოვის ნაწილად ითვლებოდა. თუმცა, მაშინვე არსებობდა კოცნა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო მეგობრისთვის ან ოჯახის წევრისთვის განკუთვნილი“,- ამბობს ის.

  • იყო თუ არა კოცნა ბიძგი ეპიდემიისკენ?

კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ინტიმური კოცნის ტრადიციამ შესაძლოა ჰერპესის ვირუსის ან დიფტერიის გავრცელებას შეუწყო ხელი. რადგან პირველი მასობრივი შემთხვევები ორივე დაავადებით სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ადამიანებმა ტუჩებში კოცნა ისწავლეს.

"სწორედ მესოპოტამიიდან არის სამედიცინო ტექსტების დიდი რაოდენობა, რომელიც ახსენებს დაავადებას სიმპტომებით, რომლებიც 1-ლი ტიპის ვირუსის მსგავსია“, - ამბობს დოქტორი არბოლი, რომელიც უძველეს მედიცინაშია სპეციალიზირებული.

მისი კოლეგის, დოქტორ სოფი ლენდ რასმუსენის თქმით, ახალი აღმოჩენები ძველ სამყაროში ინტიმური ურთიერთობების პრაქტიკის შესახებ არა მხოლოდ ხელს უწყობს ადრეული პერიოდის ისტორიული მოვლენებისა და სოციალური კავშირების უკეთ წარმოჩენას. ისინი ასევე გვაწვდიან ინფორმაციას პათოგენების გადაცემის ადრეულ მექანიზმებზე, რაც თავის მხრივ უძველესი დნმ-ის შესწავლაში ეხმარებათ. წყარო

  • მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა