მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალე ელექტროავტომობილების დასამუხტი "ხეები" გამოჩნდება - რომელ ქვეყანაში განთავდება თავდაპირველად ინოვაციური მოწყობილობები?
მალე ელექტროავტომობილების დასამუხტი "ხეები" გამოჩნდება - რომელ ქვეყანაში განთავდება თავდაპირველად ინოვაციური მოწყობილობები?

შე­საძ­ლოა, მალე, დიდი ბრი­ტა­ნე­თის ავ­ტო­სად­გო­მებ­სა და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში ლი­თო­ნის ხე­ე­ბი დად­გან, რომ­ლებ­საც მზის პა­ნე­ლე­ბი ექ­ნე­ბათ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ისი­ნი ელექტრო­ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ენერ­გი­ით და­მუხ­ტვის წყა­რო­ე­ბი იქ­ნე­ბა. სტრუქ­ტუ­რე­ბი მზის ენერ­გი­ას ნა­ნო­ფო­ტო­ე­ლექტრუ­ლი "ფოთ­ლე­ბის" მეშ­ვე­ო­ბით შე­აგ­რო­ვე­ბენ და მას ღე­რო­ში მო­თავ­სე­ბულ ბა­ტა­რე­ა­ში შე­ი­ნა­ხა­ვენ.

ხე­ე­ბი ბრი­ტა­ნულ­მა სტარ­ტაპ­მა, SolarBotanic Trees-მა ელექტრო­მან­ქა­ნე­ბის ენერ­გი­ით და­მუხ­ტვის წყა­როდ და­აპ­რო­ექ­ტა. კომ­პა­ნი­ამ მო­წყო­ბი­ლო­ბის ნა­ხე­ვარ­მას­შტა­ბი­ა­ნი პრო­ტო­ტი­პის შექ­მნა ახ­ლა­ხანს და­ას­რუ­ლა და ამ­ჟა­მად სრუ­ლი ზო­მის ვერ­სი­ის აწყო­ბა­სა და გა­მოც­დას გეგ­მავს. შემ­დეგ მისი კო­მერ­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბაც და­ი­წყე­ბა, რაც წლის ბო­ლოს­თვი­საა და­გეგ­მი­ლი.

"ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ით და­მუხ­ტვის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­ში­ნე­ლი დე­ფი­ცი­ტია, ამი­ტომ ვცდი­ლობთ ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პრო­ვა­ი­დე­რებ­თან ვი­მუ­შა­ოთ",- ამ­ბობს კრის შელი, SolarBotanic Trees-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი. ის დას­ძენს, რომ კომ­პა­ნი­ამ პირ­ვე­ლი 200 "ხის" და­სამ­ზა­დებ­ლად შეკ­ვე­თა უკვე მი­ი­ღო ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის დამ­ტე­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ერთ-ერთი მიმ­წო­დებ­ლის­გან, რო­მე­ლიც ხე­ე­ბის მთელ ევ­რო­პა­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბას გეგ­მავს.

  • თი­თო­ე­უ­ლი "ხე" აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე მო­მუ­შა­ვე ენერ­გი­ის შე­ნახ­ვის და მარ­თვის სის­ტე­მით, რო­მელ­საც შე­ეძ­ლე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მიკ­რო­ქ­სე­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად ხე­ე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან და­ა­კავ­ში­როს. ეს იმა­საც ნიშ­ნავს, რომ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, ხეს შე­ეძ­ლე­ბა ღა­მით, ან ზამ­თრის ბნელ დღე­ებ­ში და­მუხ­ტვა გა­ნაგ­რძოს.

შე­ლის სურს, რომ 2025 წლის­თვის წე­ლი­წად­ში მი­ნი­მუმ 1000 ხე აა­წყოს. კომ­პა­ნია პირ­ველ ხე­ებს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­ნა­თავ­სებს, შემ­დეგ კი ევ­რო­პა­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში გა­ნაგ­რძობს გა­ფარ­თო­ე­ბას.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

მალე ელექტროავტომობილების დასამუხტი "ხეები" გამოჩნდება - რომელ ქვეყანაში განთავდება თავდაპირველად ინოვაციური მოწყობილობები?

მალე ელექტროავტომობილების დასამუხტი "ხეები" გამოჩნდება - რომელ ქვეყანაში განთავდება თავდაპირველად ინოვაციური მოწყობილობები?

შესაძლოა, მალე, დიდი ბრიტანეთის ავტოსადგომებსა და სავაჭრო ცენტრებში ლითონის ხეები დადგან, რომლებსაც მზის პანელები ექნებათ დამონტაჟებული. ისინი ელექტროავტომობილების ენერგიით დამუხტვის წყაროები იქნება. სტრუქტურები მზის ენერგიას ნანოფოტოელექტრული "ფოთლების" მეშვეობით შეაგროვებენ და მას ღეროში მოთავსებულ ბატარეაში შეინახავენ.

ხეები ბრიტანულმა სტარტაპმა, SolarBotanic Trees-მა ელექტრომანქანების ენერგიით დამუხტვის წყაროდ დააპროექტა. კომპანიამ მოწყობილობის ნახევარმასშტაბიანი პროტოტიპის შექმნა ახლახანს დაასრულა და ამჟამად სრული ზომის ვერსიის აწყობასა და გამოცდას გეგმავს. შემდეგ მისი კომერციული წარმოებაც დაიწყება, რაც წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

"ქვეყანაში ელექტროენერგიით დამუხტვის ინფრასტრუქტურის საშინელი დეფიციტია, ამიტომ ვცდილობთ ელექტრომომარაგების ინფრასტრუქტურის პროვაიდერებთან ვიმუშაოთ",- ამბობს კრის შელი, SolarBotanic Trees-ის აღმასრულებელი დირექტორი. ის დასძენს, რომ კომპანიამ პირველი 200 "ხის" დასამზადებლად შეკვეთა უკვე მიიღო ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მიმწოდებლისგან, რომელიც ხეების მთელ ევროპაში გადანაწილებას გეგმავს.

  • თითოეული "ხე" აღჭურვილი იქნება ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ენერგიის შენახვის და მართვის სისტემით, რომელსაც შეეძლება ადგილობრივი მიკროქსელების შესაქმნელად ხეები ერთმანეთთან დააკავშიროს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ქსელის საშუალებით, ხეს შეეძლება ღამით, ან ზამთრის ბნელ დღეებში დამუხტვა განაგრძოს.

შელის სურს, რომ 2025 წლისთვის წელიწადში მინიმუმ 1000 ხე ააწყოს. კომპანია პირველ ხეებს დიდ ბრიტანეთში განათავსებს, შემდეგ კი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში განაგრძობს გაფართოებას.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა