"ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა, კაცობრიობის გადაშენება გამოიწვიოს", - ამის შესახებ გამაფრთხილებელ განცხადებას აქვეყნებენ ექსპერტები, მათ შორის, OpenAI-სა და და Google Deepmind-ის ხელმძღვანელები.
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამგვარი შიშები გადაჭარბებულია.
ChatGPT მწარმოებლის OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი, Google DeepMind-ის აღმასრულებელი დირექტორი დემის ჰასაბისი და Anthropic-ის წარმომადგენელი დარიო ამოდეი ამ განცხადებას მხარს უჭერენ და მასში გამოთქმულ მოსაზრებას იზიარებენ.
ჯეფრი ჰინტონმა, რომელსაც "ხელოვნური ინტელექტის“ ნათლიას უწოდებენ, რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა ხელოვნური ინტელექტისგან მომავალ საფრთხეებზე. ზემოთ აღნიშნულ განცხადებას ისიც იზიარებს და ეთანხმება.
წყარო: BBC
ნახეთ ასევე: