მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ვნახეთ გახარებული და ღიმილიანი ბავშვების სახეები" - "ნიკორა" რეგიონის სკოლების დახმარებას აგრძელებს
"ჩვენ ვნახეთ გახარებული და ღიმილიანი ბავშვების სახეები" - "ნიკორა" რეგიონის სკოლების დახმარებას აგრძელებს

კომ­პა­ნია „ნი­კო­რა“, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მწარ­მო­ე­ბე­ლია, გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­სა და სკო­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას აგ­რძე­ლებს. უკვე მე­ო­რე წე­ლია, კომ­პა­ნია რე­გი­ო­ნის სკო­ლებს სტუმ­რობს და მათ პერ­სო­ნა­ლურ კომ­პი­უ­ტე­რებს, ახალ­გა­მო­ცე­მულ სა­კი­თხავ ლი­ტე­რა­ტუ­რას, მოს­წავ­ლე­ებს კი სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო ნივთს გა­დას­ცემს.

ამ­ჯე­რად „ნი­კო­რას“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მეს­ტი­ი­სა და ჭი­ა­თუ­რის სკო­ლებს ეს­ტუმრნენ. რო­გორც მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნაკ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი სპარ­ტაკ გვამ­რი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, ეს გახ­ლდათ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც კერ­ძო კომ­პა­ნია მათ სკო­ლას და­ეხ­მა­რა.

„ეს დღე მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნაკ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. „ნი­კო­რამ“ ის დღე­სას­წა­უ­ლად უქ­ცია სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მა­ღალმთი­ა­ნი სოფ­ლის სკო­ლის ბავ­შვებს გა­დას­ცეს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, გე­მოვ­ნე­ბით შერ­ჩე­უ­ლი და მო­ზარდ თა­ო­ბა­ზე გათ­ვლი­ლი მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ამ­დიდ­რა სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის ფონ­დი. I-VIII კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს კი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და­უ­რიგ­დათ სას­წავ­ლო ნივ­თე­ბის კომ­პლექ­ტი. უსა­ჩუქ­როდ არც პედ­კო­ლექ­ტი­ვი და­უ­ტო­ვე­ბი­ათ. ჩვენ ვნა­ხეთ გა­ხა­რე­ბუ­ლი და ღი­მი­ლი­ა­ნი ბავ­შვე­ბის სა­ხე­ე­ბი, მათ­თვის ეს დღე ბედ­ნი­ე­რე­ბის დღე იყო. ეს ქველ­მოქ­მე­დე­ბა არის ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა. საქ­მე, რომ და­ეხ­მა­რო და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­უ­ად­ვი­ლო ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბას, მი­სა­სალ­მე­ბე­ლი და მი­სა­ბა­ძია. „ნი­კო­რა“ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და ქველ­მოქ­მე­დე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­აა და დიდსუ­ლოვ­ნად აკე­თებს ქარ­თულ საქ­მეს, ქვეყ­ნის უკე­თე­სი და ღირ­სე­უ­ლი მო­მავ­ლის საქ­მეს, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის აღ­ზრდის საქ­მეს,“ - გვი­ამ­ბობს სპარ­ტაკ გვამ­რი­ა­ნი.

ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ითხვი­სის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა კი­დევ ერთი სკო­ლაა, რო­მელ­საც „ნი­კო­რას“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეწ­ვივ­ნენ და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი, ტექ­ნი­კა და ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­დას­ცეს.

„19 მა­ისს სკო­ლას სა­ოც­რად სა­სი­ა­მოვ­ნო სტუმ­რე­ბი, კომ­პა­ნია „ნი­კო­რას“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეწ­ვივ­ნენ და სა­ჩუქ­რად პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და I-VIII კლა­სე­ბის თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის­თვის სას­კო­ლო ნივ­თე­ბი მოგ­ვი­ტა­ნეს. ეს დახ­მა­რე­ბა სკო­ლის­თვის ჰა­ე­რი­ვით იყო სა­ჭი­რო. უნდა გე­ნა­ხათ ბავ­შვე­ბის გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი. ვფიქ­რობ, კომ­პა­ნი­ამ კე­თი­ლი საქ­მის კე­თე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზა მო­ნა­ხა. სი­კე­თე გა­დამ­დე­ბია!“ - აღ­ნიშ­ნავს სო­ფელ ითხვი­სის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ამ გრძე­ლიშ­ვი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ დრომ­დე „ნი­კო­რამ“ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თვის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი და სხვა სა­ჩუქ­რე­ბი უკვე გა­დას­ცა გუ­რი­ის, იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და მცხე­თა-თი­ა­ნე­თის სხვა­დას­ხვა სკო­ლას. რო­გორც სკო­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თა ნა­წი­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია, ყო­ველ­დღი­ურ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სჭირ­დე­ბო­დათ ის ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც კომ­პა­ნი­ამ გა­დას­ცა და ეს მათს მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა და და­ფი­ნან­სე­ბა „ნი­კო­რას“ ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა, რო­დე­საც კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი უმ­სხვი­ლე­სი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას ეხ­მა­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის 4-4 სტუ­დენ­ტი მე­ო­თხე წე­ლია, „ნი­კო­რას“ სა­ხე­ლო­ბის ყო­ველ­თვი­ურ სტი­პენ­დი­ას იღებს. სტი­პენ­დი­ა­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა სე­მესტრუ­ლად ხდე­ბა გა­სუ­ლი სე­მესტრის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის მი­ხედ­ვით.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩვენ ვნახეთ გახარებული და ღიმილიანი ბავშვების სახეები" - "ნიკორა" რეგიონის სკოლების დახმარებას აგრძელებს

"ჩვენ ვნახეთ გახარებული და ღიმილიანი ბავშვების სახეები" - "ნიკორა" რეგიონის სკოლების დახმარებას აგრძელებს

კომპანია „ნიკორა“, რომელიც საქართველოში ხორცპროდუქტების ყველაზე დიდი მწარმოებელია, განათლების ხელშეწყობასა და სკოლების დახმარებას აგრძელებს. უკვე მეორე წელია, კომპანია რეგიონის სკოლებს სტუმრობს და მათ პერსონალურ კომპიუტერებს, ახალგამოცემულ საკითხავ ლიტერატურას, მოსწავლეებს კი სხვადასხვა საჭირო ნივთს გადასცემს.

ამჯერად „ნიკორას“ წარმომადგენლები მესტიისა და ჭიათურის სკოლებს ესტუმრნენ. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლის დირექტორი სპარტაკ გვამრიანი აღნიშნავს, ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც კერძო კომპანია მათ სკოლას დაეხმარა.

„ეს დღე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლისთვის გამორჩეული იყო. „ნიკორამ“ ის დღესასწაულად უქცია სკოლის მოსწავლეებს. კომპანიის წარმომადგენლებმა მაღალმთიანი სოფლის სკოლის ბავშვებს გადასცეს კომპიუტერული ტექნიკა, გემოვნებით შერჩეული და მოზარდ თაობაზე გათვლილი მხატვრული ლიტერატურა, რამაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა სკოლის ბიბლიოთეკის ფონდი. I-VIII კლასის მოსწავლეებს კი ინდივიდუალურად დაურიგდათ სასწავლო ნივთების კომპლექტი. უსაჩუქროდ არც პედკოლექტივი დაუტოვებიათ. ჩვენ ვნახეთ გახარებული და ღიმილიანი ბავშვების სახეები, მათთვის ეს დღე ბედნიერების დღე იყო. ეს ქველმოქმედება არის ეროვნული სულისკვეთება. საქმე, რომ დაეხმარო და სასწავლო პროცესი გაუადვილო ჩვენს მომავალ თაობას, მისასალმებელი და მისაბაძია. „ნიკორა“ ამ მიმართულებით და ქველმოქმედების მრავალფეროვნებით გამორჩეული ქართული კომპანიაა და დიდსულოვნად აკეთებს ქართულ საქმეს, ქვეყნის უკეთესი და ღირსეული მომავლის საქმეს, ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეს,“ - გვიამბობს სპარტაკ გვამრიანი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის №2 საჯარო სკოლა კიდევ ერთი სკოლაა, რომელსაც „ნიკორას“ წარმომადგენლები ეწვივნენ და სასწავლო პროცესისთვის საჭირო ნივთები, ტექნიკა და ლიტერატურა გადასცეს.

„19 მაისს სკოლას საოცრად სასიამოვნო სტუმრები, კომპანია „ნიკორას“ წარმომადგენლები ეწვივნენ და საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები, მხატვრული ლიტერატურა და I-VIII კლასების თითოეული მოსწავლისთვის სასკოლო ნივთები მოგვიტანეს. ეს დახმარება სკოლისთვის ჰაერივით იყო საჭირო. უნდა გენახათ ბავშვების გაბრწყინებული სახეები. ვფიქრობ, კომპანიამ კეთილი საქმის კეთების საუკეთესო გზა მონახა. სიკეთე გადამდებია!“ - აღნიშნავს სოფელ ითხვისის №2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ გრძელიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე „ნიკორამ“ სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარი და სხვა საჩუქრები უკვე გადასცა გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და მცხეთა-თიანეთის სხვადასხვა სკოლას. როგორც სკოლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებს, რომელთა ნაწილიც სოციალურად დაუცველია, ყოველდღიურ სასწავლო პროცესში სჭირდებოდათ ის ნივთები, რომლებიც კომპანიამ გადასცა და ეს მათს მოტივაციაზე დადებითად აისახება.

განათლების დახმარება და დაფინანსება „ნიკორას“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კვების პროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი ქართული კომპანია ახალგაზრდა თაობას ეხმარება. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების 4-4 სტუდენტი მეოთხე წელია, „ნიკორას“ სახელობის ყოველთვიურ სტიპენდიას იღებს. სტიპენდიატების გამოვლენა სემესტრულად ხდება გასული სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით.

NS