მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამავალეს, გადმომეცა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირის პოზიცია" - როგორია ევროკავშირის გზავნილი რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ - პაველ ჰერჩინსკის კომენტარი
"დამავალეს, გადმომეცა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირის პოზიცია"  - როგორია ევროკავშირის გზავნილი რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ - პაველ ჰერჩინსკის კომენტარი

"რუ­სე­თის ცალ­მხრი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, აღედ­გი­ნა ფრე­ნე­ბი, მაგ­რამ მო­ი­თხოვ­და შე­თან­ხმე­ბას მთავ­რო­ბას­თან - და­მა­ვა­ლეს, 27 სა­ხელ­მწი­ფოს­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი გზავ­ნი­ლი გად­მო­მე­ცა, რომ ვწუხ­ვართ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ერ­თან, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრთან, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­საც დე­მარ­ში გა­დას­ცა.

  • ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის თქმით, გა­მო­ხა­ტეს შეშ­ფო­თე­ბა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ რუ­სე­თის იზო­ლი­რე­ბა მოხდრეს, რათა შეც­ვა­ლოს სა­კუ­თა­რი ქცე­ვა.

"ჩვენ ახ­ლა­ხან გვქონ­და ძა­ლი­ან ღია და გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი ვიცე-პრე­მი­ერ­თან, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრთან ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­თან პირ­და­პირ ფრე­ნებ­თან და­კავ­სი­რე­ბით რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. მე და­მა­ვა­ლეს გად­მო­მე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის პო­ზი­ცია. ევ­რო­კავ­ში­რის პო­ზი­ცია შე­თან­ხმე­ბუ­ლია 27 წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს დე­და­ქა­ლა­ქე­ბის მიერ ბრი­უ­სელ­ში. მე თან მახ­ლდნენ თბი­ლის­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ყვე­ლა ელჩი. ჩვენ გა­და­ვე­ცით [ვიცე-პრე­მი­ერს], რომ ჩვენ ვწუხ­ვართ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, რომ მი­ი­ღოს რუ­სეთ­თან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი. ჩვენ გა­და­ვე­ცით, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის 27-ივე წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თსუ­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ არ ჰქონ­დეთ პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი რუ­სეთ­თან და რუ­სე­თი­დან და არ დარ­თონ ნება რუ­სულ თვითმფრი­ნა­ვებს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ის თავ­ზე ფრე­ნის. ჩვენ ასე­ვე გა­მოვ­ხა­ტეთ ჩვე­ნი შეშ­ფო­თე­ბა, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ რუ­სე­თის იზო­ლი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ და ზე­წო­ლა მო­ვახ­დი­ნოთ რუ­სეთ­ზე, რათა შეც­ვა­ლოს სა­კუ­თა­რი ქცე­ვა რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა სას­ტიკ, აგ­რე­სი­ულ ომს, რო­მელ­საც რუ­სე­თი ჯერ კი­დევ აგ­რძე­ლებს უკ­რა­ი­ნა­ში.

სწო­რია, რომ ეს იყო რუ­სე­თის ცალ­მხრი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ აღედ­გი­ნა ფრე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან, მაგ­რამ ეს აგ­რეთ­ვე მო­ი­თხოვ­და შე­თან­ხმე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან. ამი­ტო­მაც, და­მა­ვა­ლეს, რომ გად­მო­მე­ცა გზავ­ნი­ლი, რო­მე­ლიც შე­თან­ხმე­ბუ­ლია 27 წევრ სა­ხელ­მწი­ფოს­თან, რომ ჩვენ ვწუხ­ვართ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რომ და­თან­ხმდეს პირ­და­პირ ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის.

ქარ­თულ­მა მხა­რემ, ვიცე-პრე­მი­ერ­მა მოგ­ვახ­სე­ნა არ­გუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ უკვე მო­ვის­მი­ნეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ არც სან­ქცი­რე­ბუ­ლი ავი­ა­ზა­ხე­ბი და არც თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ­შია წარ­მო­ე­ბუ­ლი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ამას უფრო დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი არსი აკ­ლია. მსურს შე­გახ­სე­ნოთ, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა კო­ლექ­ტი­უ­რად გა­და­წყვი­ტა, რომ აკ­რძა­ლოს ყვე­ლა ფრე­ნე­ბი რუ­სე­თი­დან და რუ­სეთ­ში, ყვე­ლა სა­ხის, ევ­რო­კავ­ში­რის ტე­ტი­რო­ა­ზე ფრე­ნა. .. და ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი 27-ივე წევ­რი ქვეყ­ნის და სხვა პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის, იმ მიზ­ნით, რომ ზე­წო­ლა მო­ვახ­დი­ნოთ რუ­სეთ­ზე და შევ­ცვა­ლოთ რუ­სე­თის ქცე­ვა უკ­რა­ი­ნის მი­მართ.

ახლა, მე არ ვფლობ ინ­ფორ­მა­ცი­ას რა­ი­მე დის­კუ­სი­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რა­ი­მე სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კავ­ში­რი იმარ­თე­ბო­დეს.

ცხა­დია, ეს გან­ვი­თა­რე­ბა არ არის პო­ზი­ტი­უ­რი რამ ჩვე­ნი გა­მო­სა­ხე­დი­დან, მაგ­რამ ევ­რო­კავ­ში­რის 27 სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­სა­წყვე­ტია გან­სა­ჯოს რო­გორ და თუ მო­ახ­დენს ეს გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მის­წრა­ფე­ბებ­ზე“, - აღ­ნიშ­ნა ჰერ­ჩინ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 95 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
0

გაუმარჯოს დამოუკიდებელ,თავისუფალ საქართველოს!

გოგა
0

რამდენიც არ უნდა იხტუნაოთ მაინც აღდგება ურთიერთობა რუსეთთან და აფხაზეთსაც და ოსეთსაც დავიბრუნებთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"დამავალეს, გადმომეცა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირის პოზიცია" - როგორია ევროკავშირის გზავნილი რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ - პაველ ჰერჩინსკის კომენტარი

"დამავალეს, გადმომეცა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირის პოზიცია"  - როგორია ევროკავშირის გზავნილი რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ - პაველ ჰერჩინსკის კომენტარი

"რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, აღედგინა ფრენები, მაგრამ მოითხოვდა შეთანხმებას მთავრობასთან - დამავალეს, 27 სახელმწიფოსთან შეთანხმებული გზავნილი გადმომეცა, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელსაც დემარში გადასცა.

  • ევროკავშირის ელჩის თქმით, გამოხატეს შეშფოთება, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომ რუსეთის იზოლირება მოხდრეს, რათა შეცვალოს საკუთარი ქცევა.

"ჩვენ ახლახან გვქონდა ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან პირდაპირ ფრენებთან დაკავსირებით რუსეთსა და საქართველოს შორის. მე დამავალეს გადმომეცა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირის პოზიცია. ევროკავშირის პოზიცია შეთანხმებულია 27 წევრი სახელმწიფოს დედაქალაქების მიერ ბრიუსელში. მე თან მახლდნენ თბილისში წარმოდგენილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩი. ჩვენ გადავეცით [ვიცე-პრემიერს], რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომ მიიღოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები. ჩვენ გადავეცით, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის 27-ივე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვან გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთთან და რუსეთიდან და არ დართონ ნება რუსულ თვითმფრინავებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიის თავზე ფრენის. ჩვენ ასევე გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ რუსეთის იზოლირება მოვახდინოთ და ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რათა შეცვალოს საკუთარი ქცევა როდესაც საქმე ეხება სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელსაც რუსეთი ჯერ კიდევ აგრძელებს უკრაინაში.

სწორია, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომ აღედგინა ფრენები საქართველოსთან, მაგრამ ეს აგრეთვე მოითხოვდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან. ამიტომაც, დამავალეს, რომ გადმომეცა გზავნილი, რომელიც შეთანხმებულია 27 წევრ სახელმწიფოსთან, რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ დათანხმდეს პირდაპირ ფრენების აღდგენას რუსეთსა და საქართველოს შორის.

ქართულმა მხარემ, ვიცე-პრემიერმა მოგვახსენა არგუმენტები, რომელიც ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ არც სანქცირებული ავიაზახები და არც თვითმფრინავები, რომელიც დასავლეთშია წარმოებული არ გამოიყენება, მაგრამ სამწუხაროდ ამას უფრო დიდი პოლიტიკური არსი აკლია. მსურს შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, რომ აკრძალოს ყველა ფრენები რუსეთიდან და რუსეთში, ყველა სახის, ევროკავშირის ტეტიროაზე ფრენა. .. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი 27-ივე წევრი ქვეყნის და სხვა პარტნიორი ქვეყნების, იმ მიზნით, რომ ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე და შევცვალოთ რუსეთის ქცევა უკრაინის მიმართ.

ახლა, მე არ ვფლობ ინფორმაციას რაიმე დისკუსიებზე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ რაიმე სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირი იმართებოდეს.

ცხადია, ეს განვითარება არ არის პოზიტიური რამ ჩვენი გამოსახედიდან, მაგრამ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს გადასაწყვეტია განსაჯოს როგორ და თუ მოახდენს ეს გავლენას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.