ნესლიჰან ათაგული თურქეთის ერთ-ერთი ვარსკვლავია. მსახიობმა დრამატულ სერიალებში შესრულებული როლებით გაითქვა სახელი. საინტერესოა, რომ მას რეალურ ცხოვრებაშიც არანაკლები დრამა აქვს.
ნესლიჰანის დედა ბელარუსია, მამა კი ეროვნებით ჩერქეზი. დიდი ხნის განმავლობაში მსახიობის ოჯახი ყარაჩაი-ჩერქეზეთში ცხოვრობდა, მაგრამ ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს, მომავლის საძიებლად, თურქეთში წავიდნენ. სწორედ იქ, სტამბოლში დაიბადა მომავალი მსახიობი.
ნესლიჰანის მშობლები ყოველთვის მხარს უჭერდნენ მის შემოქმედებით გზას. სწორედ მათ დაარწმუნეს მომავალი ვარსკვლავი, რომ შეეძლო კინოს სამყაროს დაპყრობა. "მსახიობობა რვა წლის ასაკში გადავწყვიტე. ფილმს ვუყურებდით და მერე მამას ვუთხარი, რომ მსახიობი გავხდებოდი. გაიცინა და მითხრა: "შეგიძლია, ქალიშვილო". როდესაც 13 წლის ვიყავი, ვიპოვე სამსახიობო სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაცია, თავად დავუკავშირდი. ყველა დეტალის გაცნობის შემდეგ, დედას ვთხოვე სააგენტოში წავეყვანე“, - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ათაგულმა პირველი როლები რეკლამებსა და მინი სერიალებში ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს მიიღო, თუმცა ამას დიდი წარმატება არ მოჰყოლია. მსახიობი 16 წლის ასაკში შეამჩნიეს, როდესაც სერიალში - "ფოთოლცვენა" გამოჩნდა, მან მაშინვე დაიპყრო მაყურებელის გული. კრიტიკოსების თქმით, ახალგაზრდა ვარსკვლავს დიდი მომავალი ჰქონდა. ყველაზე დიდი წარმატება და პოპულარობა სერიალმა "სტამბოლის ორი სახე“ მოუტანა.
გადასაღებ მოედანზე ნესლიჰანი თავის მომავალ მეუღლეს ქადირ დოგულუს შეხვდა. "არა მგონია, რომ ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. შესაძლოა, ყველაფერი რაღაცნაირად განსხვავებული იყო კადირთან, მაგრამ მაშინვე არ მიგრძნია რაღაც. გრნობები დროთა განმავლობაში მოვიდა, ”- თქვა მსახიობმა.
სერიალის გადაღებები 2014 წელს დასრულდა და მაშინ ჯერ კიდევ 22 წლის იყო და უკვე პოპულარობის მწვერვალზე. მსახიობმა გადაწყვიტა, კარიერაში დიდი შესვენება არ გაეკეთებინა და კიდევ ერთ პოპულარულ პროექტში, "შავი სიყვარული“ ითამაშა.
ის ამბობს, რომ რეალურად განსხვავებულ როლებზე ოცნებობს: "სიამოვნებით ვითამაშებდი ჯოკერს. ამ როლზე დიდი ხანია ვოცნებობ! მინდა ვნახო ჩემი თავი ახალ ამპლუაში. ძალიან შრომისმოყვარე ვარ და ჩემს საქმეს ყოველთვის კარგად ვაკეთებ“, - ხაზგასმით აღნიშნა ვარსკვლავმა.
სხვათა შორის, "შავი სიყვარულის“ გადაღებებისას პრესაში ვრცელდებოდა ჭორები ნესლიჰანისა და ბურაქ ოზჩივიტის რომანის შესახებ. თუმცა ჟურნალისტების ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა. 2016 წელს მსახიობი დაქორწინდა ქადირ დოგულუზე.
თურქული მედია წერს, რომ ნესლიჰანსა და ქადირს შორის ურთიერთობა ყოველთვის შორს იყო იდეალურისგან. ათაგულთან შეხვედრამდე დოგულუს მაჩოს რეპუტაცია ჰქონდა. თავად მამაკაცმა აღიარა, რომ ის ქალებს ატყუებდა, თუმცა ასეთი საქციელი შეცდომად მიაჩნდა. "დიახ, იყო ღალატის შემთხვევები, მაგრამ მე ამით არ ვამაყობ. მე მჯერა, რომ მოვატყუე საკუთარი თავი და არა ჩემი შეყვარებული", - აღიარა მსახიობმა.
2021 წელს ნესლიჰანის ქმარი პროექტ Secret of Love-ში მონაწილეობდა, სადაც სერა არითურქი იყო მისი პარტნიორი. ინსაიდერები ამტკიცებდნენ, რომ ვარსკვლავებს შორის ისეთი ნაპერწკლები გაჩნდა, რომ მათი შემჩნევა უბრალოდ შეუძლებელი იყო. რამდენჯერმე მსახიობები ერთად ნახეს გადასაღები მოედნის მიღმა და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჭორები ყველა თურქულ გამოცემაში გავრცელებულიყო.
ათაგულმაც ცეცხლზე ნავთი დაასხა, იმავე წლის შემოდგომაზე საეჭვოდ ხშირად ჩნდებოდა მარტო. გულშემატკივრების თქმით, ის დეპრესიულად გამოიყურებოდა, რაც დაკავშირებული იყო მის პირად ცხოვრებაში შესაძლო პრობლემებთან. ამ თემაზე იმდენად ხშირად იწერებოდა, რომ ქადირი ცდილობდა ჟურნალისტებისთვის ყველ ჯერზე ემტკიცებინა, რომ ის კვლავ შეყვარებულია და ბედნიერ ქორწინებაშია.
რა თქმა უნდა, მისი სიტყვები ნაკლებად დაიჯერეს, მაგრამ წყვილმა მაინც მოახერხა ქორწინების გადარჩენა. ნესლიჰანი და ქადირი კვლავ ურთიერთობაში არიან, პერიოდულად აქვეყნებენ ერთობლივ სურათებს. სწორედ დოგულუ იყო ნესლიჰანის გვერდით ცხოვრების ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში, როცა მსახიობი ავად გახდა.
ნესლიჰანი დიდების მწვერვალზე დარჩა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ქალი ამ სტატუსის დათმობას არასოდეს აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. 2021 წლის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში სერიალ "ელჩის ქალიშვილის“ გადასაღები მოედანიდან. მალევე გახმაურდა დიაგნოზი - გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
მსახიობს წოლითი რეჟიმი და მკაცრი დიეტა დაუნიშნეს. რამდენიმე კვირის განმავლობაში ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ ამანაც ვერ უშველა. როდესაც გააცნობიერა, რომ ძველებურ რეჟიმში ვეღარ იმუშავებდა, ნესლიჰანმა უარი თქვა "ელჩის ქალიშვილის“ გადაღებებში მონაწილეობაზე. "ვემშვიდობები ნარეს, რომლის როლშიც ჩემი სხეულის ყველა უჯრედმა იცხოვრა! ვიფიქრე, რომ ამას გავუმკლავდებოდი, მაგრამ ჩემმა სხეულმა მაცნობა, რომ არაფერი გამომდიოდა", - განაცხადა მსახიობმა.
საზოგადოების ნაწილმა მისი ავამდყოფობა არ დაიჯერა. ისინი წერდნენ, რომ მისი დიაგნოზი რეალურად ტყუილი იყო და ათაგულს, სავარაუდოდ, არ აკმაყოფილებდა როგორც "ელჩის ქალიშვილის“ რეიტინგი, ასევე მომავალი ეპიზოდების სცენარი. ამიტომ ჰოსპიტალიზაცია გაითამაშა, რათა თავი დაეღწია ჯარიმისთვის, რომელიც სერიალიდან წასვლას მოჰყვებოდა.
მომდევნო წელს ნესლიჰანმა მართლაც გაიარა მკურნალოობის ურთულესი კურსი. მას აღარ უთამაშია სერიალებში და პრაქტიკულად გაქრა და მაშინვე დაკარგა საზოგადოების ფავორიტის სტატუსი.
ათაგულის ახალი შემოქმედებითი გეგმების შესახებ 2022 წლის თებერვალში გახდა ცნობილი. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, მსახიობმა საბოლოოდ იპოვა ძალა, რომ პროფესიას დაბრუნებოდა.
ორი წლის წინ, მას შემდეგ, რაც ათაგულმა სერიალი დატოვა, მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ის და მისი მეუღლე სუფისტური ორდენის მიმდინარეობის, ბექთაშის სექტაში გაწევრიანდნენ. წინამძღოლი ანკარაში მცხოვრები ალი ოსმან გიურეა, რომელსაც სექტის წევრები "მამას" ეძახიან.
რეპორტიორებმა, რომლებმაც კლუბიდან გამოსული ნესლიჰანი და ქადირი გადაიღეს, გაიგონეს, როგორ დაუძახეს მანქანისკენ მიმავალ ქადირს "ქადირ დერვიში." სექტის წევრები ერთმანეთს განსაკუთრებულ ადამიანებად მიიჩნევენ და ერთმანეთს ფინანსურ და მორალურ დახმარებას უწევენ. შეკრება საათობით გრძელდება და შეკრებაზე ყოფნას თავისი რიტუალი აქვს. სანამ ალი ოსმანი არ დაიწყებს ჭამას, დანარჩენებს ხმის ამოღების უფლება არ აქვთ. ტელეფონებიც გამორთული აქვთ.
აღნიშნულ სექტაში ყველას თავისი სტატუსი აქვს. მაგალითად, ქადირი დევრიშია. თურქული მედია წერს, რომ ნესლიჰან ათაგულს სწორედ "მამამ“ აიძულა სერიალ "ელჩის ქალიშვილის“ დატოვება, რადგან მისი თქმით, ეს პროექტი ქალისთვის შესაფერისი არ იყო.
აღსანიშნავია, რომ ბექთაშის სექტის წევრები არიან, ასევე ცნობილი თურქი მსახიობები მურატ დალკილიჩი, სიტარე აკბაში და ტანსელ ონგელი.