პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია! – სეზონის ბოლო წარმოდგენები "თეატრში"
და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია! – სეზონის ბოლო წარმოდგენები "თეატრში"

ივ­ნი­სი­სა და ივ­ლი­სის თვე­ებ­ში, მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ სივ­რცე „თე­ატ­რში“ მი­უ­ზიკ­ლის „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამ­მა მია“ სე­ზო­ნის ბოლო წარ­მოდ­გე­ნე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა და მისი გუნ­დი სექ­ტემ­ბრამ­დე და­ემ­შვი­დო­ბე­ბა მა­ყუ­რებ­ლებს.

მი­უ­ზიკ­ლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამ­მა მია“ სტუმ­რებს უნი­კა­ლურ სა­ნა­ხა­ო­ბას სთა­ვა­ზობს. მუ­სი­კი­სა და მსა­ხი­ობ­თა შეს­რუ­ლე­ბის გარ­და, მა­ყუ­რე­ბელ­ზე დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს კოს­ტი­უ­მე­ბი, ვი­ზუ­ა­ლუ­რი და აუ­დიო გა­ფორ­მე­ბა. ამას­თან ერ­თად, სი­უ­ჟე­ტი ვი­თარ­დე­ბა არა მხო­ლოდ სცე­ნა­ზე, არა­მედ სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში – დარ­ბაზ­ში, აი­ვან­ზე, კი­ბე­ებ­ზე თუ ბარ­თან. პი­ე­სა სპე­ცი­ა­ლუ­რად წარ­მოდ­გე­ნის­თვის შე­იქ­მნა და მო­ერ­გო „თე­ატ­რის“ სივ­რცეს. ლე­გენ­და­რუ­ლი ABBA-ს სიმ­ღე­რე­ბი კი ქარ­თულ ენა­ზე ითარ­გმნა და ადაპ­ტირ­და.

„მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ო­ბის ეპი­ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდე­ბა, გახ­დე­ბა ბედ­ნი­ე­რი და სევ­დი­ა­ნი ამ­ბე­ბის მომსწრე, მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად იცი­ნებს, იტი­რებს ან ამ­ღერ­დე­ბა. ერთი სი­ტყვით, არ ექ­ნე­ბა მო­წყე­ნის დრო, რად­გან „მამ­მა მი­ა­ში“ ცხოვ­რე­ბა დუღს“, – ამ­ბობს „თე­ატ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, მი­უ­ზიკ­ლის „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამ­მა მია“ მსვლე­ლო­ბი­სას სტუმ­რებს გა­უ­მას­პინ­ძლდე­ბი­ან ვახ­შმით, რო­მელ­ზეც „თე­ატ­რის“ ბრენდ შეფი, ალექს ნა­თა­ძე და მისი გუნ­დი იზ­რუ­ნებს.

„და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამ­მა მია“ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად „თე­ატ­რის“ სცე­ნა­ზე და­იდ­გა და მისი სრუ­ლი ვერ­სი­ის პრე­მი­ე­რა თე­ბერ­ვალ­ში შედ­გა. მი­უ­ზიკ­ლის დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი ზაალ ჩი­ქო­ბა­ვაა, ინ­სცე­ნი­რე­ბა კი თეა ყიფ­ში­ძეს ეკუთ­ვნის. წარ­მოდ­გე­ნის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლია თა­მუ­ნა არჩვა­ძე, კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვა­რი ლაშა ჯო­ხა­ძე, ქო­რე­ოგ­რა­ფი კი გი­ორ­გი ტო­რი­აშ­ვი­ლი.

დად­გმა­ში „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამ­მა მია“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი და მუ­სი­კო­სე­ბი, მათ შო­რის, ანა ქურ­თუ­ბა­ძე, რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი, გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი, ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი, სან­დრო კა­ხე­თე­ლი­ძე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი სხვა არ­ტის­ტე­ბი.

მი­უ­ზიკ­ლის „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამ­მა მია“ ხილ­ვას მსურ­ვე­ლე­ბი სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბამ­დე ოთხჯერ – 7 და 18 ივ­ნისს, ასე­ვე, 7 და 16 ივ­ლისს შეძ­ლე­ბენ. მისი გუნ­დი დრო­ე­ბით, სექ­ტემ­ბრამ­დე და­ემ­შვი­დო­ბე­ბა მა­ყუ­რე­ბელს.

7 ივ­ნი­სის ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად გა­და­დით შემ­დეგ ბმულ­ზე: https://tkt.ge/event/351129/da-ai-chven-aq-vart-mamma-mia

18 ივ­ნი­სის ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად ეწ­ვი­ეთ მო­ცე­მულ ბმულს: https://tkt.ge/event/351173/da-ai-chven-aq-vart-mamma-mia

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის:

https://www.facebook.com/theatretsiskvili

NS

irina
0

და მთავარი გმირი მსახიობი და მომღერალი ელენე თავართქილაძე არ უნდა აგეღნიშნათ სტატიაში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია! – სეზონის ბოლო წარმოდგენები "თეატრში"

და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია! – სეზონის ბოლო წარმოდგენები "თეატრში"

ივნისისა და ივლისის თვეებში, მულტიფუნქციურ სივრცე „თეატრში“ მიუზიკლის „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია“ სეზონის ბოლო წარმოდგენები გაიმართება და მისი გუნდი სექტემბრამდე დაემშვიდობება მაყურებლებს.

მიუზიკლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია“ სტუმრებს უნიკალურ სანახაობას სთავაზობს. მუსიკისა და მსახიობთა შესრულების გარდა, მაყურებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს კოსტიუმები, ვიზუალური და აუდიო გაფორმება. ამასთან ერთად, სიუჟეტი ვითარდება არა მხოლოდ სცენაზე, არამედ სხვადასხვა სივრცეში – დარბაზში, აივანზე, კიბეებზე თუ ბართან. პიესა სპეციალურად წარმოდგენისთვის შეიქმნა და მოერგო „თეატრის“ სივრცეს. ლეგენდარული ABBA-ს სიმღერები კი ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა.

„მაყურებელი გასაოცარი სანახაობის ეპიცენტრში აღმოჩნდება, გახდება ბედნიერი და სევდიანი ამბების მომსწრე, მონაწილეებთან ერთად იცინებს, იტირებს ან ამღერდება. ერთი სიტყვით, არ ექნება მოწყენის დრო, რადგან „მამმა მიაში“ ცხოვრება დუღს“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაალ ჩიქობავა.

ტრადიციულად, მიუზიკლის „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია“ მსვლელობისას სტუმრებს გაუმასპინძლდებიან ვახშმით, რომელზეც „თეატრის“ ბრენდ შეფი, ალექს ნათაძე და მისი გუნდი იზრუნებს.

„და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია“ საქართველოში პირველად „თეატრის“ სცენაზე დაიდგა და მისი სრული ვერსიის პრემიერა თებერვალში შედგა. მიუზიკლის დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავაა, ინსცენირება კი თეა ყიფშიძეს ეკუთვნის. წარმოდგენის მუსიკალური ხელმძღვანელია თამუნა არჩვაძე, კოსტიუმების მხატვარი ლაშა ჯოხაძე, ქორეოგრაფი კი გიორგი ტორიაშვილი.

დადგმაში „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია“ მონაწილეობას იღებენ გამორჩეული ქართველი მსახიობები და მუსიკოსები, მათ შორის, ანა ქურთუბაძე, რუსკა მაყაშვილი, გიგი დედალამაზიშვილი, ანდრია გველესიანი, სანდრო კახეთელიძე და საზოგადოებისთვის საყვარელი სხვა არტისტები.

მიუზიკლის „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია“ ხილვას მსურველები სეზონის დასრულებამდე ოთხჯერ – 7 და 18 ივნისს, ასევე, 7 და 16 ივლისს შეძლებენ. მისი გუნდი დროებით, სექტემბრამდე დაემშვიდობება მაყურებელს.

7 ივნისის ბილეთების შესაძენად გადადით შემდეგ ბმულზე: https://tkt.ge/event/351129/da-ai-chven-aq-vart-mamma-mia

18 ივნისის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ მოცემულ ბმულს: https://tkt.ge/event/351173/da-ai-chven-aq-vart-mamma-mia

დეტალური ინფორმაციისთვის:

https://www.facebook.com/theatretsiskvili

NS