პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა
სემეკმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) 2022 წლის საქ­მი­ა­ნო­ბის ან­გა­რი­ში და­ამ­ტკი­ცა. ან­გა­რიშ­ში დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და რე­გუ­ლი­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, სე­მე­კის საქ­მი­ა­ნო­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი.

სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე სე­მე­კის 2022 წლის საქ­მი­ა­ნო­ბის ან­გა­რი­შის გან­ხილ­ვი­სას, სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რი­სათ­ვის 2022 წელი გა­მოწ­ვე­ვე­ბით და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით იყო სავ­სე. რთუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კო­მი­სი­ამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ენერ­გი­ის ფა­სე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბა.

„მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი გა­მოწ­ვე­ვი­სა, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ტა­რი­ფე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არ­სე­ბულ ნიშ­ნულ­ზე. კო­მი­სია დე­ტა­ლუ­რად იხი­ლავს და აკონ­ტრო­ლებს თი­თო­ე­ულ თეთ­რს, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ტა­რიფ­ში. 2014 წლი­დან სე­მე­კი ტა­რი­ფებს ად­გენს გამჭვირ­ვა­ლე მე­თო­დო­ლო­გი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ეფუძ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას. ტა­რი­ფი წარ­მო­ად­გენს რთულ სტრუქ­ტუ­რას, რომ­ლის გა­ან­გა­რი­შე­ბაც ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია და მხო­ლოდ მარ­ტი­ვი დათ­ვლე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლია ტა­რი­ფის დად­გე­ნა. ტა­რი­ფის კალ­კუ­ლა­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს მთე­ლი გუნ­დი, კო­მი­სია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე, ღია და გამჭვირ­ვა­ლე პრინ­ცი­პით, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს. სე­მე­კის მიერ რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი სექ­ტო­რე­ბის მდგრა­დი და ურ­ყე­ვი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, სა­მარ­თლი­ან პრინ­ცი­პებ­ზე დად­გე­ნი­ლი ტა­რი­ფი წარ­მო­ად­გენს ერ­თგვარ გა­რან­ტი­ას. ლა­რის გაც­ვლი­თი კურ­სი, დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ კომ­პო­ნენტს, რომ­ლის ცვლი­ლე­ბე­ბი­დან გა­მოწ­ვე­ულ გავ­ლე­ნებ­საც პირ­ველ რიგ­ში, სე­მე­კი აკონ­ტრო­ლებს და ასა­ხავს ტა­რიფ­ში.

სე­მე­კის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია, უზ­რუნ­ველ­ვყოთ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის წვდო­მა მა­ღალ­ხა­რის­ხი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ რე­გუ­ლი­რე­ბად სექ­ტო­რებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მომ­ხმა­რებ­ლებს ჰქონ­დეთ წვდო­მა ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და ინო­ვა­ცი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე, რაც მათ ხელს შე­უ­წყობს ენერ­გე­ტი­კას­თან და წყალ­მო­მა­რა­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბა­ში. კო­მი­სია აქ­ტი­უ­რად ნერ­გავს მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ზის ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რაც აუმ­ჯო­ბე­სებს რე­გუ­ლი­რე­ბის ხა­რისხს“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ ასე­ვე ისა­უბ­რა კო­მი­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და რე­გუ­ლი­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ზე. გარ­და ამი­სა, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სე­მეკ­თან არ­სე­ბულ ელიზ­ბარ ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის ენერ­გე­ტი­კის სას­წავ­ლო ცენ­ტრის და­არ­სე­ბა­ზეც. სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, ცენ­ტრი წარ­მო­ად­გენს ღი­რე­ბულ პლატ­ფორ­მას ენერ­გე­ტი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

სემეკმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა

სემეკმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა. ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მდგომარეობა და რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები, სემეკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები.

საჯარო სხდომაზე სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორისათვის 2022 წელი გამოწვევებით და შესაძლებლობებით იყო სავსე. რთული გეოპოლიტიკური ფაქტორების მიუხედავად, კომისიამ შეინარჩუნა ენერგიის ფასების სტაბილურობა.

„მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, შესაძლებელი გახდა ტარიფების შენარჩუნება არსებულ ნიშნულზე. კომისია დეტალურად იხილავს და აკონტროლებს თითოეულ თეთრს, რომელიც გათვალისწინებულია ტარიფში. 2014 წლიდან სემეკი ტარიფებს ადგენს გამჭვირვალე მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ტარიფი წარმოადგენს რთულ სტრუქტურას, რომლის გაანგარიშებაც ხანგრძლივი პროცესია და მხოლოდ მარტივი დათვლებით, შეუძლებელია ტარიფის დადგენა. ტარიფის კალკულაციაზე მუშაობს მთელი გუნდი, კომისია გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სხდომაზე, ღია და გამჭვირვალე პრინციპით, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. სემეკის მიერ რეგულირებული სექტორების მდგრადი და ურყევი განვითარებისათვის, სამართლიან პრინციპებზე დადგენილი ტარიფი წარმოადგენს ერთგვარ გარანტიას. ლარის გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებაში წარმოადგენს ერთ-ერთ კომპონენტს, რომლის ცვლილებებიდან გამოწვეულ გავლენებსაც პირველ რიგში, სემეკი აკონტროლებს და ასახავს ტარიფში.

სემეკის მთავარი პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ მომხმარებლების წვდომა მაღალხარისხიან მომსახურებაზე, აქედან გამომდინარე აქტიურად ვმუშაობთ რეგულირებად სექტორებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს ჰქონდეთ წვდომა ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მომსახურებებზე, რაც მათ ხელს შეუწყობს ენერგეტიკასთან და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხების მაქსიმალურად ეფექტიანად მოგვარებაში. კომისია აქტიურად ნერგავს მომსახურებისა და მონაცემთა ანალიზის ციფრულ ტექნოლოგიებს, რაც აუმჯობესებს რეგულირების ხარისხს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებზე და რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებზე. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დაარსებაზეც. სემეკის თავმჯდომარის თქმით, ცენტრი წარმოადგენს ღირებულ პლატფორმას ენერგეტიკის სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების პროფესიული განვითარებისთვის.

NS