პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ რაღაც 19 წლის ვიყავი, მასთან კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საოპერო მომღერალი სტუმრობდა. გული გადამიქანდა" - რას იხსენებს ნინო სურგულაძე სოფიკო ჭიაურელზე?
"სულ რაღაც 19 წლის ვიყავი, მასთან კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საოპერო მომღერალი სტუმრობდა. გული გადამიქანდა" -  რას იხსენებს ნინო სურგულაძე სოფიკო ჭიაურელზე?

სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი ნინო სურ­გუ­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხიობ სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ის­ტო­რი­ას აქ­ვეყ­ნებს. სურ­გუ­ლა­ძე წერს, რო­გორ გა­იც­ნო 13 წლის ასაკ­ში უდი­დე­სი მსა­ხი­ო­ბი და რო­გორ გულ­შე­მატ­კივ­რობ­და მის გზას, რო­მე­ლიც მუ­სი­კა­ლურ სფე­რო­ში აირ­ჩია.

ნინო სურ­გუ­ლა­ძე:

"ჩემ­თვის პი­რა­დად და უამ­რა­ვი სხვა ადა­მი­ა­ნის­თვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი და შე­მოქ­მე­დი, რო­მე­ლიც ასე და­აკ­ლდა სა­ქარ­თვე­ლოს… სცე­ნას… კი­ნოს და უბ­რა­ლოდ, ქა­ლაქს. დიდი სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი.

და­ახ­ლო­ე­ბით 13 წლის ვი­ყა­ვი, როცა გა­ვი­ცა­ნი. მა­ლე­ვე სახ­ლში მი­მიწ­ვი­ეს მან და კო­ტემ, სტუმ­რად ფიქ­რის გო­რა­ზე… სულ მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და და უხა­რო­და შემ­დგომ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ კლა­სი­კას და­ვუ­კავ­ში­რე შე­მოქ­მე­დე­ბა. მახ­სოვს, სტუმ­რად სახ­ლში ლე­გენ­და­რუ­ლი მეცო ჰყავ­და და და­მი­რე­კა ნინო, მო­დიო, შენ უნდა იყო ამ სა­ღა­მო­ზე ჩემ­თან და კლა­სი­კა უნდა იმ­ღე­როო… სულ რა­ღაც 19 წლის ვი­ყა­ვი, მას­თან კი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი სტუმ­რობ­და. გული გა­და­მი­ქან­და... რო­გორ გავ­ბე­დო და მის წი­ნა­შე რო­გორ ვიმ­ღე­რო - მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი… მა­ინც და­მარ­წმუ­ნა, ღი­მი­ლით და სით­ბო­თი, ამავდრო­უ­ლად, ისე მე­სა­უბ­რა, რომ თავ­და­ჯე­რე­ბაც შემ­მა­ტა… მი­ვე­დი და ვიმ­ღე­რე კი­დეც.

ამ შეხ­ვედ­რამ დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე და ჩემს მო­მა­ვალ­ზეც, რო­მელ­ზეც ბევ­რად უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვი­წყე ფიქ­რი… რად­გან მის­მა სტუ­მარ­მა შე­მა­ქო და ეს ჩემ­თვის დიდი სტი­მუ­ლი იყო…

მად­ლო­ბა ამ დიდი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, უან­გა­რო ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის, ნი­ჭი­ე­რე­ბის­თვის, ადა­მი­ა­ნო­ბის­თვის, უბ­რა­ლო­ე­ბის­თვის და ამავდრო­უ­ლად სი­დი­დის­თვის ამ სა­ო­ცარ ქალ­ბა­ტონს, რო­მე­ლიც სა­მუ­და­მოდ დარ­ჩა და ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­ი­წე­რა ჩემს და კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გულ­ში. სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი... გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი და ნამ­დვი­ლი ბრი­ლი­ან­ტი“, - წერს ნინო სურ­გუ­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმ!
4

რატომ არ თქვა ნინო სურგულაძემ ვინ სტუმრობდა სოფიკო ჭიაურელს?! ვინ იყო ის მსოფლიოს საუკეთესო საოპერო მომღერალი?! ეჭვი მაქვს, რომ ეროვნებით რუსი იქნებოდა და იმიტომაც არ დააკონკრეტა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში მომენტს გაუშვებდა ხელიდან რომ დაწვრილებით არ მოეხსენებინა საზოგადოებისთვის ვის შეხვდა იქ?! ეხლა ხომ ტრენდში არაა რუსეთის და რუსების დადებით კონტექსტში ხსენება :))) ეჰ, რა გეშველებათ ამ მედროვე ხალხს :))) 

ხხხხხ
0

უსაყვარლესი და უნიჭიერესი მსახიობია სოფიკო, იმ უამრავ უნიჭიერესებთან ერთად ,რომელნიც ლეგენდებად იქცნენ ჩვენთვის 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"სულ რაღაც 19 წლის ვიყავი, მასთან კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საოპერო მომღერალი სტუმრობდა. გული გადამიქანდა" - რას იხსენებს ნინო სურგულაძე სოფიკო ჭიაურელზე?

"სულ რაღაც 19 წლის ვიყავი, მასთან კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საოპერო მომღერალი სტუმრობდა. გული გადამიქანდა" -  რას იხსენებს ნინო სურგულაძე სოფიკო ჭიაურელზე?

საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში მსახიობ სოფიკო ჭიაურელთან დაკავშირებით ისტორიას აქვეყნებს. სურგულაძე წერს, როგორ გაიცნო 13 წლის ასაკში უდიდესი მსახიობი და როგორ გულშემატკივრობდა მის გზას, რომელიც მუსიკალურ სფეროში აირჩია.

ნინო სურგულაძე:

"ჩემთვის პირადად და უამრავი სხვა ადამიანისთვის საყვარელი ადამიანი და შემოქმედი, რომელიც ასე დააკლდა საქართველოს… სცენას… კინოს და უბრალოდ, ქალაქს. დიდი სოფიკო ჭიაურელი.

დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როცა გავიცანი. მალევე სახლში მიმიწვიეს მან და კოტემ, სტუმრად ფიქრის გორაზე… სულ მგულშემატკივრობდა და უხაროდა შემდგომ ჩემი გადაწყვეტილება, რომ კლასიკას დავუკავშირე შემოქმედება. მახსოვს, სტუმრად სახლში ლეგენდარული მეცო ჰყავდა და დამირეკა ნინო, მოდიო, შენ უნდა იყო ამ საღამოზე ჩემთან და კლასიკა უნდა იმღეროო… სულ რაღაც 19 წლის ვიყავი, მასთან კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საოპერო მომღერალი სტუმრობდა. გული გადამიქანდა... როგორ გავბედო და მის წინაშე როგორ ვიმღერო - მეთქი, - ვუთხარი… მაინც დამარწმუნა, ღიმილით და სითბოთი, ამავდროულად, ისე მესაუბრა, რომ თავდაჯერებაც შემმატა… მივედი და ვიმღერე კიდეც.

ამ შეხვედრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ჩემს მომავალზეც, რომელზეც ბევრად უფრო სერიოზულად დავიწყე ფიქრი… რადგან მისმა სტუმარმა შემაქო და ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო…

მადლობა ამ დიდი სიყვარულისთვის, უანგარო ურთიერთობისთვის, ნიჭიერებისთვის, ადამიანობისთვის, უბრალოებისთვის და ამავდროულად სიდიდისთვის ამ საოცარ ქალბატონს, რომელიც სამუდამოდ დარჩა და ოქროს ასოებით ჩაიწერა ჩემს და კიდევ ბევრი ადამიანის გულში. სოფიკო ჭიაურელი... განუმეორებელი და ნამდვილი ბრილიანტი“, - წერს ნინო სურგულაძე.