უკრაინის კიევის, ხარკოვის და ჩერნიგოვის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაში გამოცხადდა დედაქალაქ კიევშიც, სადაც რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.
შეგახსენებთ, საჰაერო განგაში დილით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა. რუსულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიას დრონებისა და რაკეტების გამოყენებით დაარტყეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 37 ფრთოსანი რაკეტა და 29 ირანული ე.წ. "კამიკაძე“ დრონი გაანადგურეს.
რას გვაატყუებთ, რუსებს რაკეტები წინა წლის აპრილში გაუთავდათ.
რუსებს ეტყობათ რომ მიზანში კარგად ისვრიან რაკეტებს სხვა შემთხვევაში ამდენი დაბომბვის შემდეგ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში მინიმალური არ იქნებოდა