სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღმოჩენა ეგვიპტეში - ნაპოვნია მუმიფიცირების სახელოსნოები, რომელიც აღჭურვილია ბალზამირებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტით
აღმოჩენა ეგვიპტეში - ნაპოვნია მუმიფიცირების სახელოსნოები, რომელიც აღჭურვილია ბალზამირებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტით

Reuters-ის ცნო­ბით, ეგ­ვიპ­ტელ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სა­კა­რას უძ­ვე­ლეს სა­მარხში, რო­მე­ლიც კა­ი­როს სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე­ობს, მუ­მი­ფი­ცი­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი უძ­ვე­ლე­სი სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი და სა­მარ­ხე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ეგ­ვიპ­ტის სიძ­ვე­ლე­თა უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნელ­მა, მუს­ტა­ფა ვა­ზი­რიმ თქვა, რომ სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი, სა­დაც ად­მი­ა­ნებს და წმინ­და ცხო­ვე­ლებს მუ­მი­ფი­ცი­რე­ბა უტარ­დე­ბო­დათ, და­ახ­ლო­ე­ბით 2400 წლით (ძვ. წ. 380-343 წწ.) და პტო­ლე­მე­ო­სის ეპო­ქის დრო­ით (ძვ.წ. 305-30 წწ.) თა­რიღ­დე­ბა.

აღ­მო­ჩე­ნა ქალღმერთ ბას­ტე­ტის სა­კურ­თხევ­ლის მახ­ლობ­ლად მიმ­დი­ნა­რე ერ­თწ­ლი­ა­ნი გა­თხრე­ბის შე­დე­გია. ეს იგი­ვე ად­გი­ლია, სა­დაც 2019 წელს ასო­ბით მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლი და ქან­და­კე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

"ბალ­ზა­მი­რე­ბის სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი ვი­პო­ვეთ, რო­მელ­თა­გან ერთი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საა, მე­ო­რე კი ცხო­ვე­ლე­ბის­თვის. აგ­რეთ­ვე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ყვე­ლა ის ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მელ­საც მუ­მი­ფი­ცი­რე­ბის­თვის იყე­ნებ­დნენ“, - აცხა­დებს პრე­სას­თან ეგ­ვიპ­ტის სიძ­ვე­ლე­თა უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, მუს­ტა­ფა ვა­ზი­რი.

ორი­ვე სა­ხე­ლოს­ნო­ში ასე­ვე იპო­ვეს ქვის სა­წო­ლე­ბი, თი­ხის ქოთ­ნე­ბი, სა­რი­ტუ­ა­ლო ჭურ­ჭე­ლი, ნაჭ­რე­ბი და ნატ­რო­ნის მა­რი­ლი (ნატ­რი­უ­მის ბი­კარ­ბო­ნა­ტი), რო­მე­ლიც მუ­მი­ფი­კა­ცი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ელე­მენ­ტია.

  • სა­კა­რას გა­თხრე­ბი­სას 4 400 და 3 400 წლის წი­ნან­დე­ლი ორი სა­მარ­ხი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ­ლებ­შიც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ას­ვე­ნია: ნე ჰე­სუტ ბა, ძვე­ლი სა­მე­ფოს მე­ხუ­თე დი­ნას­ტი­ი­დან და მენ ხე­ბე­რი, გვი­ა­ნი სა­მე­ფოს მე-18 დი­ნას­ტი­ი­დან.

ეგ­ვიპ­ტე­ში სა­კა­რა­სა და სხვა უძ­ვე­ლეს ლო­კა­ცი­ებ­ზე ბოლო წლებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი გა­თხრე­ბი მი­მი­ნა­რე­ობს, რა­მაც არა­ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ აღ­მო­ჩე­ნას მის­ცა და­სა­ბა­მი.

სიძ­ვე­ლე­თა უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, მოს­ტა­ფა ვა­ზი­რი სა­კა­რა­ში, ახ­ლა­ხან აღ­მო­ჩე­ნილ უძ­ვე­ლეს ხის სარ­კო­ფაგ­თან.

ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის ახ­ლა­ხანს გა­მოქ­ვეყ­ნე­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2022 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, ეგ­ვიპ­ტე­ში, ტუ­რიზ­მი­დან შე­მო­სა­ვა­ლი 7.3 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და, რაც 25,7%-ით მე­ტია წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით.

წყა­რო: reuters

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

აღმოჩენა ეგვიპტეში - ნაპოვნია მუმიფიცირების სახელოსნოები, რომელიც აღჭურვილია ბალზამირებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტით

აღმოჩენა ეგვიპტეში - ნაპოვნია მუმიფიცირების სახელოსნოები, რომელიც აღჭურვილია ბალზამირებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტით

Reuters-ის ცნობით, ეგვიპტელმა არქეოლოგებმა საკარას უძველეს სამარხში, რომელიც კაიროს სამხრეთით მდებარეობს, მუმიფიცირებისთვის განკუთვნილი უძველესი სახელოსნოები და სამარხები აღმოაჩინეს. ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა, მუსტაფა ვაზირიმ თქვა, რომ სახელოსნოები, სადაც ადმიანებს და წმინდა ცხოველებს მუმიფიცირება უტარდებოდათ, დაახლოებით 2400 წლით (ძვ. წ. 380-343 წწ.) და პტოლემეოსის ეპოქის დროით (ძვ.წ. 305-30 წწ.) თარიღდება.

აღმოჩენა ქალღმერთ ბასტეტის საკურთხევლის მახლობლად მიმდინარე ერთწლიანი გათხრების შედეგია. ეს იგივე ადგილია, სადაც 2019 წელს ასობით მუმიფიცირებული ცხოველი და ქანდაკება აღმოაჩინეს.

"ბალზამირების სახელოსნოები ვიპოვეთ, რომელთაგან ერთი ადამიანებისთვისაა, მეორე კი ცხოველებისთვის. აგრეთვე აღმოვაჩინეთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელსაც მუმიფიცირებისთვის იყენებდნენ“, - აცხადებს პრესასთან ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივანი, მუსტაფა ვაზირი.

ორივე სახელოსნოში ასევე იპოვეს ქვის საწოლები, თიხის ქოთნები, სარიტუალო ჭურჭელი, ნაჭრები და ნატრონის მარილი (ნატრიუმის ბიკარბონატი), რომელიც მუმიფიკაციის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია.

  • საკარას გათხრებისას 4 400 და 3 400 წლის წინანდელი ორი სამარხი აღმოაჩინეს, რომლებშიც სასულიერო პირები ასვენია: ნე ჰესუტ ბა, ძველი სამეფოს მეხუთე დინასტიიდან და მენ ხებერი, გვიანი სამეფოს მე-18 დინასტიიდან.

ეგვიპტეში საკარასა და სხვა უძველეს ლოკაციებზე ბოლო წლებში ინტენსიური გათხრები მიმინარეობს, რამაც არაერთ გახმაურებულ აღმოჩენას მისცა დასაბამი.

სიძველეთა უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივანი, მოსტაფა ვაზირი საკარაში, ახლახან აღმოჩენილ უძველეს ხის სარკოფაგთან.

ცენტრალური ბანკის ახლახანს გამოქვეყნეული მონაცემებით, 2022 წლის მეორე ნახევარში, ეგვიპტეში, ტურიზმიდან შემოსავალი 7.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც 25,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა