ავტორი:

"ტოიოტა ცენტრი თბილისი", დროის დაზოგვის მიზნით, მომხმარებელს ტექნიკურ მომსახურებას - Toyota Care-ს სთავაზობს

"ტოიოტა ცენტრი თბილისი", დროის დაზოგვის მიზნით, მომხმარებელს ტექნიკურ მომსახურებას - Toyota Care-ს სთავაზობს

"ტოიოტა ცენტრი თბილისი“, დროის დაზოგვისა და ხარისხიანი სერვისის მიღების მიზნით, მომხმარებელს ახალ ტექნიკურ მომსახურებას - Toyota Care-ს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, რომ Toyota Care-ს მოქნილი პირობებით შეუძლია ისარგებლოს ავტომობილის შეკეთება-განახლების მსურველმა ნებისმიერმა მძღოლმა (ფიზიკური პირი), რომელიც აღნიშნული მომსახურების მიღებაზე ცენტრს წინასწარ დაუტოვებს შეტყობინებას.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, Toyota Care-ის სერვისზე ჩაწერის შემდეგ, მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი თბილისის" წარმომადგენელი თვითონ მიაკითხავს და ევეკუატორის მეშვეობით, ავტომობილის ავტორიზებულ სერვისცენტრში გადაყვანას უსაფრთხოების სრული დაცვით უზრუნველყოფს. ტოიოტას მიერ სერტიფიცირებული ტექნიკოსები, ორიგინალი ავტონაწილების გამოყენებით, ავტომობილს ყველა საჭირო ტექნიკურ სერვისს პროფესიონალურ დონეზე, უმოკლეს დროში ჩაუტარებენ, რის შემდეგაც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ წარმომადგენელი ავტომობილს მითითებულ მისამართზე ევაკუატორით დააბრუნებს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, ახალი მომსახურების მისაღებად, დაინტერესებულ მომხმარებლს შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და წინასწარ დაჯავშნოს ხელსაყრელი თარიღი და დრო; www.toyota-tbilisi.com

NS