Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავიდან მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდი - ფაქტობრივად, ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი... დღეს ჩვენი თითო კაბა 15 000-დან 25 000 დოლარამდეა შეფასებული" - ქართველი დიზაინერების რთული გზა წარმატებისკენ
"თავიდან მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდი - ფაქტობრივად, ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი... დღეს ჩვენი თითო კაბა 15 000-დან 25 000 დოლარამდეა შეფასებული" - ქართველი დიზაინერების რთული გზა წარმატებისკენ

სვა­როვ­სკის თვლე­ბი, ბი­სე­რე­ბი, აბ­რე­შუ­მის, ხა­ვერ­დის და ატ­ლა­სის ქსო­ვი­ლე­ბი - ეს ის მა­სა­ლაა, რი­თაც ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის - გი­ორ­გი ბა­ღა­თუ­რი­ა­სა და თორ­ნი­კე ძა­ვაშ­ვი­ლის ულა­მა­ზე­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი იქ­მნე­ბა. ისი­ნი ამ ყვე­ლა­ფერს თურ­ქეთ­ში ქმნი­ან.

გი­ორ­გი, იგი­ვე "ია­გა­ში“ სტამ­ბოლ­ში უკვე 20 წე­ლია ცხოვ­რობს და საქ­მი­ა­ნობს. თორ­ნი­კე 5 წლის წინ შე­უ­ერ­თდა. თუ რო­გორ ქარ­გა­ვენ, ქსო­ვენ და ბი­სე­რე­ბით რო­გორ ამ­კო­ბენ უძ­ვი­ფა­სეს კა­ბებს, კოს­ტი­უ­მებს, ამა­ზე თა­ვად გვი­ამ­ბო­ბენ. მოგ­ვიყ­ვე­ბი­ან ასე­ვე გზა­ზე, რო­მე­ლიც მათ სხვა­დას­ხვა დროს, თბი­ლი­სი­დან სტამ­ბო­ლამ­დე გა­ი­ა­რეს.

გი­ორ­გი ბა­ღა­თუ­რია:

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე აფხა­ზეთ­ში - სო­ხუ­მე­ლი ვარ. 12 წლის ვი­ყა­ვი, აფხა­ზე­თი რომ დავ­კარ­გეთ და ლტოლ­ვი­ლე­ბად ვი­ქე­ცით. მერე მა­მა­ჩე­მის მხა­რე­ში - აბა­შა­ში ვი­ცხოვ­რე. 2 წელი სოფ­ლის სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თბი­ლის­ში, ირაკ­ლი აბა­ში­ძის დის­შვი­ლის სახ­ლში ვიზ­რდე­ბო­დი. ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან...

4-5 წლის ასაკ­ში თო­ჯი­ნებს ვქმნი­დი, სპექ­ტაკ­ლებს ვდგამ­დი, ცოტა უც­ნა­უ­რი ბავ­შვიც ვი­ყა­ვი, ბავ­შვებ­თან არ ვთა­მა­შობ­დი, ამას თო­ჯი­ნე­ბის შექ­მნა მერ­ჩივ­ნა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ მე­ო­რეკ­ლა­სელს შეკ­ვე­თე­ბიც მქონ­და. დე­და­ჩე­მი ირი­ნა ია­გაშ­კი­ნა აფხა­ზეთ­ში ცნო­ბი­ლი მკე­რა­ვი იყო. მის­გან ბევ­რი რამ გად­მო­მე­ცა - მე და ჩემს დებს პა­ტარ-პა­ტა­რა შე­სა­კე­რებს დაგ­ვი­დებ­და და ჩვენც ვმუ­შა­ობ­დით. ვი­გო­ნებ­დი პერ­სო­ნა­ჟებს, ათა­სო­ბით პერ­სო­ნაჟს ვხა­ტავ­დი, სა­ხე­ლებს ვარ­ქმევ­დი, პო­დი­უმს ვა­კე­თებ­დი და მე­ზობ­ლებს ვაჩ­ვე­ნებ­დი... ცოტა წი­ნას­წა­რი ხედ­ვის უნა­რიც მაქვს და რომ ვიზ­რდე­ბო­დი, მერე ვხე­დავ­დი, რომ ის პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რა­საც ვხა­ტავ­დი, ცხოვ­რე­ბა­ში მარ­თლაც მხვდე­ბოდ­ნენ...

ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლის მა­მამ­თილ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტმა კო­ბამ (ირაკ­ლი აბა­ში­ძის დის­შვი­ლი) რომ ნახა ის ნა­მუ­შევ­რე­ბი, გა­გიჟ­და... ის ყვე­ლა­ფე­რი შე­ნა­ხუ­ლი მაქვს. ახლა რომ ვუ­ყუ­რებ, მიკ­ვირს, იმ თარ­გებს, კონ­სტრუქ­ცი­ებს რო­გორ ვი­გო­ნებ­დი. ჩემი პირ­ვე­ლი უფუ­ლო კლი­ენ­ტი სო­ხუმ­ში ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი იყო.

- სა­კუ­თა­რი ნიჭი უკვე ზრდას­რულ­მა სად და რო­გორ გა­ნა­ვი­თა­რეთ?

- ნი­კო­ლა­ძის სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბელ­ში ფერ­წე­რის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ჩემი პე­და­გო­გი და­ვით ურუ­შა­ძე იყო, საქ­მის უბად­ლო მცოდ­ნე და ბევ­რი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის პე­და­გო­გი. რომ მას­წავ­ლი­და, მა­შინ 90 წლამ­დე იქ­ნე­ბო­და. ჩვენ მისი ბოლო ნა­კა­დი ვი­ყა­ვით. ბა­ტონ და­ვითს შე­ვუყ­ვარ­დი, მეც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარ­და...

პრო­ფე­სორ­მა ომარ ჩუ­ბი­ნი­ძემ კი მირ­ჩია, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში არა დი­ზა­ი­ნის, ფერ­წე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით წავ­სუ­ლი­ყა­ვი. აკა­დე­მი­ა­ში პირ­ვე­ლი­ვე წელს, უფა­სო­ზე მოხ­ვდი. 3 ად­გი­ლი იყო და 60 აბი­ტუ­რი­ენ­ტი აბა­რებ­და. მოკ­ლედ, ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ნიშ­ნეს და არ და­ვი­კარ­გე. აკა­დე­მი­ა­ში კი­ნომ­ხატ­ვარ-რე­ჟი­სო­რის ფა­კულ­ტე­ტი წარ­მა­ტე­ბით და­ვამ­თავ­რე. მერე კინო და თე­ატ­რის მხატ­ვრო­ბამ გა­მი­ტა­ცა. თა­ვი­დან­ვე მი­ზი­დავ­და ფილ­მე­ბი, კოს­ტი­უ­მე­ბი, ინ­ტე­რი­ე­რი, ექ­სტე­რი­ე­რი. მოკ­ლედ, ფილ­მი "ჩემი“ იყო და სხვა­დას­ხვა რე­ჟი­სორ­თან 12 ქარ­თულ ფილმზე ვი­მუ­შა­ვე, მათ შო­რის: მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილ­თან, გი­ორ­გი ხა­რე­ბა­ვას­თან...

სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში აღ­მოვ­ჩნდი და ამ კუ­თხი­თაც დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და. ვი­ყა­ვი ასე­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, კონ­ცერ­ტებს ვა­ტა­რებ­დი, აქ­ტი­უ­რად ვცხოვ­რობ­დი...

მერე სტამ­ბოლ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. ოჯა­ხი მარ­ტოს არ გა­მიშ­ვებ­და და მო­ვი­ტყუე, იტა­ლი­ა­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბებ­ზე მივ­დი­ვარ-მეთ­ქი. სა­დაც არ ვართ, ყველ­გან კარ­გი გვგო­ნია... თურ­ქეთ­ში რა სი­ტუ­ა­ცი­ა­საც და­ვე­ჯა­ხე, იმას მა­ნამ­დე ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი... თავ­და­პირ­ვე­ლად ურ­თუ­ლეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩავ­ვარ­დი - ვი­ღა­ცე­ბი გა­ვი­ცა­ნი, მაგ­რამ არას­წორ ად­გი­ლას და არას­წორ ხალ­ხში მოვ­ხვდი... ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლი აღ­მოვ­ჩნდი. თუმ­ცა ოჯახს ვერ დავ­ძა­ბავ­დი და იქი­დან შე­ვა­ტყო­ბი­ნე, კარ­გად ვარ-მეთ­ქი... თურ­ქუ­ლი ენა არ ვი­ცო­დი და იმ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ისევ მხატ­ვრო­ბით გა­მოვ­ძვე­რი... ძა­ლი­ან ბევ­რი რთუ­ლი დღე გა­მო­ვი­ა­რე. ერთხელ და­სა­ძი­ნე­ბე­ლი რომ არ მქონ­და, სას­ტუმ­როს სა­ხუ­რავ­ზე ავე­დი, სა­დაც ჩამ­ძი­ნე­ბია და დი­ლით მო­ლას ხმამ გა­მაღ­ვი­ძა...

- ცუ­დია, როცა ადა­მი­ა­ნი კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში ასეთ სირ­თუ­ლე­ებს შეხ­ვდე­ბა... თუმ­ცა კარ­გი ისაა, როცა სი­ტუ­ა­ცი­ას არ ეპუ­ე­ბა...

- კი... უპას­პორ­ტოდ დამ­ტო­ვეს. პას­პორ­ტი ვერ გა­მო­ვის­ყი­დე, სა­დაც ვი­მუ­შა­ვე, ყვე­ლამ გა­და­მაგ­დო, ფული არა­ვინ გა­და­მი­ხა­და. მერე მე­გობ­რის დე­დამ მიშ­ვე­ლა, რო­გორ­ღაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­მა­პა­რა. აქ და­ვის­ვე­ნე, მოვძლი­ერ­დი, ავი­ღე ახა­ლი პას­პორ­ტი და ისევ სტამ­ბოლ­ში ჩა­მო­ვე­დი. მე­გო­ბარ­თან ერ­თად ბინა ვი­ქი­რა­ვე და ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ო­ბა და­ვი­წყე, ამას­თა­ნა­ვე, თურ­ქუ­ლიც ვის­წავ­ლე... ვე­რა­ვინ იტყვის, რომ აქ ვინ­მე და­მეხ­მა­რა, სა­კუ­თა­რი თავი მარ­ტომ "გავ­ქა­ჩე“. ყვე­ლა­ფერ­ში ხატ­ვა მეხ­მა­რე­ბო­და. ასეა, ხე­ლო­ვანს ენა არ სჭირ­დე­ბა.

რო­გორც იცით, აქ დიდი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბია, სა­დაც ინ­ტენ­სი­უ­რად დავ­დი­ო­დი, - ვამ­ბობ­დი, რომ ვხა­ტავ, დი­ზა­ი­ნე­რი ვარ. ერთხე­ლაც, რა­ღაც უმ­ნიშ­ვნე­ლო ფირ­მამ შე­მამ­ჩნია. ალა­თი­ნი კარ­გი კაცი აღ­მოჩ­ნდა. დღემ­დე პა­ტივს ვცემ მას და მის ძმას, ის­მა­ილს. სა­მუ­შა­ოდ ამიყ­ვა­ნეს. მერე ალა­თინ­მა კონ­სტრუქ­ტორ­თან გა­მიშ­ვა, იქაც კარ­გი ცოლ-ქმა­რი დამ­ხვდა. ერთ დღეს იმ კაც­მა მი­თხრა, - ჩემი ძმა მა­მა­კა­ცე­ბის დიდ ფირ­მა­ში მუ­შა­ობს, იქ­ნებ შენი ნა­მუ­შევ­რე­ბი მო­ე­წო­ნოთ, ვაჩ­ვე­ნო­თო. მო­ე­წო­ნათ, იყი­დეს და მი­მიწ­ვი­ეს. შემ­დეგ მე­ო­რე ფირ­მამ მი­მიწ­ვია, ხელ­ფა­სიც მო­მე­მა­ტა. სა­ხე­ლიც გა­ვით­ქვი, კი­დევ ერთი ფირ­მაც გა­მოჩ­ნდა. წარ­მა­ტე­ბა ნელ-ნელა მო­ვი­და და მე­ტად განვვი­თარ­დი.

შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე ერთ ცნო­ბილ ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მე­ლიც ყო­ველ ჯერ­ზე მსოფ­ლიო ბაზ­რად გა­და­იქ­ცე­ვა ხოლ­მე. ან­დრი­ა­ნა ლიმა, ირი­ნა შე­ი­კი, მი­რან­და ქეი და ა.შ - ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ფეს­ტი­ვალ­ზე 40 მი­ლი­ო­ნი იხარ­ჯე­ბა...

ან­დრი­ა­ნა ლიმა "ვიქ­ტო­რია სეკ­რე­ტის“ უკვე ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი იყო, ჩემი კაბა აარ­ჩია და მო­ი­თხო­ვა, ვინ შექ­მნა, ავ­ტო­რი მა­ნა­ხე­თო. თურ­ქებ­მა იეჭ­ვი­ა­ნეს და არ გა­მაც­ნეს, ლი­მამ­დე არ მი­მიყ­ვა­ნეს, გული დამ­წყდა. ჩემი 4 კაბა იყო ბა­ნერ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

- რო­გორც მი­თხა­რით, ახლა ერთ-ერთ დიდ ფირ­მა­ში მუ­შა­ობთ...

- კი. თან­და­თან გე­მოვ­ნე­ბაც მეც­ვლე­ბო­და, ძა­ლი­ან დიდ ფირ­მა­ში "კიკი-რი­კი­ში“ გა­და­ვე­დი (მსოფ­ლიო მარ­კაა). კოს­ტი­უ­მე­ბი იქ­მნე­ბა სა­კონ­ცერ­ტო პრო­ექ­ტე­ბის­თვის, შოუ პროგ­რა­მე­ბის­თვის, დის­კოკ­ლუ­ბე­ბის­თვის... ახლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ. ფირ­მა­ში ერ­თა­დერ­თი დი­ზა­ი­ნე­რი ვარ. მერე ჩემი მარ­კა "ია­გაშ“ გა­ვა­კე­თე.

- დე­დის პა­ტივ­სა­ცე­მად?

- დიახ, ეს სა­ხე­ლი დე­და­ჩე­მის გვა­რი მი­ხედ­ვით გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც ყვე­ლამ აი­ტა­ცა, იქამ­დე, რომ თურ­ქებ­მა და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი მარ­კა მომ­პა­რეს, მაგ­რამ დავა მო­ვი­გე. მე ავ­ხსე­ნი, რას ნიშ­ნავ­და "ია­გა­ში“ და მათ - ვერა... კა­რი­ე­რას ნუ­ლი­დან რომ იწყებ იქ, სა­დაც გვერ­დით არა­ვინ გიდ­გას და შენი არა­ვის ეს­მის, ურ­თუ­ლე­სია. სულ რა­ღა­ცის დამ­ტკი­ცე­ბა მი­წევ­და. აზი­უ­რი ქვე­ყა­ნა ზო­გა­დად, უცხოს რთუ­ლად იღებს. რამ­დე­ნი სპონ­სო­რი გა­მოჩ­ნდა და ყვე­ლას­თან მი­სას­ვლე­ლი გზა და­მიბ­ლო­კეს.

- დღეს ქარ­თველ ნი­ჭი­ერ ბი­ჭთან, თორ­ნი­კე ძა­ვაშ­ვილ­თან ერ­თად მუ­შა­ობთ. რო­გორ გა­და­იკ­ვე­თა თქვე­ნი გზე­ბი?

- თორ­ნი­კე უნი­ჭი­ე­რე­სია. დი­ზა­ი­ნე­რო­ბის გარ­და, მომ­ღე­რა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2017 წელს "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნი“ იყო. სა­კუ­თარ თავ­ზე ჯობს, თვი­თონ ისა­უბ­როს.

თორ­ნი­კე ძა­ვაშ­ვი­ლი:

- გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, მშობ­ლებს და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. მამა მუ­სი­კო­სი იყო, "ქსოვ­რე­ლებ­ში უკ­რავ­და“, სას­მე­ლი უყ­ვარ­და, მერე მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს გას­ცილ­დნენ. მა­მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, მაგ­რამ მძი­მე სე­ნის მქო­ნეს ჩვენ ვუვ­ლი­დით. ბო­ლოს კი, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა... დედა მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და, მე და ჩემი და მა­შინ პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით. მცი­რე ასა­კი­დან მოგ­ვი­წია შრო­მა, - სკო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ჯერ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ვმუ­შა­ობ­დი, მერე - მიმ­ტა­ნად. მძი­მე ოპე­რა­ცია მეც გა­მი­კე­თეს, სიმ­სივ­ნუ­რი წა­ნა­ზარ­დი მქონ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ამის გამო რა­ღაც პე­რი­ოდ­ში სახ­ლში ვი­ყა­ვი. დე­დაც ხე­ლო­ვა­ნია, ქსოვს, ქარ­გავს, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია. შეკ­ვე­თებს ქსოვ­და და უცხო­ეთ­ში აგ­ზავ­ნი­და. დე­დის ამ შრო­მას რომ ვუ­ყუ­რებ­დი, მომ­წონ­და, ამას­თა­ნა­ვე, ვხა­ტავ­დი კი­დეც. სახ­ლში უაზ­როდ ხომ არ ვიქ­ნე­ბო­დი და გა­დაგ­ვწყვი­ტე, ფაქ­ტობ­რი­ვად, მწო­ლი­ა­რე დე­დას დავ­ხმა­რე­ბო­დი. ვთხო­ვე, ქსო­ვა მას­წავ­ლე-მეთ­ქი... მას­წავ­ლა.

დღეს უკვე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ კი­დევ ბევ­რი მაქვს სას­წავ­ლი. ყო­ველ­დღე და ყო­ველ­წუ­თი­ე­რად, რო­გორც დი­ზა­ი­ნე­რი, პრო­ფე­სი­უ­ლად ვიზ­რდე­ბი.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა სულ მინ­დო­და და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და. თურ­ქეთ­ში გი­ორ­გის დახ­მა­რე­ბით ეს შევ­ძე­ლი, 4 წელი ვის­წავ­ლე და დი­ზა­ი­ნე­რის დიპ­ლო­მი ავი­ღე...

ვიდ­რე თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი, ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი ონ­ლა­ინ გვერ­დი გა­ვა­კე­თე და თან მაგ პე­რი­ოდ­ში "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნიც“ გავ­ხდი. ამის შემ­დეგ წა­მო­ვი­და ჩემი და­ცინ­ვა, -კაცი მქსო­ვე­ლი? ქა­ლა­ჩუ­ნა - იყო ასე­თი ფრა­ზე­ბი. მწყინ­და, მაგ­რამ გული საქ­მე­ზე რომ არ ამცრუ­ე­ბო­და, ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი. თუმ­ცა ბევ­რიც მა­ქებ­და. ჩემი საქ­მე წარ­მა­ტე­ბით წა­ვი­და, ევ­რო­პი­დან, ამე­რი­კი­დან ნა­მუ­შევ­რებს ითხოვ­დნენ. მე და დედა ძი­რი­თა­დად დაკ­ვე­თით ვმუ­შა­ობ­დით, სულ ხე­ლით.

გი­ორ­გი ბა­ღა­თუ­რია:

- ერთხე­ლაც მე­გო­ბარ­თან ვი­ყა­ვი და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ერთი კარ­გი ბიჭი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რო­მე­ლიც თან ქსოვ­და. აქ ბევ­რს - თურ­ქსაც და ქარ­თველ­საც დავ­ხმა­რე­ბი­ვარ. ამ ბი­ჭის ნა­მუ­შევ­რე­ბი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და მო­მინ­და, მის­თვის დახ­მა­რე­ბის ხელი გა­მე­წო­დე­ბი­ნა. და­ვუ­კავ­შირ­დი, და­ვე­ლა­პა­რა­კე. მერე დე­და­მი­სიც გა­ვი­ცა­ნი. ინ­ტერ­ნე­ტით ვსა­უბ­რობ­დით და ერთხე­ლაც დე­და­მისს ვუ­თხა­რი, თორ­ნი­კე ჩემ­თან, სტამ­ბოლ­ში გა­მო­ეშ­ვა. თორ­ნი­კე ცოტა დაფრ­თხა, რად­გან ახ­ლოს არ მიც­ნობ­და... სა­ბო­ლო­ოდ დარ­წმუნ­და, რომ არ ვი­ტყუ­ე­ბო­დი...

ვიდ­რე ჩა­მო­ვი­დო­და, ჩემს უფ­როსს ვუ­თხა­რი, დამ­ხმა­რე მჭირ­დე­ბა და ასე­თი ბიჭი აღ­მო­ვა­ჩი­ნე-მეთ­ქი...

თორ­ნი­კეს ამ სი­ახ­ლეს­თან და დიდ შრო­მას­თან შე­ჯა­ხე­ბა ცოტა გა­უ­ჭირ­და, მაგ­რამ შე­ე­გუა, დაძ­ლია და ერთ დღე­საც ყა­ის­ნა­ღით სას­წა­უ­ლი ჩან­თა შექ­მნა. მერე შევ­თა­ვა­ზე, სა­ერ­თო მარ­კა გა­ვა­კე­თოთ-მეთ­ქი და ასე დავ­წე­რე TG.Yagash (თორ­ნი­კე და გი­ორ­გი) ანუ Dolce & gabbana-ს მსგავ­სად. ისე, აქ ყვე­ლა ასე გვე­ძა­ხის. დღეს­დღე­ო­ბით "კიკი-რი­კის“ მთა­ვა­რი დი­ზა­ი­ნე­რი და დი­რექ­ტო­რი ვარ.

თორ­ნი­კე ძა­ვაშ­ვი­ლი:

- უცხო გა­რე­მო, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე, უდი­დე­სი კომ­პა­ნია და თა­ვი­დან ამ ყვე­ლა­ფერ­თან შე­გუ­ე­ბა გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ნელ-ნელა ალღო ავუ­ღე... ბევ­რი კომ­პლექ­სი მქონ­და და გი­ორ­გი ამ კომ­პლექ­სე­ბის მოხ­სნა­ში და­მეხ­მა­რა.

- მოკ­ლედ, სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდით...

- გი­ორ­გის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აქ ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გა­მი­მარ­თლა. მე­ო­რე დღეს მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, სახ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ვარ. გი­ორ­გის გა­მო­ჩე­ნა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იღ­ბა­ლი იყო. გი­ორ­გის გაც­ნო­ბი­სა და აქ მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის მერე, კი­დევ უფრო მივ­ხვდი, რომ ეს საქ­მე მარ­თლა ჩე­მია. ცხოვ­რე­ბა­ში ეს უნდა მე­კე­თე­ბი­ნა. ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

გი­ორ­გი ბა­ღა­თუ­რია:

- ისეთ ნა­მუ­შევ­რებს ვქმნით, რომ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვეყ­ნის გე­მოვ­ნე­ბას უნდა მო­ერ­გოს. სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი სახ­ლშიც გვი­ა­ნო­ბამ­დე ვმუ­შა­ობთ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩემი მარ­კის გან­ვი­თა­რე­ბა... "კიკი-რი­კის­თან“ ერ­თად მინ­და, გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბა. ლონ­დონ­ში ჩემს ჩვე­ნე­ბას ელო­დე­ბი­ან. ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბით. თითო კაბა 15.000-დან 25.000 დო­ლა­რამ­დეა შე­ფა­სე­ბუ­ლი. სულ სვა­როვ­სკებ­ში, კრის­ტა­ლებ­შია ნა­ქარ­გი და ნაქ­სო­ვი. სა­ერ­თოდ, მხატ­ვრუ­ლი მხა­რე მა­ინ­ტე­რე­სებს და ასეთ კა­ბებს ვქმნით. ფაქ­ტია, რომ ბევ­რს ვმუ­შა­ობთ, არ ვჩერ­დე­ბით და უკე­თე­სი შე­დე­გის მო­ლო­დი­ნიც გვაქვს...

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეთერი
0

წარმატებები ახალგაზრდებს.მიხარია რპომ წარმატებას მიაღწიეთ და თან ქართველმა ქართველს წამოდგომაში ხელი გაუმართეთ.ჩვენ პატარა ერს ძალიან გვჭირდება ერთმანეთში მხარში დგომა.

გიული
4

დათიკო, მართლაც დიდი კაცი დიდი პედაგოგი.პირველი კლასის გურული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"თავიდან მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდი - ფაქტობრივად, ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი... დღეს ჩვენი თითო კაბა 15 000-დან 25 000 დოლარამდეა შეფასებული" - ქართველი დიზაინერების რთული გზა წარმატებისკენ

"თავიდან მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდი - ფაქტობრივად, ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი... დღეს ჩვენი თითო კაბა 15 000-დან 25 000 დოლარამდეა შეფასებული" - ქართველი დიზაინერების რთული გზა წარმატებისკენ

სვაროვსკის თვლები, ბისერები, აბრეშუმის, ხავერდის და ატლასის ქსოვილები - ეს ის მასალაა, რითაც ქართველი დიზაინერების - გიორგი ბაღათურიასა და თორნიკე ძავაშვილის ულამაზესი ნამუშევრები იქმნება. ისინი ამ ყველაფერს თურქეთში ქმნიან.

გიორგი, იგივე "იაგაში“ სტამბოლში უკვე 20 წელია ცხოვრობს და საქმიანობს. თორნიკე 5 წლის წინ შეუერთდა. თუ როგორ ქარგავენ, ქსოვენ და ბისერებით როგორ ამკობენ უძვიფასეს კაბებს, კოსტიუმებს, ამაზე თავად გვიამბობენ. მოგვიყვებიან ასევე გზაზე, რომელიც მათ სხვადასხვა დროს, თბილისიდან სტამბოლამდე გაიარეს.

გიორგი ბაღათურია:

- დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთში - სოხუმელი ვარ. 12 წლის ვიყავი, აფხაზეთი რომ დავკარგეთ და ლტოლვილებად ვიქეცით. მერე მამაჩემის მხარეში - აბაშაში ვიცხოვრე. 2 წელი სოფლის სკოლაში დავდიოდი. მოგვიანებით თბილისში, ირაკლი აბაშიძის დისშვილის სახლში ვიზრდებოდი. ჩვენი ნათესავები არიან...

4-5 წლის ასაკში თოჯინებს ვქმნიდი, სპექტაკლებს ვდგამდი, ცოტა უცნაური ბავშვიც ვიყავი, ბავშვებთან არ ვთამაშობდი, ამას თოჯინების შექმნა მერჩივნა. წარმოიდგინეთ, რომ მეორეკლასელს შეკვეთებიც მქონდა. დედაჩემი ირინა იაგაშკინა აფხაზეთში ცნობილი მკერავი იყო. მისგან ბევრი რამ გადმომეცა - მე და ჩემს დებს პატარ-პატარა შესაკერებს დაგვიდებდა და ჩვენც ვმუშაობდით. ვიგონებდი პერსონაჟებს, ათასობით პერსონაჟს ვხატავდი, სახელებს ვარქმევდი, პოდიუმს ვაკეთებდი და მეზობლებს ვაჩვენებდი... ცოტა წინასწარი ხედვის უნარიც მაქვს და რომ ვიზრდებოდი, მერე ვხედავდი, რომ ის პერსონაჟები, რასაც ვხატავდი, ცხოვრებაში მართლაც მხვდებოდნენ...

ჩემი მამიდაშვილის მამამთილმა, ჟურნალისტმა კობამ (ირაკლი აბაშიძის დისშვილი) რომ ნახა ის ნამუშევრები, გაგიჟდა... ის ყველაფერი შენახული მაქვს. ახლა რომ ვუყურებ, მიკვირს, იმ თარგებს, კონსტრუქციებს როგორ ვიგონებდი. ჩემი პირველი უფულო კლიენტი სოხუმში ჩვენი მეზობელი იყო.

- საკუთარი ნიჭი უკვე ზრდასრულმა სად და როგორ განავითარეთ?

- ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი პედაგოგი დავით ურუშაძე იყო, საქმის უბადლო მცოდნე და ბევრი ცნობილი ქართველი მხატვრის პედაგოგი. რომ მასწავლიდა, მაშინ 90 წლამდე იქნებოდა. ჩვენ მისი ბოლო ნაკადი ვიყავით. ბატონ დავითს შევუყვარდი, მეც განსაკუთრებულად მიყვარდა...

პროფესორმა ომარ ჩუბინიძემ კი მირჩია, სამხატვრო აკადემიაში არა დიზაინის, ფერწერის მიმართულებით წავსულიყავი. აკადემიაში პირველივე წელს, უფასოზე მოხვდი. 3 ადგილი იყო და 60 აბიტურიენტი აბარებდა. მოკლედ, ჩემი მონაცემები შენიშნეს და არ დავიკარგე. აკადემიაში კინომხატვარ-რეჟისორის ფაკულტეტი წარმატებით დავამთავრე. მერე კინო და თეატრის მხატვრობამ გამიტაცა. თავიდანვე მიზიდავდა ფილმები, კოსტიუმები, ინტერიერი, ექსტერიერი. მოკლედ, ფილმი "ჩემი“ იყო და სხვადასხვა რეჟისორთან 12 ქართულ ფილმზე ვიმუშავე, მათ შორის: მერაბ კოკოჩაშვილთან, გიორგი ხარებავასთან...

საინტერესო ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი და ამ კუთხითაც დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ვიყავი ასევე ტელევიზიაში, კონცერტებს ვატარებდი, აქტიურად ვცხოვრობდი...

მერე სტამბოლში დასასვენებლად წასვლა გადავწყვიტე. ოჯახი მარტოს არ გამიშვებდა და მოვიტყუე, იტალიაში მეგობრებთან ერთად გადაღებებზე მივდივარ-მეთქი. სადაც არ ვართ, ყველგან კარგი გვგონია... თურქეთში რა სიტუაციასაც დავეჯახე, იმას მანამდე ვერც წარმოვიდგენდი... თავდაპირველად ურთულეს მდგომარეობაში ჩავვარდი - ვიღაცები გავიცანი, მაგრამ არასწორ ადგილას და არასწორ ხალხში მოვხვდი... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ფაქტობრივად, ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი. თუმცა ოჯახს ვერ დავძაბავდი და იქიდან შევატყობინე, კარგად ვარ-მეთქი... თურქული ენა არ ვიცოდი და იმ რთული სიტუაციიდან ისევ მხატვრობით გამოვძვერი... ძალიან ბევრი რთული დღე გამოვიარე. ერთხელ დასაძინებელი რომ არ მქონდა, სასტუმროს სახურავზე ავედი, სადაც ჩამძინებია და დილით მოლას ხმამ გამაღვიძა...

- ცუდია, როცა ადამიანი კარიერის დასაწყისში ასეთ სირთულეებს შეხვდება... თუმცა კარგი ისაა, როცა სიტუაციას არ ეპუება...

- კი... უპასპორტოდ დამტოვეს. პასპორტი ვერ გამოვისყიდე, სადაც ვიმუშავე, ყველამ გადამაგდო, ფული არავინ გადამიხადა. მერე მეგობრის დედამ მიშველა, როგორღაც საქართველოში გადმომაპარა. აქ დავისვენე, მოვძლიერდი, ავიღე ახალი პასპორტი და ისევ სტამბოლში ჩამოვედი. მეგობართან ერთად ბინა ვიქირავე და ქალაქში მოძრაობა დავიწყე, ამასთანავე, თურქულიც ვისწავლე... ვერავინ იტყვის, რომ აქ ვინმე დამეხმარა, საკუთარი თავი მარტომ "გავქაჩე“. ყველაფერში ხატვა მეხმარებოდა. ასეა, ხელოვანს ენა არ სჭირდება.

როგორც იცით, აქ დიდი სავაჭრო ცენტრებია, სადაც ინტენსიურად დავდიოდი, - ვამბობდი, რომ ვხატავ, დიზაინერი ვარ. ერთხელაც, რაღაც უმნიშვნელო ფირმამ შემამჩნია. ალათინი კარგი კაცი აღმოჩნდა. დღემდე პატივს ვცემ მას და მის ძმას, ისმაილს. სამუშაოდ ამიყვანეს. მერე ალათინმა კონსტრუქტორთან გამიშვა, იქაც კარგი ცოლ-ქმარი დამხვდა. ერთ დღეს იმ კაცმა მითხრა, - ჩემი ძმა მამაკაცების დიდ ფირმაში მუშაობს, იქნებ შენი ნამუშევრები მოეწონოთ, ვაჩვენოთო. მოეწონათ, იყიდეს და მიმიწვიეს. შემდეგ მეორე ფირმამ მიმიწვია, ხელფასიც მომემატა. სახელიც გავითქვი, კიდევ ერთი ფირმაც გამოჩნდა. წარმატება ნელ-ნელა მოვიდა და მეტად განვვითარდი.

შემდეგ მუშაობა დავიწყე ერთ ცნობილ ფესტივალზე, რომელიც ყოველ ჯერზე მსოფლიო ბაზრად გადაიქცევა ხოლმე. ანდრიანა ლიმა, ირინა შეიკი, მირანდა ქეი და ა.შ - ეს ადამიანები მონაწილეობენ, ფესტივალზე 40 მილიონი იხარჯება...

ანდრიანა ლიმა "ვიქტორია სეკრეტის“ უკვე ცნობილი მოდელი იყო, ჩემი კაბა აარჩია და მოითხოვა, ვინ შექმნა, ავტორი მანახეთო. თურქებმა იეჭვიანეს და არ გამაცნეს, ლიმამდე არ მიმიყვანეს, გული დამწყდა. ჩემი 4 კაბა იყო ბანერზე წარმოდგენილი.

- როგორც მითხარით, ახლა ერთ-ერთ დიდ ფირმაში მუშაობთ...

- კი. თანდათან გემოვნებაც მეცვლებოდა, ძალიან დიდ ფირმაში "კიკი-რიკიში“ გადავედი (მსოფლიო მარკაა). კოსტიუმები იქმნება საკონცერტო პროექტებისთვის, შოუ პროგრამებისთვის, დისკოკლუბებისთვის... ახლა ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობ. ფირმაში ერთადერთი დიზაინერი ვარ. მერე ჩემი მარკა "იაგაშ“ გავაკეთე.

- დედის პატივსაცემად?

- დიახ, ეს სახელი დედაჩემის გვარი მიხედვით გაჩნდა, რომელიც ყველამ აიტაცა, იქამდე, რომ თურქებმა დაპატენტებული მარკა მომპარეს, მაგრამ დავა მოვიგე. მე ავხსენი, რას ნიშნავდა "იაგაში“ და მათ - ვერა... კარიერას ნულიდან რომ იწყებ იქ, სადაც გვერდით არავინ გიდგას და შენი არავის ესმის, ურთულესია. სულ რაღაცის დამტკიცება მიწევდა. აზიური ქვეყანა ზოგადად, უცხოს რთულად იღებს. რამდენი სპონსორი გამოჩნდა და ყველასთან მისასვლელი გზა დამიბლოკეს.

- დღეს ქართველ ნიჭიერ ბიჭთან, თორნიკე ძავაშვილთან ერთად მუშაობთ. როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები?

- თორნიკე უნიჭიერესია. დიზაინერობის გარდა, მომღერალია, საქართველოში 2017 წელს "მისტერ ვალენტინი“ იყო. საკუთარ თავზე ჯობს, თვითონ ისაუბროს.

თორნიკე ძავაშვილი:

- გაჭირვებულ ოჯახში გავიზარდე, მშობლებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მამა მუსიკოსი იყო, "ქსოვრელებში უკრავდა“, სასმელი უყვარდა, მერე მშობლები ერთმანეთს გასცილდნენ. მამას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მაგრამ მძიმე სენის მქონეს ჩვენ ვუვლიდით. ბოლოს კი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა... დედა მეორედ დაოჯახდა, მე და ჩემი და მაშინ პატარები ვიყავით. მცირე ასაკიდან მოგვიწია შრომა, - სკოლის პარალელურად ჯერ მშენებლობაზე ვმუშაობდი, მერე - მიმტანად. მძიმე ოპერაცია მეც გამიკეთეს, სიმსივნური წანაზარდი მქონდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამის გამო რაღაც პერიოდში სახლში ვიყავი. დედაც ხელოვანია, ქსოვს, ქარგავს, ძალიან ნიჭიერია. შეკვეთებს ქსოვდა და უცხოეთში აგზავნიდა. დედის ამ შრომას რომ ვუყურებდი, მომწონდა, ამასთანავე, ვხატავდი კიდეც. სახლში უაზროდ ხომ არ ვიქნებოდი და გადაგვწყვიტე, ფაქტობრივად, მწოლიარე დედას დავხმარებოდი. ვთხოვე, ქსოვა მასწავლე-მეთქი... მასწავლა.

დღეს უკვე ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობ, მაგრამ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. ყოველდღე და ყოველწუთიერად, როგორც დიზაინერი, პროფესიულად ვიზრდები.

უმაღლესი განათლების მიღება სულ მინდოდა და ამის საშუალება არ მქონდა. თურქეთში გიორგის დახმარებით ეს შევძელი, 4 წელი ვისწავლე და დიზაინერის დიპლომი ავიღე...

ვიდრე თბილისში ვიყავი, ჩემი პროფესიული ონლაინ გვერდი გავაკეთე და თან მაგ პერიოდში "მისტერ ვალენტინიც“ გავხდი. ამის შემდეგ წამოვიდა ჩემი დაცინვა, -კაცი მქსოველი? ქალაჩუნა - იყო ასეთი ფრაზები. მწყინდა, მაგრამ გული საქმეზე რომ არ ამცრუებოდა, ყურადღებას არ ვაქცევდი. თუმცა ბევრიც მაქებდა. ჩემი საქმე წარმატებით წავიდა, ევროპიდან, ამერიკიდან ნამუშევრებს ითხოვდნენ. მე და დედა ძირითადად დაკვეთით ვმუშაობდით, სულ ხელით.

გიორგი ბაღათურია:

- ერთხელაც მეგობართან ვიყავი და სოციალურ ქსელში მოულოდნელად ერთი კარგი ბიჭი აღმოვაჩინე, რომელიც თან ქსოვდა. აქ ბევრს - თურქსაც და ქართველსაც დავხმარებივარ. ამ ბიჭის ნამუშევრები ძალიან მომეწონა და მომინდა, მისთვის დახმარების ხელი გამეწოდებინა. დავუკავშირდი, დაველაპარაკე. მერე დედამისიც გავიცანი. ინტერნეტით ვსაუბრობდით და ერთხელაც დედამისს ვუთხარი, თორნიკე ჩემთან, სტამბოლში გამოეშვა. თორნიკე ცოტა დაფრთხა, რადგან ახლოს არ მიცნობდა... საბოლოოდ დარწმუნდა, რომ არ ვიტყუებოდი...

ვიდრე ჩამოვიდოდა, ჩემს უფროსს ვუთხარი, დამხმარე მჭირდება და ასეთი ბიჭი აღმოვაჩინე-მეთქი...

თორნიკეს ამ სიახლესთან და დიდ შრომასთან შეჯახება ცოტა გაუჭირდა, მაგრამ შეეგუა, დაძლია და ერთ დღესაც ყაისნაღით სასწაული ჩანთა შექმნა. მერე შევთავაზე, საერთო მარკა გავაკეთოთ-მეთქი და ასე დავწერე TG.Yagash (თორნიკე და გიორგი) ანუ Dolce & gabbana-ს მსგავსად. ისე, აქ ყველა ასე გვეძახის. დღესდღეობით "კიკი-რიკის“ მთავარი დიზაინერი და დირექტორი ვარ.

თორნიკე ძავაშვილი:

- უცხო გარემო, საპასუხისმგებლო საქმე, უდიდესი კომპანია და თავიდან ამ ყველაფერთან შეგუება გამიჭირდა, მაგრამ ყველაფერს ნელ-ნელა ალღო ავუღე... ბევრი კომპლექსი მქონდა და გიორგი ამ კომპლექსების მოხსნაში დამეხმარა.

- მოკლედ, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდით...

- გიორგისგან განსხვავებით, აქ ჩამოსვლისთანავე გამიმართლა. მეორე დღეს მუშაობა დავიწყე, სახლით უზრუნველყოფილი ვარ. გიორგის გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში იღბალი იყო. გიორგის გაცნობისა და აქ მუშაობის დაწყების მერე, კიდევ უფრო მივხვდი, რომ ეს საქმე მართლა ჩემია. ცხოვრებაში ეს უნდა მეკეთებინა. ბავშვობიდან ვოცნებობდი, ხელოვნებაში ვყოფილიყავი.

გიორგი ბაღათურია:

- ისეთ ნამუშევრებს ვქმნით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის გემოვნებას უნდა მოერგოს. სამსახურიდან დაბრუნებულები სახლშიც გვიანობამდე ვმუშაობთ.

მნიშვნელოვანია, ჩემი მარკის განვითარება... "კიკი-რიკისთან“ ერთად მინდა, გამოფენის მოწყობა. ლონდონში ჩემს ჩვენებას ელოდებიან. ამისთვის ვემზადებით. თითო კაბა 15.000-დან 25.000 დოლარამდეა შეფასებული. სულ სვაროვსკებში, კრისტალებშია ნაქარგი და ნაქსოვი. საერთოდ, მხატვრული მხარე მაინტერესებს და ასეთ კაბებს ვქმნით. ფაქტია, რომ ბევრს ვმუშაობთ, არ ვჩერდებით და უკეთესი შედეგის მოლოდინიც გვაქვს...