ავტორი:

"ელენემ შეაპარა დედამისი, ანუ მე, ფოტოაპარატით, რომ გადაეღო ტიტლიკანასთვისო" - რას ამბობს ელენე ხოშტარიას დედა ირაკლი კობახიძის აუზის ფოტოებზე

"ელენემ შეაპარა დედამისი, ანუ მე, ფოტოაპარატით, რომ გადაეღო ტიტლიკანასთვისო" - რას ამბობს ელენე ხოშტარიას დედა ირაკლი კობახიძის აუზის ფოტოებზე

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებებს, პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე არ დაესწრო. სწორედ იმავე დღეს კი მედიაში კობახიძის ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანდა, რომ აუზზე ირუჯებოდა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, მათ შორის კობახიძე ამბობს, რომ ეს ფოტოები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედამ, ირინა გუნცაძემ გადაიღო.

აღნიშნულ ინფორმაციას კი გუნცაძე სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტით პასუხობს:

"წარმოიდგინეთ, რა ხდება ქოცების უნაუჭო თავებში! მარიკა მახარაშვილმა თავისი ჩვეული იუმორით ანიბალ კარაჩის ტილოში ჩასვა ამ ტუტუცის ფიგურა.. და როგორც ორიგინალს შეეფერება დააწერა ზეთი ტილო..

და ჰოი საოცრებავ გამწარებულ გაჭირვებულმა პოსტ- ივისტებმა მოიფიქრეს ელენე ხოშტარიამო შეაპარა დედამისი, ანუ მე ფოტოაპარატით, რომ გადამეღო ტიტლიკანა ფსიხოპატისთვისო, ოღონდ ამას სერიოზულად აცხადებენ ცისფერი ეკრანებიდან!

ფანტაზია, პროპაგანდა ჩიხშია საქოცეთო. . ვაი თქვენს პატრონს უბედურს როგორც მანანა იტყოდა! "გარეჯი საქართველოა" ,"ომი გინდათ"?! "პუტინმა,მიშამ მთხოვაო ფრენების აღდგენაო" მოკლედ ვას ნე ვილიჩატ ვეღარა", - წერს ირინა გუნცაძე.

ნახეთ ასევე: "26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში?" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე გავრცელებულ კადრებზე