ავტორი:

Vera Wang-ის საქორწილო კაბა, პატარძლის დედა მოკლე შარვლით, "ოცნების" დეპუტატი და სხვა ცნობილი სტუმრები - ფოტოები თაკო ნაცვლიშვილის იტალიური ქორწილიდან

Vera Wang-ის საქორწილო კაბა, პატარძლის დედა მოკლე შარვლით, "ოცნების" დეპუტატი და სხვა ცნობილი სტუმრები - ფოტოები თაკო ნაცვლიშვილის იტალიური ქორწილიდან

გუშინ ულამაზესი ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი თავის რჩეულ ოთო ხუროძეზე დაქორწინდა. ბედნიერმა წყვილმა ქორწილი იტალიაში გადაიხადა. პატარძლის თეთრ კაბას, რომელიც მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის, Vera Wang-ის კოლექციიდანაა, შთამბეჭდავი "ვუალი" ამშვენებდა. წყვილმა ჯვარი San Salvatore ai Monti-ში, ქართულ ტაძარში დაიწერა.

ცერემონიის ფოტოებს იტალიიდან თაკოს მეგობრები სოციალურ ქსელში აზიარებდნენ.

თაკო ნაცვლიშვილი და ოთო ხუროძე რამდენიმე წელია შეყვარებულები არიან.

ambebi.ge მათი სიყვარულის ისტორიის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს წერდა. თუმცა წყვილი საკუთარ გრძნობებს სოციალურ ქსელში იშვიათად ასაჯაროებდა. ჩვენი ინფორმააცით, თაკო და ოთო რამდენიმე თვე იყვნენ დანიშნულები და ეს პერიოდი ქორწილისთვის ემზადებოდნენ.

სტუმრებს შორის ყურადღების ცენტრში იყვნენ პატარძლის ცნობილი მშობლები, ყოფილი მოდელი, სამოდელო სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელი ნინო ცქიტიშვილი და მისი მეუღლე, ვეტერანი კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილი.

პატარძლის დედამ არჩევანი ვარდისფერ შორტსა და კოსტიუმზე გააკეთა. ცნობილ სტუმრებს შორის იყვნენ "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი კახიანი. ქორწილს ასევე ესწრებოდა ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე.

თაკო ნაცვლიშვილი, დასთან, ანასთან ერთად
დეპუტატი გიორგი კახიანი, მეუღლესთან და ნაცვლიშვილების ოჯახთან ერთად
მარიამ გეგუჩაძე სიძესთან, ოთო ხუროძესთან ერთად