Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომხდარის დამალვის მიზეზი მკვლელობაში ბრალდებული ბაჟუნაიშვილისგან მუქარა იყო" - რა თქვეს პროცესზე 20 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებმა?
"მომხდარის დამალვის მიზეზი მკვლელობაში ბრალდებული ბაჟუნაიშვილისგან მუქარა იყო" - რა თქვეს პროცესზე 20 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებმა?

ქო­ბუ­ლეთ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ სამ პირს - ალექ­სან­დრე ახვლე­დი­ანს, და­ვით მე­ნაბ­დეს და ლუკა ჯიბ­ლა­ძეს ბათუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

სა­მი­ვე და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მუხ­ლით ედე­ბათ.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე ბა­ჟუ­ნა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ბრალ­დე­ბა და­უს­წრებ­ლად აქვს წარ­დგე­ნი­ლი, ქვე­ყა­ნა თურ­ქე­თის გავ­ლით უკვე და­ტო­ვა და მი­მალ­ვა­შია.

პრო­ცეს­ზე ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ მომ­ხდა­რის და­მალ­ვის მი­ზე­ზი მუ­ქა­რა და შიში იყო, რის გა­მოც ალექ­სან­დრე ახვლე­დი­ან­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არ აც­ნო­ბა.

მისი თქმით, მუ­ქა­რას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ალექ­სან­დრე ბა­ჟუ­ნა­იშ­ვი­ლის მხრი­დან გა­ნიც­დიდ­ნენ.

  • პრო­კუ­რორ თორ­ნი­კე გო­გეშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ჯერ­ჯე­რო­ბით ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა სა­ხელ­დე­ბა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­მალ­ვა­ში მყოფ­მა ალექ­სან­დრე ბა­ჟუ­ნა­იშ­ვილ­მა სტუმ­რად მყო­ფი გი­ორ­გი ალ­ხა­ნიშ­ვი­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ბრალ­დე­ბის მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით ალექ­სან­დრე ბა­ჟუ­ნა­იშ­ვილ­მა ალექ­სან­დრე ახვლე­დი­ან­თან ერ­თად, მოკ­ლუ­ლის ცხე­და­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გულ­ში მო­ა­თავ­სა და მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში ტყის პი­რას და­მარ­ხა.

გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, მომ­ხდარს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ვით მე­ნაბ­დე და ლუკა ჯიბ­ლა­ძე შე­ეს­წრნენ, თუმ­ცა მათ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მომ­ხდა­რი არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

პრო­კუ­რო­რის თქმით, თა­ვად მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე ბა­ჟუ­ნა­იშ­ვი­ლი ლონ­დონ­ში სწავ­ლობს და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მა­ისს ღა­მით მოხ­და. მე­ო­რე დღეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა შემ­თხვე­ვის დროს მყო­ფი პი­რის დახ­მა­რე­ბით ცხე­და­რი და­უ­სახ­ლე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ი­ტა­ნა და და­მარ­ხა, თვი­თონ კი 19 მა­ისს ქვე­ყა­ნა თურ­ქე­თის გავ­ლით და­ტო­ვა. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 22 მა­ი­სი­დან და­ი­წყო, როცა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თეს, მათ იცოდ­ნენ ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, თუმ­ცა ოჯა­ხის წევ­რებს ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უმ­ტკი­ცე­ბენ, რომ 20 წლის ახალ­გაზ­რდა სახ­ლი­დან ტაქ­სით გა­ა­ცი­ლეს“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა თორ­ნი­კე გო­გეშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ქო­ბუ­ლეთ­ში სო­ფელ ლეღ­ვა­ში 20 წლის გი­ორ­გი ალ­ხა­ნაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 26 მა­ისს გამ­თე­ნი­ი­სას იპო­ვეს. გარ­დაც­ვლილს ექ­სპერ­ტი­ზა უკვე ჩა­უ­ტარ­და, იგი დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდას ცხე­დარს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. მისი ამოც­ნო­ბა დე­დამ პი­რა­დი ნივ­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შეძ­ლო.

მომ­დევ­ნო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 18 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლექტორი
0

რას ასწავლიან სკოლაში 10 წელი? რატომ ამოიღეს "აღზრდა" პროგრამიდან?

თბილისელი
1

დაკითხვისას ცრუ ინფორმაციაზე დამატებითი სასჯელია,ოქმზე ხელს აწერენ . . . 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"მომხდარის დამალვის მიზეზი მკვლელობაში ბრალდებული ბაჟუნაიშვილისგან მუქარა იყო" - რა თქვეს პროცესზე 20 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებმა?

"მომხდარის დამალვის მიზეზი მკვლელობაში ბრალდებული ბაჟუნაიშვილისგან მუქარა იყო" - რა თქვეს პროცესზე 20 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებმა?

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამ პირს - ალექსანდრე ახვლედიანს, დავით მენაბდეს და ლუკა ჯიბლაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სამივე დაკავებულს ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვის მუხლით ედებათ.

გამოძიების ინფორმაციით, უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად აქვს წარდგენილი, ქვეყანა თურქეთის გავლით უკვე დატოვა და მიმალვაშია.

პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასამართლოს განუცხადა, რომ მომხდარის დამალვის მიზეზი მუქარა და შიში იყო, რის გამოც ალექსანდრე ახვლედიანმა სამართალდამცავებს არ აცნობა.

მისი თქმით, მუქარას მკვლელობაში ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მხრიდან განიცდიდნენ.

  • პროკურორ თორნიკე გოგეშვილის განცხადებით, მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით ნასვამ მდგომარეობაში ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

მისივე ინფორმაციით, მიმალვაში მყოფმა ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა სტუმრად მყოფი გიორგი ალხანიშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა, ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, მომხდარის კვალის დაფარვის მიზნით ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად, მოკლულის ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსა და მეზობელ სოფელში ტყის პირას დამარხა.

გამოძიების ცნობით, მომხდარს ბრალდებულები დავით მენაბდე და ლუკა ჯიბლაძე შეესწრნენ, თუმცა მათ სამართალდამცავებს მომხდარი არ შეატყობინეს.

პროკურორის თქმით, თავად მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ლონდონში სწავლობს და მისი ადგილსამყოფელის დადგენის ღონისძიებები მიმდინარეობს.

„სასტიკი მკვლელობა მიმდინარე წლის 16 მაისს ღამით მოხდა. მეორე დღეს მკვლელობაში ბრალდებულმა შემთხვევის დროს მყოფი პირის დახმარებით ცხედარი დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადაიტანა და დამარხა, თვითონ კი 19 მაისს ქვეყანა თურქეთის გავლით დატოვა. სამძებრო სამუშაოები 22 მაისიდან დაიწყო, როცა გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა მისი გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს მიმართეს, მათ იცოდნენ ადგილსამყოფელი, თუმცა ოჯახის წევრებს ინციდენტში მონაწილეები უმტკიცებენ, რომ 20 წლის ახალგაზრდა სახლიდან ტაქსით გააცილეს“, - განაცხადა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

ცნობისთვის, ქობულეთში სოფელ ლეღვაში 20 წლის გიორგი ალხანაშვილის ცხედარი 26 მაისს გამთენიისას იპოვეს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, იგი დედოფლისწყაროში გადაასვენეს. ოჯახის ახლობლების თქმით, მოკლული ახალგაზრდას ცხედარს მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული. მისი ამოცნობა დედამ პირადი ნივთების საფუძველზე შეძლო.

მომდევნო სასამართლო პროცესი 18 ივლისს გაიმართება.