ავტორი:

ულამაზესი ქართველი მოდელის იტალიური ქორწილი - თაკო ნაცვლიშვილი გათხოვდა: ფოტოები ცერემონიიდან

ულამაზესი ქართველი მოდელის იტალიური ქორწილი - თაკო ნაცვლიშვილი გათხოვდა: ფოტოები ცერემონიიდან

ულამაზესი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ოთო ხუროძეა. წყვილმა ქორწილი იტალიაში გადაიხადა. პატარძლის თეთრ კაბას შთამბეჭდავი შლეიფი ამშვენებდა.

წყვილმა ჯვარი ქართულ ტაძარში დაიწერეს. ცერემონიის ფოტოებს იტალიიდან თაკოს მეგობრები სოციალურ ქსელში აზიარებენ:

რამდენიმე დღის წინ თაკომ კახეთში წინასაქორწინო წვეულება მოაწყო. მოდელის მეგობრები სასტუმრო „ვაზისუბნის მამულში“ გამარტოვდნენ და საღამოს ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ფოტოებში ჩანდა, რომ მეგობრებს ყველას თეთრი ფერის ტანსაცმელი ეცვათ. ერთ-ერთ ფოტოზე, თაკოს მეგობარი მომავალ პატარძალზე წერდა: ყველაზე ლამაზი პატარძალი.

თაკო ნაცვლიშვილი და ოთო ხუროძე რამდენიმე წელია რაც შეყვარებულები არიან. ambebi.ge მათი სიყვარულის ისტორიის შესახებ, ჯერ კიდევ 2019 წელში წერდა. თუმცა წყვილი საკუთარი გრძნობების აფიშირებას სოციალურ ქსელში იშვიათად ახდენდა. ჩვენი ინფორმააცით თაკო და ოთო რამდენიმე თვეა რაც დანიშნულები არიან და ქორწილისთვის ემზადებიან.