ავტორი:

ამ აღმოჩენამ 81-წლიანი ძიება დაასრულა - 1942 წელს ჩაძირული იაპონური გემი, რომელსაც 1000 ტყვე გადაჰყავდა, ნაპოვნია

ამ აღმოჩენამ 81-წლიანი ძიება დაასრულა - 1942 წელს ჩაძირული იაპონური გემი, რომელსაც 1000 ტყვე გადაჰყავდა, ნაპოვნია

1942 წლის 1 ივლისს, ამერიკული წყალქვეშა ნავი თავს დაესხა იაპონურ SS Montevideo Maru-ს, რის შედეგადაც იგი 13000 ფუტის სიღრმეზე ჩაიძირა. ცოტა ხნის წინ, ADutch-ის საძიებო ეკიპაჟმა SS Montevideo Maru-ს ნარჩენებს მიაგნო.

  • იაპონურ ხომალდს სამხრეთ ჩინეთის ზღვით დაახლოებით 1000 სამხედრო ტყვე - ძირითადად ავსტრალიელები - გადაჰყავდა. ამ აღმოჩენამ ჩაძირული გემის 81-წლიანი ძიება დაასრულა.

SS Montevideo Maru-ს ისტორია ნაგასაკიში, 1926 წელს იწყება. თავდაპირველად მას საქონლისა და მგზავრების გადასაყვანად იყენებდნენ, მაგრამ მისი ფუნქცია მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ შეიცვალა.

ომის დროს ხომალდი უამრავ სატრანსპორტო მისიაში იღებდა მონაწილეობას - განსაკუთრებით ტყვედ ჩავარდნილი მოკავშირეთა სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გადაყვანაში. ბოლო მისიის დროს, გემზე 1000-ზე მეტი პატიმარი იმყოფებოდა, რომელთაგან 979 ავსტრალიელი იყო. საერთო ჯამში, ჩაძირვის დროს 14 ქვეყნის მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დღეს, ხომალდის ნამსხვრევები 4000 მეტრის სიღრმეში მდებარეობს, რაც "ტიტანიკის" მდებარეობას რამდენჯერმე აღემატება. წყარო

მოამზადა ანი შავიშვილმა