პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წყლის დალევა ჭამის შემდეგ ხელს უწყობს მადის რეგულირებას და წონის კლებას" - როგორია ზაზა თელიას განმარტება აქტუალურ კითხვაზე?
"წყლის დალევა ჭამის შემდეგ ხელს უწყობს მადის რეგულირებას და წონის კლებას"  - როგორია ზაზა თელიას განმარტება აქტუალურ კითხვაზე?

უკვე წლე­ბია არ­სე­ბობს ორი მო­საზ­რე­ბა წყლის საკ­ვებ­თან ერ­თად მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ჭა­მის შემ­დეგ წყლის და­ლე­ვა ხელ უშ­ლის მო­ნე­ლე­ბას და წო­ნის კლე­ბას.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი, დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი ზაზა თე­ლია თვლის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საზ­რე­ბა მცდა­რია და ამ სპე­კუ­ლა­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­ო­ლო­გი­ა­ში ვერ ერ­კვე­ვი­ან.

"ეს არის რჩე­ვა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მო­ის­მი­ნოთ მე­გობ­რის­გან სა­დი­ლის დროს ან ექი­მის­გან: ”ჭა­მამ­დე, ჭა­მის დროს და ჭა­მის შემ­დეგ წყა­ლი არ უნდა და­ლიო - ეს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოა და წო­ნის კლე­ბა­ში ხელს შე­გიშ­ლის. ეს რე­კო­მენ­და­ცია მან შე­იძ­ლე­ბა წლე­ბის წინ მო­ის­მი­ნა ან წა­ი­კი­თხა საბ­ჭო­თა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და ჩათ­ვა­ლა, რომ ეს სი­მარ­თლე იყო, ან ახ­ლა­ხან წა­ი­კი­თხა ინ­ტერ­ნეტ­ში, სა­დაც ასე­თი არა­სარ­წმუ­ნო ინ­ფორ­მა­ცია სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და მა­რა­დი­უ­ლად ცო­ცხლობს.

მო­დით გან­ვი­ხი­ლოთ ეს სა­კი­თხი:

1. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, წყლის უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის დროს ან მის შემ­დეგ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ადა­მი­ა­ნის ნორ­მა­ლურ ფი­ზი­ო­ლო­გი­ას.

საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის პრო­ცე­სის სწრა­ფი მი­მო­ხილ­ვა:

საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბა იწყე­ბა პი­რის ღრუ­ში, სა­დაც საჭ­მე­ლი ქუც­მაც­დე­ბა და რბილ­დე­ბა - ფი­ზი­კუ­რად ღეჭ­ვით და ქი­მი­უ­რად სა­ნერ­წყვე ჯირ­კვლე­ბი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი ფერ­მენ­ტე­ბით. შემ­დეგ საკ­ვე­ბი საყ­ლა­პა­ვის გავ­ლით გა­და­დის კუჭ­ში, სა­დაც იშ­ლე­ბა კუ­ჭის მჟა­ვა წვე­ნით. ამის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ნა­რე­ვი გა­და­დის წვრილ ნაწ­ლავ­ში. ზე­მოთ მო­ცე­მულ ეტაპ­ზე ხდე­ბა საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­წო­ვის 75 პრო­ცენ­ტი.

და­ნარ­ჩე­ნი რაც არ შე­ი­წო­ვე­ბა, გა­და­მუ­შავ­დე­ბა მსხვილ ნაწ­ლავ­ში და შემ­დეგ გა­მო­ი­ყო­ფა. მთე­ლი პრო­ცე­სი 24–დან 72 სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბა. მითი იმის შე­სა­ხებ, რომ წყა­ლი ახ­დენს კუ­ჭის წვე­ნის გან­ზა­ვე­ბას, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­ო­ლო­გი­ას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო: 1. წყა­ლი მი­ღე­ბის შემ­დეგ შე­ი­წო­ვე­ბა კუჭ­ში საკ­მა­ოდ სწრა­ფად - რო­გორც წესი, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი შე­საძ­ლო გან­ზა­ვე­ბა კუ­ჭის წვე­ნი­სა წყლით ტრან­ზი­ტო­რუ­ლია (გარ­და­მა­ვა­ლი). მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ კუჭი წყლით მთლი­ა­ნად სავ­სე იქ­ნე­ბა, ეს ხელს არ შე­უშ­ლის საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას, რად­გან წყა­ლი ხელს არ შე­უშ­ლის ფერ­მენ­ტე­ბის აქ­ტი­ვო­ბას, რად­გან ფერ­მენ­ტე­ბი უერ­თდე­ბი­ან და ზე­მოქ­მე­დე­ბენ მხო­ლოდ საკ­ვე­ბის ნა­წი­ლა­კებს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რა რა­ო­დე­ნო­ბის წყა­ლია კუჭ­ში.

2. ასე­ვე არც წყა­ლი არ მოქ­მე­დებს კუ­ჭის მჟა­ვი­ა­ნო­ბა­ზე.

კუჭი გა­მოჰ­ყოფს და რე­ა­გი­რებს იმ­დე­ნი მჟა­ვის გა­მო­ყო­ფით, რამ­დე­ნიც სა­ჭი­როა კუჭ­ში მოხ­ვედ­რი­ლი საკ­ვე­ბის მო­სა­ნე­ლებ­ლად. არ არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი მჟა­ვის გა­მო­ყო­ფის რა­ო­დე­ნო­ბა, ის და­მო­კი­დე­ბუ­ლია კუჭ­ში მოხ­ვედ­რი­ლი საკ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

3. მითი, რომ წყა­ლი ანე­ლებს ტემპს, რომ­ლის დრო­საც საკ­ვე­ბი გა­და­დის კუ­ჭი­დან წვრილ ნაწ­ლავ­ში, ასე­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ფი­ზი­ო­ლო­გი­ას.

ჭა­მის დროს წყლის და­ლე­ვა გავ­ლე­ნას არ ახ­დენს კუ­ჭის დაც­ლის სიჩ­ქა­რე­ზე. პი­რი­ქით - ჭა­მის დროს წყლის და­ლე­ვამ შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­უ­წყოს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით ღეჭ­ვის და ყლაპ­ვის ეტაპ­ზე, სა­დაც მას შე­უძ­ლია ხელი შე­უ­წყოს საჭ­მლის დარ­ბი­ლე­ბას და საყ­ლა­პავ­ში გა­და­ტა­ნას. ასე­ვე კარ­გად ჰიდ­რა­ტი­რე­ბუ­ლი სხე­უ­ლი ეხ­მა­რე­ბა საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას ელი­მი­ნა­ცი­ის ეტაპ­ზე - ეხ­მა­რე­ბა გა­ნა­ვალს დარ­ბი­ლე­ბა­ში და ნაწ­ლავ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სად ამ­ცი­რებს შეკ­რუ­ლო­ბას. ასე­ვე ჭა­მის წინ წყლის და­ლე­ვის ერთ-ერთი და­დე­ბი­თი ეფექ­ტი არის ის, რომ ის დრო­ე­ბით (გახ­სოვ­დეთ, ის შე­ი­წო­ვე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთ­ში) იკა­ვებს ად­გილს თქვენს კუჭ­ში. ეს ხელს შე­უ­წყობს ჭა­მის დროს სავ­სე­ო­ბის შეგ­რძნე­ბას. თუ თქვენ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბას ცდი­ლობთ ჭა­მის წინ 1½ - 2 ჭიქა წყლის მი­ღე­ბა ასო­ცირ­დე­ბა ნაკ­ლე­ბი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით.

უფრო დე­ტა­ლუ­რად:

არ არ­სე­ბობს სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ წყალს შე­უძ­ლია გან­ზა­ვე­ბა მო­ახ­დი­ნოს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი წვე­ნის ან ხელი შე­უ­შა­ლოს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას. შე­უძ­ლე­ბე­ლია კუ­ჭის მჟა­ვა წვე­ნის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ზა­ვე­ბა წყლის მი­ღე­ბით: კუ­ჭის მჟა­ვის pH (მჟა­ვი­ა­ნო­ბა) არის <1.ეს ნიშ­ნავს, რომ თქვე­ნი კუ­ჭის მჟა­ვა 100,000-ჯერ უფრო მჟა­ვუ­რია, ვიდ­რე წყა­ლი (წყლის pH ~ 7).

წყალ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ცი­როს მადა და შე­სა­ბა­მი­სად მი­ღე­ბუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. საჭ­მელ­თან ერ­თად წყლის და­ლე­ვა ასე­ვე და­გეხ­მა­რე­ბათ პა­უ­ზის გა­კე­თე­ბა­ში, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ მი­ი­ღოთ სიგ­ნა­ლი თქვე­ნი შიმ­ში­ლი­სა და სავ­სე­ო­ბის შე­სა­ხებ. ამან შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან აგა­ცი­ლოთ ზედ­მე­ტი ჭამა და შე­საძ­ლოა წო­ნის დაკ­ლე­ბა­შიც კი და­გეხ­მა­როთ. გარ­და ამი­სა, ერ­თმა 12-კვი­რი­ან­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც სვამ­დნენ 17 უნ­ცია წყალს (500 მლ) თი­თო­ე­უ­ლი ჭა­მის წინ, და­იკ­ლეს 2 კგ-ით მეტი, ვიდ­რე მათ, ვინც არ მი­ი­ღეს წყა­ლი ჭა­მამ­დე.

  • ასე­ვე რამ­დე­ნო­მე კვლე­ვის მი­ხედ­ვით - წყალ­მა შე­იძ­ლე­ბა და­აჩ­ქა­როს თქვე­ნი მე­ტა­ბო­ლიზ­მი და­ახ­ლო­ე­ბით 24 კა­ლო­რი­ით ყო­ველ 17 უნ­ცი­ა­ზე (500 მლ), რო­მელ­საც მო­იხ­მართ

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ და­ხარ­ჯუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და, რო­დე­საც წყა­ლი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე გათ­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს იმის გამო, რომ თქვე­ნი სხე­უ­ლი მეტ ენერ­გი­ას იყე­ნებს ცივი წყლის გა­სათ­ბო­ბად სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რამ­დე.

ამი­ტომ თბი­ლი წყლის მი­ღე­ბას ჯო­ბია ცი­ვის მი­ღე­ბა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია წყალს ეხე­ბა და არა კა­ლო­რი­ულ სას­მე­ლებს. ერთ მი­მო­ხილ­ვა­ში, სა­ერ­თო კა­ლო­რი­ე­ბის მი­ღე­ბა 8-15%-ით მეტი იყო, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი მო­იხ­მარ­დნენ შაქ­რი­ან სას­მე­ლებს.

დას­კვნა: საჭ­მელ­თან ერ­თად ან მის შემ­დეგ წყლის და­ლე­ვა ხელს შე­გი­წყობთ მა­დის რე­გუ­ლი­რე­ბა­ში, ხელს შე­უშ­ლის ზედ­მე­ტი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას და ხელს შე­უ­წყობს წო­ნის კლე­ბას." - წერს თე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Maiam
3

Მე პირადად მადლობას გიხდით. დღიდან დაიმსხვრა ეს მითი ჩვენს ოჯახში საბედნიეროდ. 

ბებერი
2

ექიმებო დაუბრუნდით სამუშაო ადგილებს? არა ინტერნეტს ვააა

ავტორი:

"წყლის დალევა ჭამის შემდეგ ხელს უწყობს მადის რეგულირებას და წონის კლებას" - როგორია ზაზა თელიას განმარტება აქტუალურ კითხვაზე?

"წყლის დალევა ჭამის შემდეგ ხელს უწყობს მადის რეგულირებას და წონის კლებას"  - როგორია ზაზა თელიას განმარტება აქტუალურ კითხვაზე?

უკვე წლებია არსებობს ორი მოსაზრება წყლის საკვებთან ერთად მიღების თაობაზე. არსებობს მოსაზრება, რომ ჭამის შემდეგ წყლის დალევა ხელ უშლის მონელებას და წონის კლებას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი, დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია თვლის, რომ აღნიშნული მოსაზრება მცდარია და ამ სპეკულაციის ავტორები ადამიანის ფიზიოლოგიაში ვერ ერკვევიან.

"ეს არის რჩევა, რომელიც შეიძლება მოისმინოთ მეგობრისგან სადილის დროს ან ექიმისგან: ”ჭამამდე, ჭამის დროს და ჭამის შემდეგ წყალი არ უნდა დალიო - ეს საჭმლის მონელებისთვის საზიანოა და წონის კლებაში ხელს შეგიშლის. ეს რეკომენდაცია მან შეიძლება წლების წინ მოისმინა ან წაიკითხა საბჭოთა ლიტერატურაში და ჩათვალა, რომ ეს სიმართლე იყო, ან ახლახან წაიკითხა ინტერნეტში, სადაც ასეთი არასარწმუნო ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და მარადიულად ცოცხლობს.

მოდით განვიხილოთ ეს საკითხი:

1. როგორც უკვე აღვნიშნე, წყლის უარყოფითი გავლენა საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ არ შეესაბამება ადამიანის ნორმალურ ფიზიოლოგიას.

საჭმლის მონელების პროცესის სწრაფი მიმოხილვა:

საჭმლის მონელება იწყება პირის ღრუში, სადაც საჭმელი ქუცმაცდება და რბილდება - ფიზიკურად ღეჭვით და ქიმიურად სანერწყვე ჯირკვლებიდან გამოყოფილი ფერმენტებით. შემდეგ საკვები საყლაპავის გავლით გადადის კუჭში, სადაც იშლება კუჭის მჟავა წვენით. ამის შედეგად მიღებული ნარევი გადადის წვრილ ნაწლავში. ზემოთ მოცემულ ეტაპზე ხდება საკვები ნივთიერებების შეწოვის 75 პროცენტი.

დანარჩენი რაც არ შეიწოვება, გადამუშავდება მსხვილ ნაწლავში და შემდეგ გამოიყოფა. მთელი პროცესი 24–დან 72 საათამდე გრძელდება. მითი იმის შესახებ, რომ წყალი ახდენს კუჭის წვენის განზავებას, არ შეესაბამება ადამიანის ფიზიოლოგიას რამდენიმე მიზეზის გამო: 1. წყალი მიღების შემდეგ შეიწოვება კუჭში საკმაოდ სწრაფად - როგორც წესი, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი შესაძლო განზავება კუჭის წვენისა წყლით ტრანზიტორულია (გარდამავალი). მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კუჭი წყლით მთლიანად სავსე იქნება, ეს ხელს არ შეუშლის საჭმლის მონელებას, რადგან წყალი ხელს არ შეუშლის ფერმენტების აქტივობას, რადგან ფერმენტები უერთდებიან და ზემოქმედებენ მხოლოდ საკვების ნაწილაკებს, იმის მიუხედავად, რა რაოდენობის წყალია კუჭში.

2. ასევე არც წყალი არ მოქმედებს კუჭის მჟავიანობაზე.

კუჭი გამოჰყოფს და რეაგირებს იმდენი მჟავის გამოყოფით, რამდენიც საჭიროა კუჭში მოხვედრილი საკვების მოსანელებლად. არ არსებობს კონკრეტული მჟავის გამოყოფის რაოდენობა, ის დამოკიდებულია კუჭში მოხვედრილი საკვების რაოდენობაზე.

3. მითი, რომ წყალი ანელებს ტემპს, რომლის დროსაც საკვები გადადის კუჭიდან წვრილ ნაწლავში, ასევე ეწინააღმდეგება ფიზიოლოგიას.

ჭამის დროს წყლის დალევა გავლენას არ ახდენს კუჭის დაცლის სიჩქარეზე. პირიქით - ჭამის დროს წყლის დალევამ შეიძლება ხელი შეუწყოს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით ღეჭვის და ყლაპვის ეტაპზე, სადაც მას შეუძლია ხელი შეუწყოს საჭმლის დარბილებას და საყლაპავში გადატანას. ასევე კარგად ჰიდრატირებული სხეული ეხმარება საჭმლის მონელებას ელიმინაციის ეტაპზე - ეხმარება განავალს დარბილებაში და ნაწლავში გადაადგილებაში, შესაბამისად ამცირებს შეკრულობას. ასევე ჭამის წინ წყლის დალევის ერთ-ერთი დადებითი ეფექტი არის ის, რომ ის დროებით (გახსოვდეთ, ის შეიწოვება დაახლოებით 20 წუთში) იკავებს ადგილს თქვენს კუჭში. ეს ხელს შეუწყობს ჭამის დროს სავსეობის შეგრძნებას. თუ თქვენ წონაში დაკლებას ცდილობთ ჭამის წინ 1½ - 2 ჭიქა წყლის მიღება ასოცირდება ნაკლები საკვების მიღებასთან ჩატარებული კვლევების მიხედვით.

უფრო დეტალურად:

არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ წყალს შეუძლია განზავება მოახდინოს საჭმლის მომნელებელი წვენის ან ხელი შეუშალოს საჭმლის მონელებას. შეუძლებელია კუჭის მჟავა წვენის ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვანი განზავება წყლის მიღებით: კუჭის მჟავის pH (მჟავიანობა) არის <1.ეს ნიშნავს, რომ თქვენი კუჭის მჟავა 100,000-ჯერ უფრო მჟავურია, ვიდრე წყალი (წყლის pH ~ 7).

წყალმა შეიძლება შეამციროს მადა და შესაბამისად მიღებული კალორიების რაოდენობა. საჭმელთან ერთად წყლის დალევა ასევე დაგეხმარებათ პაუზის გაკეთებაში, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სიგნალი თქვენი შიმშილისა და სავსეობის შესახებ. ამან შეიძლება თავიდან აგაცილოთ ზედმეტი ჭამა და შესაძლოა წონის დაკლებაშიც კი დაგეხმაროთ. გარდა ამისა, ერთმა 12-კვირიანმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეებმა, რომლებიც სვამდნენ 17 უნცია წყალს (500 მლ) თითოეული ჭამის წინ, დაიკლეს 2 კგ-ით მეტი, ვიდრე მათ, ვინც არ მიიღეს წყალი ჭამამდე.

  • ასევე რამდენომე კვლევის მიხედვით - წყალმა შეიძლება დააჩქაროს თქვენი მეტაბოლიზმი დაახლოებით 24 კალორიით ყოველ 17 უნციაზე (500 მლ), რომელსაც მოიხმართ

ძალიან საინტერესოა, რომ დახარჯული კალორიების რაოდენობა შემცირდა, როდესაც წყალი სხეულის ტემპერატურაზე გათბა. ეს შეიძლება იყოს იმის გამო, რომ თქვენი სხეული მეტ ენერგიას იყენებს ცივი წყლის გასათბობად სხეულის ტემპერატურამდე.

ამიტომ თბილი წყლის მიღებას ჯობია ცივის მიღება. გასათვალისწინებელია, რომ ეს ინფორმაცია წყალს ეხება და არა კალორიულ სასმელებს. ერთ მიმოხილვაში, საერთო კალორიების მიღება 8-15%-ით მეტი იყო, როდესაც ადამიანები მოიხმარდნენ შაქრიან სასმელებს.

დასკვნა: საჭმელთან ერთად ან მის შემდეგ წყლის დალევა ხელს შეგიწყობთ მადის რეგულირებაში, ხელს შეუშლის ზედმეტი საკვების მიღებას და ხელს შეუწყობს წონის კლებას." - წერს თელია.