პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე საფლავი ხელუხლებელი გადარჩა, მათ შორის ქალის და ბავშვის... საშუალო ფენის საფლავები უნდა იყოს" - რა საიდუმლოს მალავს დიდუბის მიწისქვეშეთი?
"რამდენიმე საფლავი ხელუხლებელი გადარჩა, მათ შორის ქალის და ბავშვის... საშუალო ფენის საფლავები უნდა იყოს" - რა საიდუმლოს მალავს დიდუბის მიწისქვეშეთი?

იცო­დით, რომ ძვე­ლად დი­დუ­ბეს ცხე­ნის ტერ­ფი ერ­ქვა? ის თუ იცო­დით, რომ წე­რეთ­ლის პროს­პექტს 1958 წლამ­დე ბრძო­ლის ქუჩა ერ­ქვა? ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უ­ბა­რი პროს­პექ­ტზე გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სას სა­მარ­ხე­ბის აღ­მო­ჩე­ნას მოჰ­ყვა. ად­გი­ლის შე­სას­წავ­ლად კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ მი­ავ­ლი­ნა პრო­ფე­სო­რი, არ­ქე­ო­ლო­გი მე­რაბ ძნე­ლა­ძე. ბა­ტო­ნი მე­რა­ბი დი­დუ­ბე­სა და მის შე­მო­გა­რენ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს გვიყ­ვე­ბა:

- საფ­ლა­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­დან მე­ო­რე დღეს­ვე და­ვი­წყეთ ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლა და და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­მარ­ხის ნაშ­თი გა­მოჩ­ნდა. სა­მარ­ხე­ბი უფრო სარ­კო­ფა­გის ტი­პი­საა, აგუ­რით ნა­შე­ნი, თა­ღო­ვა­ნი, ოთხკუ­თხა, რაც მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ად­გი­ლი, სა­დაც სა­მარ­ხე­ბი აღ­მოჩ­ნდა, დი­დუ­ბის ღვთის­მშობ­ლის შო­ბის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა. თა­ვის დრო­ზე აქ სა­საფ­ლაო იყო. საფ­ლა­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა საბ­ჭო­თა წლებ­ში წყლი­სა და სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მე­ბის გაყ­ვა­ნი­სას და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, რამ­დე­ნი­მე საფ­ლა­ვი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი გა­დარ­ჩა, მათ შო­რის ერთი ქალს ეკუთ­ვნის, არის ბავ­შვის საფ­ლა­ვიც... სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­შუ­ა­ლო ფე­ნის საფ­ლა­ვე­ბი უნდა იყოს. მა­შინ, ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, ამ ტი­პის საფ­ლა­ვებს აგუ­რით აგებ­დნენ. ნივ­თებს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სის მი­ხედ­ვით არ აყო­ლებ­დნენ, ბუ­ნებ­რი­ვია, არც ამათ აქვთ. დი­დუ­ბის ეკ­ლე­სია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ჩვე­ნი ის­ტო­რი­ი­სათ­ვის. ამ ეკ­ლე­სი­ა­ში და­ი­წე­რეს ჯვა­რი თა­მარ მე­ფემ და და­ვით სოს­ლან­მა.

- თუ მაგ ად­გი­ლას მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ა­ში?..

- დიახ, მაგ ად­გი­ლას ეკ­ლე­სია იდგა. თბი­ლი­სის ბედი კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვერც ერთი ეკ­ლე­სია ვერ გა­და­ურ­ჩა დან­გრე­ვას - მტე­რი ან­გრევ­და, ჩვენ ვა­შე­ნებ­დით. წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ამ ეკ­ლე­სი­ის ახ­ლოს თა­მარ მე­ფის სა­სახ­ლეც მდგა­რა. სამ­წუ­ხა­როდ, არ ვი­ცით, ზუს­ტად სად. ეს ად­გი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­თაც, რომ იმ პე­რი­ოდ­ში (მე-10 სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან მე-14 სა­უ­კუ­ნემ­დე) დე­და­ქა­ლა­ქი საკ­მა­ოდ დიდი იყო, რო­გორც ჩანს, მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლიც. ეტი­მო­ლო­გი­უ­რად დი­დუ­ბის რა­ი­ონ­ში ადრე ბრინ­ჯა­ოს ხა­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ძეგ­ლე­ბია აღ­მო­ჩე­ნი­ლი... დი­დუ­ბე ასე­ვე მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ჯერ კი­დევ ვახ­ტანგ გორ­გას­ლის დრო­ინ­დელ წყა­რო­ებ­ში. მე-5 სა­უ­კუ­ნე­ში ამ ად­გილს ცხე­ნის ტერ­ფი ერ­ქვა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით - დი­დუ­ბე... დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ამ დღე­ვან­დე­ლი სახე 1884 წელს მი­ი­ღო, რუსი ეგ­ზარ­ქო­სე­ბის დროს. თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რაც რუ­სუ­ლია, "ხახ­ვის თავი" ად­გას. კი­დევ მე­ტის დად­გმა უნ­დო­დათ, მაგ­რამ ქარ­თველ­მა ქრის­ტი­ა­ნებ­მა მხო­ლოდ ერ­თთა­ვი­ა­ნი გა­ა­კე­თე­ბი­ნეს. მარ­თა­ლია, რუ­სუ­ლი ტი­პის ნა­გე­ბო­ბა იყო, მაგ­რამ ქარ­თულ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და წირ­ვა-ლოც­ვა.

- რო­გორც ვიცი, დი­დუ­ბე კარ­გა ხანს იყო დე­და­ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბა­ნი, რო­დის და­სახ­ლდა მჭიდ­როდ?

- 1878 წლი­დან. ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო თბი­ლი­სი-ფო­თის რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბას­თან. რკი­ნიგ­ზამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა ხალ­ხის ცხოვ­რე­ბა­ში. რკი­ნიგ­ზის გაყ­ვა­ნას, პატ­რო­ნო­ბას, მუ­შა­ხე­ლი სჭირ­დე­ბო­და. რკი­ნიგ­ზამ დი­დუ­ბე­ზეც გა­ი­ა­რა და სწო­რედ ამ დროს იქ­მნე­ბა ორი სა­ინ­ტე­რე­სო უბა­ნი რკი­ნიგ­ზის მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა მხა­რეს - დი­დუ­ბე და ნა­ძა­ლა­დე­ვი. მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ნე­ბარ­თვა ქა­ლა­ქის­თავ­სა და შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს უნდა გა­ე­ცათ. ამას­თან, არ­სე­ბობ­და მე­ო­რე წე­სიც - სახ­ლის დან­გრე­ვის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ... მუ­შებს მშე­ნებ­ლო­ბის ახ­ლოს სურ­დათ ცხოვ­რე­ბა, იქ, სა­დაც მუ­შა­ობ­დნენ, ანუ რკი­ნიგ­ზის გა­დაღ­მა ან გად­მოღ­მა. შე­იკ­რი­ბე­ბო­და 10-15 მუშა. თი­თოს თითო ფი­ცა­რი რომ ჰქო­ნო­და, უცებ და­ა­ჭე­დებ­დნენ, ტა­ლა­ხით შე­ფი­თხნიდ­ნენ, მო­ვი­დოდ­ნენ რუსი ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბი და დახ­ვდე­ბო­დათ სახ­ლში კაცი, რო­მელ­საც ღუ­მე­ლი ენთო და საჭ­მელს შე­ექ­ცე­ო­და, ჰოდა, ვე­ღარ ან­გრევ­დნენ. ამი­ტომ და­არ­ქვეს უბანს "ნა­ხალ­ნო პოს­ტრო­ე­ნოე", ანუ ნა­ძა­ლა­დე­ვად აშე­ნე­ბუ­ლი..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"რამდენიმე საფლავი ხელუხლებელი გადარჩა, მათ შორის ქალის და ბავშვის... საშუალო ფენის საფლავები უნდა იყოს" - რა საიდუმლოს მალავს დიდუბის მიწისქვეშეთი?

"რამდენიმე საფლავი ხელუხლებელი გადარჩა, მათ შორის ქალის და ბავშვის... საშუალო ფენის საფლავები უნდა იყოს" - რა საიდუმლოს მალავს დიდუბის მიწისქვეშეთი?

იცოდით, რომ ძველად დიდუბეს ცხენის ტერფი ერქვა? ის თუ იცოდით, რომ წერეთლის პროსპექტს 1958 წლამდე ბრძოლის ქუჩა ერქვა? ამ ყველაფერზე საუბარი პროსპექტზე გზის რეაბილიტაციისას სამარხების აღმოჩენას მოჰყვა. ადგილის შესასწავლად კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ მიავლინა პროფესორი, არქეოლოგი მერაბ ძნელაძე. ბატონი მერაბი დიდუბესა და მის შემოგარენთან დაკავშირებული საინტერესო ამბებს გვიყვება:

- საფლავების აღმოჩენიდან მეორე დღესვე დავიწყეთ ადგილმდებარეობის შესწავლა და დაახლოებით 12 სამარხის ნაშთი გამოჩნდა. სამარხები უფრო სარკოფაგის ტიპისაა, აგურით ნაშენი, თაღოვანი, ოთხკუთხა, რაც მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის იყო დამახასიათებელი. ადგილი, სადაც სამარხები აღმოჩნდა, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზეა. თავის დროზე აქ სასაფლაო იყო. საფლავების უმეტესობა საბჭოთა წლებში წყლისა და საკანალიზაციო სისტემების გაყვანისას დაზიანებულა, თუმცა, როგორც ჩანს, რამდენიმე საფლავი ხელუხლებელი გადარჩა, მათ შორის ერთი ქალს ეკუთვნის, არის ბავშვის საფლავიც... სავარაუდოდ, საშუალო ფენის საფლავები უნდა იყოს. მაშინ, ვისაც საშუალება ჰქონდა, ამ ტიპის საფლავებს აგურით აგებდნენ. ნივთებს ქრისტიანული წესის მიხედვით არ აყოლებდნენ, ბუნებრივია, არც ამათ აქვთ. დიდუბის ეკლესია ძალიან საინტერესოა ჩვენი ისტორიისათვის. ამ ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა.

- თუ მაგ ადგილას მდებარე ეკლესიაში?..

- დიახ, მაგ ადგილას ეკლესია იდგა. თბილისის ბედი კარგად მოგეხსენებათ, ვერც ერთი ეკლესია ვერ გადაურჩა დანგრევას - მტერი ანგრევდა, ჩვენ ვაშენებდით. წყაროების მიხედვით, ამ ეკლესიის ახლოს თამარ მეფის სასახლეც მდგარა. სამწუხაროდ, არ ვიცით, ზუსტად სად. ეს ადგილი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იმ პერიოდში (მე-10 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-14 საუკუნემდე) დედაქალაქი საკმაოდ დიდი იყო, როგორც ჩანს, მჭიდროდ დასახლებულიც. ეტიმოლოგიურად დიდუბის რაიონში ადრე ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ძეგლებია აღმოჩენილი... დიდუბე ასევე მოხსენიებულია ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროინდელ წყაროებში. მე-5 საუკუნეში ამ ადგილს ცხენის ტერფი ერქვა, მოგვიანებით - დიდუბე... დიდუბის ეკლესიამ დღევანდელი სახე 1884 წელს მიიღო, რუსი ეგზარქოსების დროს. თუ დააკვირდებით, დიდუბის ეკლესიის არქიტექტურაც რუსულია, "ხახვის თავი" ადგას. კიდევ მეტის დადგმა უნდოდათ, მაგრამ ქართველმა ქრისტიანებმა მხოლოდ ერთთავიანი გააკეთებინეს. მართალია, რუსული ტიპის ნაგებობა იყო, მაგრამ ქართულ ენაზე მიმდინარეობდა წირვა-ლოცვა.

- როგორც ვიცი, დიდუბე კარგა ხანს იყო დედაქალაქის გარეუბანი, როდის დასახლდა მჭიდროდ?

- 1878 წლიდან. ეს დაკავშირებული იყო თბილისი-ფოთის რკინიგზის მშენებლობასთან. რკინიგზამ საქართველოში ბევრი რამ შეცვალა ხალხის ცხოვრებაში. რკინიგზის გაყვანას, პატრონობას, მუშახელი სჭირდებოდა. რკინიგზამ დიდუბეზეც გაიარა და სწორედ ამ დროს იქმნება ორი საინტერესო უბანი რკინიგზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს - დიდუბე და ნაძალადევი. მშენებლობაზე ნებართვა ქალაქისთავსა და შესაბამის სამსახურებს უნდა გაეცათ. ამასთან, არსებობდა მეორე წესიც - სახლის დანგრევის უფლება არ ჰქონდათ... მუშებს მშენებლობის ახლოს სურდათ ცხოვრება, იქ, სადაც მუშაობდნენ, ანუ რკინიგზის გადაღმა ან გადმოღმა. შეიკრიბებოდა 10-15 მუშა. თითოს თითო ფიცარი რომ ჰქონოდა, უცებ დააჭედებდნენ, ტალახით შეფითხნიდნენ, მოვიდოდნენ რუსი ზედამხედველები და დახვდებოდათ სახლში კაცი, რომელსაც ღუმელი ენთო და საჭმელს შეექცეოდა, ჰოდა, ვეღარ ანგრევდნენ. ამიტომ დაარქვეს უბანს "ნახალნო პოსტროენოე", ანუ ნაძალადევად აშენებული..წაიკითხეთ სრულად