მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშვიდობა მობეზრდა და ავტომატით ხელში ცდილობს ხალხმრავალ ადგილებში გამოჩნდეს" - აფხაზური ოპოზიციის დაგეგმილ აქციას ახრა ავიძბა უერთდება: რას წერენ ადგილობრივები?
"მშვიდობა მობეზრდა და ავტომატით ხელში ცდილობს ხალხმრავალ ადგილებში გამოჩნდეს" - აფხაზური ოპოზიციის დაგეგმილ აქციას ახრა ავიძბა უერთდება: რას წერენ ადგილობრივები?

30 მა­ისს, აფხა­ზუ­რი ოპო­ზი­ცია დიდი საპ­რო­ტეს­ტო მარ­შის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რაც მათი თქმით, ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­დად­გო­მის წი­ნა­პი­რო­ბა უნდა გახ­დეს.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის, ად­გურ არ­ძინ­ბას თქმით, ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დმა, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან სა­უბ­რი­სა და სი­ტუ­ა­ცი­ის დამ­შვი­დე­ბის ბევ­რი შან­სი და­კარ­გა, ამი­ტომ ოპო­ზი­ცი­ის თხოვ­ნა ჯერ მო­თხოვ­ნა­ში გა­და­ი­ზარ­და, შემ­დეგ კი - ულ­ტი­მა­ტუმ­ში, თუმ­ცა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მათ ყური არ ათხო­ვა, ამი­ტომ შე­დე­გი უნდა მი­ი­ღონ.

ამი­ტო­მაც, ოპო­ზი­ცი­ის ულ­ტი­მა­ტუ­მის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, "არუა­ამ", "აფხა­ზე­თის სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბამ", "აფ­სნიმ", "აამ­ტამ", "აფხა­ზე­თის ახალ­გაზ­რდულ­მა ფო­რუმ­მა" და "ახი­ა­ცამ" ბჟა­ნი­ას გა­დად­გო­მის­კენ მო­უ­წო­დეს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, ყვე­ლა იდეა, რო­მელ­საც ბჟა­ნია და ან­ქვა­ბი იმ პე­რი­ოდ­ში ახ­მო­ვა­ნებ­დნენ, სიც­რუე აღ­მოჩ­ნდა. მათ ყვე­ლა­ფე­რი სა­პი­რის­პი­როდ გა­ა­კე­თეს - აფხა­ზე­ბი "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას" ან­ტი­ე­როვ­ნულ ქმე­დე­ბებ­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

  • ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი საიდ ბეია, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტი­ან მო­თხოვ­ნებ­ში, უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტე­ტად ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბის გან­სხვი­სე­ბის შე­ჩე­რე­ბას აყე­ნებს. ოპო­ზი­ცი­ის შე­ფა­სე­ბით "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აგა­რა­კე­ბის გას­ხვი­სე­ბა­ზე აფხა­ზე­თის დე­მოგ­რა­ფი­ულ ბა­ლანსს საფრ­თხეს უქ­მნის.

კი­დევ ერთი სა­კი­თხია სა­ქარ­თვე­ლოს­თან ვაჭ­რო­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცია, ე.წ. ენ­გუ­რის სა­ზღვარ­ზე მა­ღა­ზი­ე­ბის გახ­სნა, რო­მე­ლიც "სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დის­გან" გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. ამ სა­კი­თხებ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა - მათი ნა­წი­ლი ქარ­თულ მხა­რეს­თან ვაჭ­რო­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში სა­ხი­ფა­თოს ვე­რა­ფერს ხე­დავს და ნა­წი­ლი - პი­რი­ქით.

აფხა­ზეთ­ში არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ 30 მა­ისს ჩა­ნიშ­ნულ მას­შტა­ბურ აქ­ცი­ას და ამ­ბო­ბენ, რომ ეს კი­დევ ერთ წრე­ზე წას­ვლა იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც ხალ­ხის­თვის სა­სი­კე­თო შე­დე­გი არ ექ­ნე­ბა, რად­გან ძალა, რო­მე­ლიც ახლა "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის" შე­საც­ვლე­ლად იბ­რძვის, არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა არ­სე­ბულს.

მათი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და იმედ­გაც­რუ­ე­ბა კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვა ახრა ავი­ძ­ბას გან­ცხა­დე­ბამ, რომ ის უერ­თდე­ბა 30 მა­ი­სის სო­ხუმ­ში და­გეგ­მილ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას. აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ უკ­რა­ი­ნის ომი­დან გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზით წა­მო­სუ­ლი "პი­ატ­ნაშ­კას" ლი­დე­რი, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა, ირო­ნი­უ­ლად "დაშ­ლი­ლი ბან­დის მე­თა­უ­რი" შე­არ­ქვეს, თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ძი­ე­ბას აგ­რძე­ლებს.

"მას მშვი­დო­ბა მო­ბეზ­რდა და ავ­ტო­მა­ტით ხელ­ში ცდი­ლობს ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში გა­მოჩ­ნდეს, რად­გან შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მოხ­დე­ნას უნდა" - წერს ერთ-ერთი მათ­გა­ნი.

"არ გვინ­და ამ­დე­ნი პატ­რი­ო­ტიზ­მი, ბა­ტო­ნო ახრა... უკ­რა­ი­ნა­ში რომ გვგო­ნი­ხარ, სო­ხუმ­ში ხარ, სო­ხუმ­ში რომ გვგო­ნი­ხარ, მა­რი­უ­პოლ­ში, ან სად­მე, სა­დაც არ მგო­ნია, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ზრახ­ვე­ბი გქონ­დეს... ჯერ ბჟა­ნი­ას გულ­შე­მატ­კივ­რობ­დი ხა­ჯიმ­ბას წი­ნა­აღ­მდეგ, ახლა ბჟა­ნი­ას წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ხარ, ისევ ხა­ჯიმ­ბა­სა და მსგავ­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ. არა­და, აქ ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ჰგავს, საქ­მით, სა­ხით, საქ­ცი­ე­ლით და ახა­ლი თა­ო­ბაც უნდა და­იმსგავ­სონ. აქ სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ არის, ან ჩვენს პო­ლი­ტი­კო­სებს ემ­სგავ­სე­ბი, ან ახრა ავი­ძ­ბას­ნა­ი­რებს" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი აპს­ნი აფხა­ზია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
0

აფსუებს არა აქვთ და არც უნდათ შეიმუშავონ რამე გეგმა თანამშრომლობის, ლტოლვილთა დაბრუნების გეგმა და საერთოდ თუ განიხილება საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა. რა თქმა უნდა არა! რუსი წაიკცევა, აფსუაც მოვა ან გაქუსლავს 

ბუბა
13

ეს და კობახიძე ძმები არიან. ფიზიკურადაც და აზროვნებითაც გვანან ერთმანეთს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მშვიდობა მობეზრდა და ავტომატით ხელში ცდილობს ხალხმრავალ ადგილებში გამოჩნდეს" - აფხაზური ოპოზიციის დაგეგმილ აქციას ახრა ავიძბა უერთდება: რას წერენ ადგილობრივები?

"მშვიდობა მობეზრდა და ავტომატით ხელში ცდილობს ხალხმრავალ ადგილებში გამოჩნდეს" - აფხაზური ოპოზიციის დაგეგმილ აქციას ახრა ავიძბა უერთდება: რას წერენ ადგილობრივები?

30 მაისს, აფხაზური ოპოზიცია დიდი საპროტესტო მარშისთვის ემზადება, რაც მათი თქმით, ე.წ. ხელმძღვანელობის გადადგომის წინაპირობა უნდა გახდეს.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ადგურ არძინბას თქმით, ბჟანია-ანქვაბის გუნდმა, მოსახლეობასთან საუბრისა და სიტუაციის დამშვიდების ბევრი შანსი დაკარგა, ამიტომ ოპოზიციის თხოვნა ჯერ მოთხოვნაში გადაიზარდა, შემდეგ კი - ულტიმატუმში, თუმცა ხელმძღვანელობამ მათ ყური არ ათხოვა, ამიტომ შედეგი უნდა მიიღონ.

ამიტომაც, ოპოზიციის ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ, "არუაამ", "აფხაზეთის სახალხო მოძრაობამ", "აფსნიმ", "აამტამ", "აფხაზეთის ახალგაზრდულმა ფორუმმა" და "ახიაცამ" ბჟანიას გადადგომისკენ მოუწოდეს.

ადგილობრივი მოსახლეობისა და პოლიტიკოსების თქმით, ყველა იდეა, რომელსაც ბჟანია და ანქვაბი იმ პერიოდში ახმოვანებდნენ, სიცრუე აღმოჩნდა. მათ ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთეს - აფხაზები "ხელმძღვანელობას" ანტიეროვნულ ქმედებებში ადანაშაულებენ.

  • ოპოზიციონერი საიდ ბეია, თანამოაზრეებთან ერთად ჩამოყალიბებულ რამდენიმე პუნქტიან მოთხოვნებში, უმთავრეს პრიორიტეტად ბიჭვინთის აგარაკების განსხვისების შეჩერებას აყენებს. ოპოზიციის შეფასებით "ხელმძღვანელობის" გადაწყვეტილება აგარაკების გასხვისებაზე აფხაზეთის დემოგრაფიულ ბალანსს საფრთხეს უქმნის.

კიდევ ერთი საკითხია საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზაცია, ე.წ. ენგურის საზღვარზე მაღაზიების გახსნა, რომელიც "საბაჟო გადასახადისგან" გათავისუფლდება. ამ საკითხებზე მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობაა - მათი ნაწილი ქართულ მხარესთან ვაჭრობასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში სახიფათოს ვერაფერს ხედავს და ნაწილი - პირიქით.

აფხაზეთში არიან ისეთებიც, ვინც სკეპტიკურად უყურებენ 30 მაისს ჩანიშნულ მასშტაბურ აქციას და ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთ წრეზე წასვლა იქნება, რომელსაც ხალხისთვის სასიკეთო შედეგი არ ექნება, რადგან ძალა, რომელიც ახლა "ხელმძღვანელობის" შესაცვლელად იბრძვის, არაფრით ჩამოუვარდება არსებულს.

მათი უკმაყოფილება და იმედგაცრუება კიდევ უფრო გაამწვავა ახრა ავიძბას განცხადებამ, რომ ის უერთდება 30 მაისის სოხუმში დაგეგმილ საპროტესტო აქციას. აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ უკრაინის ომიდან გაუგებარი მიზეზით წამოსული "პიატნაშკას" ლიდერი, რომელსაც ადგილობრივებმა, ირონიულად "დაშლილი ბანდის მეთაური" შეარქვეს, თავგადასავლების ძიებას აგრძელებს.

"მას მშვიდობა მობეზრდა და ავტომატით ხელში ცდილობს ხალხმრავალ ადგილებში გამოჩნდეს, რადგან შთაბეჭდილების მოხდენას უნდა" - წერს ერთ-ერთი მათგანი.

"არ გვინდა ამდენი პატრიოტიზმი, ბატონო ახრა... უკრაინაში რომ გვგონიხარ, სოხუმში ხარ, სოხუმში რომ გვგონიხარ, მარიუპოლში, ან სადმე, სადაც არ მგონია, კეთილსინდისიერი ზრახვები გქონდეს... ჯერ ბჟანიას გულშემატკივრობდი ხაჯიმბას წინააღმდეგ, ახლა ბჟანიას წინააღმდეგ გამოდიხარ, ისევ ხაჯიმბასა და მსგავსების სასარგებლოდ. არადა, აქ ყველა ერთმანეთს ჰგავს, საქმით, სახით, საქციელით და ახალი თაობაც უნდა დაიმსგავსონ. აქ სხვა არჩევანი არ არის, ან ჩვენს პოლიტიკოსებს ემსგავსები, ან ახრა ავიძბასნაირებს" - წერს ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებელი აპსნი აფხაზია.