კონფლიქტები
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის რუსთაველი ახალგაზრდა, რომელიც კახეთში სასტიკად მოკლეს - "სოფლის სარწყავ არხში ჩააგდეს და ჩააბეტონეს... დედამისს მისი ტელეფონიდან წერდნენ"
ვინ არის რუსთაველი ახალგაზრდა, რომელიც კახეთში სასტიკად მოკლეს - "სოფლის სარწყავ არხში ჩააგდეს და ჩააბეტონეს... დედამისს მისი ტელეფონიდან წერდნენ"
  • ფო­ტო­ზე: გი­ორ­გი მირ­ზაშ­ვი­ლი

რუს­თა­ვე­ლი ბიჭი, რო­მე­ლიც 4 თვის წინ გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მოკ­ლეს და შემ­დეგ მისი ცხე­და­რი ჭაში ჩა­ა­ბე­ტო­ნეს, 26 წლის გი­ორ­გი მირ­ზაშ­ვი­ლია. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ინფო რუს­თა­ვი" ავ­რცე­ლებს.

  • ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს იც­ნობ­და. მათ მირ­ზაშ­ვი­ლი ქა­ლაქ რუს­თა­ვი­დან გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხე­ში წა­იყ­ვა­ნეს და ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი კონ­ფლიქ­ტი­სას მოკ­ლეს, რის შემ­დე­გაც კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით ცხე­და­რი სოფ­ლის მო­შო­რე­ბით, ჭაში ჩა­აგ­დეს, ჭა კი ქვე­ბი­თა და ბე­ტო­ნით ამო­ავ­სეს.

ცნო­ბი­ლია, რომ მირ­ზაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ფაქ­ტის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე ერთ-ერ­თმა პირ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.

რამ­დე­ნი­მე და­კა­ვე­ბულს შო­რის ერთ-ერთი სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხი­დან არის. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბი­ან, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი რუს­თა­ვი­დან სა­ქე­ი­ფოდ ჩა­მო­ვიდ­ნენ, რა დრო­საც კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, რა­საც მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

"უჩხუ­ბი­ათ და ამ ჩხუ­ბის შემ­დეგ მოხ­და მკვლე­ლო­ბა, სოფ­ლის ბო­ლო­ში სარ­წყა­ვი არ­ხის ჭაში ჩა­აგ­დეს, ქვა-ღორ­ღი და­ა­ყა­რეს და და­ა­ბე­ტო­ნეს" - ჰყვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

გა­მო­ცე­მა "ინფო რუს­თა­ვის" ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, მკვლე­ლი მოკ­ლუ­ლის პი­რა­დი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით სარ­გებ­ლობ­და, რუს­თა­ვე­ლი ბი­ჭის სა­ხე­ლით მისი ოჯა­ხის წევ­რებს მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს წერ­და და ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლის დე­დას წერ­დნენ, რომ ის მო­ნას­ტერ­ში იყო და მისი ძებ­ნა არ და­ე­წყოთ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 24 და 27 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის გ.მ.- ს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 22 მა­ისს გახ­და. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ამ გ.ს. და უ.ბ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "ი" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
3

უნდა აწამო ვინც გარეულია ამ საქმეში უცებ კი არ უნდა დახვრიტო არც ციხე უნდა როგორც ეგ ბიქი აწამეს ისე უნდა აწამონ ეგენის არაადამიანები 

კახა
2

სანამ სამუდამო არ იქნება ეს სამწუხაროდ არ გამოსწორდება

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ვინ არის რუსთაველი ახალგაზრდა, რომელიც კახეთში სასტიკად მოკლეს - "სოფლის სარწყავ არხში ჩააგდეს და ჩააბეტონეს... დედამისს მისი ტელეფონიდან წერდნენ"

ვინ არის რუსთაველი ახალგაზრდა, რომელიც კახეთში სასტიკად მოკლეს - "სოფლის სარწყავ არხში ჩააგდეს და ჩააბეტონეს... დედამისს მისი ტელეფონიდან წერდნენ"
  • ფოტოზე: გიორგი მირზაშვილი

რუსთაველი ბიჭი, რომელიც 4 თვის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოკლეს და შემდეგ მისი ცხედარი ჭაში ჩააბეტონეს, 26 წლის გიორგი მირზაშვილია. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მკვლელობაში ბრალდებულებს იცნობდა. მათ მირზაშვილი ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში წაიყვანეს და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სოფლის მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა კი ქვებითა და ბეტონით ამოავსეს.

ცნობილია, რომ მირზაშვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქმეში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა დანაშაული აღიარა.

რამდენიმე დაკავებულს შორის ერთ-ერთი სოფელ ველისციხიდან არის. ადგილობრივები AMBEBI.GE-ს უყვებიან, რომ ახალგაზრდები რუსთავიდან საქეიფოდ ჩამოვიდნენ, რა დროსაც კონფლიქტი მოხდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა.

"უჩხუბიათ და ამ ჩხუბის შემდეგ მოხდა მკვლელობა, სოფლის ბოლოში სარწყავი არხის ჭაში ჩააგდეს, ქვა-ღორღი დააყარეს და დააბეტონეს" - ჰყვებიან ადგილობრივები.

გამოცემა "ინფო რუსთავის" ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მკვლელი მოკლულის პირადი მობილური ტელეფონით სარგებლობდა, რუსთაველი ბიჭის სახელით მისი ოჯახის წევრებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს წერდა და ადგილსამყოფელის შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულის დედას წერდნენ, რომ ის მონასტერში იყო და მისი ძებნა არ დაეწყოთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებულები 24 და 27 წლის ახალგაზრდები არიან.

"სამართალდამცველებისთვის გ.მ.- ს გაუჩინარების შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის 22 მაისს გახდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.ს. და უ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.