ავტორი:

როგორ გამოიყურებოდნენ ნუნუკა თამაზაშვილი და ანუკი არეშიძე ფიცის დადების ცერემონიაზე -  ფოტოები მთავარი ღონისძიებიდან

როგორ გამოიყურებოდნენ ნუნუკა თამაზაშვილი და ანუკი არეშიძე ფიცის დადების ცერემონიაზე -  ფოტოები მთავარი ღონისძიებიდან

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად ესწრება, ხოლო დედაქალაქის პირველი პირი კახა კალაძე მეუღლესთან ერთად.

ნუნუკა თამაზაშვილი ღონისძიებაზე წითელი კაბით იყო წარმოდგენილი, ხოლო ანუკი არეშიძის სამოსში ღია ფერი ჭარბობდა.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები. ღონისძიებაზე დღეს ფიცს წვევამდელები დადებენ როგორც თბილისში, ასევე 10 ქალაქში. დღევანდელი ღონისძიების მთავარი თემაა "ეს დღე ჩვენია".