მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შურისძიება ქალიშვილის გამო - 1983 წელს დედოფალ ელისაბედ II-ის აშშ-ში ვიზიტისას, მისი მოკვლა იგეგმებოდა: FBI აქამდე უცნობ დოკუმენტებს აქვეყნებს
შურისძიება ქალიშვილის გამო - 1983 წელს დედოფალ ელისაბედ II-ის აშშ-ში ვიზიტისას, მისი მოკვლა იგეგმებოდა: FBI აქამდე  უცნობ დოკუმენტებს აქვეყნებს

FBI-ის ახ­ლად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი უჩ­ვე­ნებს, რომ 1983 წელს, დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II-ის აშშ-ში ვი­ზი­ტის დროს, მისი მკვლე­ლო­ბა იგეგ­მე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს ფა­ი­ლებ­ში ჩანს, რომ სა­ნამ დე­დო­ფა­ლი აშშ-ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ მის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე იზ­რუ­ნეს.

მკვლე­ლო­ბის მუ­ქა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია FBI-ის სან-ფრან­ცის­კოს პო­ლი­ცი­ის ოფი­ცერ­მა მი­ა­წო­და. ოფი­ცე­რი, რო­მე­ლიც სან-ფრან­ცის­კო­ში ერთ-ერთ ირ­ლან­დი­ურ ბარს ხში­რად სტუმ­რობ­და, ერთ-ერთ მა­მა­კაცს შეხ­ვდა, რო­მელ­საც დე­დოფ­ლის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა სურ­და.

ოფი­ცერ­მა თქვა, რომ მა­მა­კა­ცი შუ­რის­ძი­ე­ბას გეგ­მავ­და მისი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ა­ში რე­ზი­ნის ტყვი­ით მოკ­ლეს. მისი გეგ­მე­ბის გა­გე­ბის შემ­დეგ FBI-მ გარ­კვე­უ­ლი ზო­მე­ბი მი­ი­ღო და დე­დოფ­ლის ვი­ზიტ­მა მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ი­ა­რა. მა­მა­კა­ცის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ფე­დე­რა­ლურ ბი­უ­როს დე­ტა­ლე­ბი არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია.

გარ­დაც­ვლი­ლი დე­დოფ­ლის მრა­ვა­ლი სა­ხელ­მწი­ფო ვი­ზი­ტი აშშ-ში, მათ შო­რის 1983 წლის ვი­ზი­ტი ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო მე­დი­ას­თან ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა არ­სე­ბობ­დეს „და­მა­ტე­ბი­თი ჩა­ნა­წე­რე­ბი“, გარ­და იმ დო­კუ­მენ­ტე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ამ კვი­რა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, მაგ­რამ მათი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის თა­რიღს არ ამ­ხელს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

შურისძიება ქალიშვილის გამო - 1983 წელს დედოფალ ელისაბედ II-ის აშშ-ში ვიზიტისას, მისი მოკვლა იგეგმებოდა: FBI აქამდე უცნობ დოკუმენტებს აქვეყნებს

შურისძიება ქალიშვილის გამო - 1983 წელს დედოფალ ელისაბედ II-ის აშშ-ში ვიზიტისას, მისი მოკვლა იგეგმებოდა: FBI აქამდე  უცნობ დოკუმენტებს აქვეყნებს

FBI-ის ახლად გამოქვეყნებული დოკუმენტები უჩვენებს, რომ 1983 წელს, დედოფალი ელისაბედ II-ის აშშ-ში ვიზიტის დროს, მისი მკვლელობა იგეგმებოდა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ფაილებში ჩანს, რომ სანამ დედოფალი აშშ-ში იმყოფებოდა, მათ მის უსაფრთხოებაზე იზრუნეს.

მკვლელობის მუქარის შესახებ ინფორმაცია FBI-ის სან-ფრანცისკოს პოლიციის ოფიცერმა მიაწოდა. ოფიცერი, რომელიც სან-ფრანცისკოში ერთ-ერთ ირლანდიურ ბარს ხშირად სტუმრობდა, ერთ-ერთ მამაკაცს შეხვდა, რომელსაც დედოფლისთვის ზიანის მიყენება სურდა.

ოფიცერმა თქვა, რომ მამაკაცი შურისძიებას გეგმავდა მისი ქალიშვილისთვის, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში რეზინის ტყვიით მოკლეს. მისი გეგმების გაგების შემდეგ FBI-მ გარკვეული ზომები მიიღო და დედოფლის ვიზიტმა მშვიდობიანად ჩაიარა. მამაკაცის დაკავების შესახებ ფედერალურ ბიუროს დეტალები არ გამოუქვეყნებია.

გარდაცვლილი დედოფლის მრავალი სახელმწიფო ვიზიტი აშშ-ში, მათ შორის 1983 წლის ვიზიტი ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებული დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. ფედერალური ბიურო მედიასთან ამბობს, რომ შესაძლოა არსებობდეს „დამატებითი ჩანაწერები“, გარდა იმ დოკუმენტებისა, რომლებიც ამ კვირაში გამოქვეყნდა, მაგრამ მათი გამოქვეყნების თარიღს არ ამხელს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა