ავტორი:

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მინდა, მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და საქართველოს მოსახლეობას თქვენი ქვეყნისთვის გამორჩეული დღე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მერე ჩარლზ III-ის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.

"მოუთმენლად ველი თბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენს ორ ქვეყანას შორის, ამ რთული პერიოდის წინაშე ყოფნის დროს“, - აღნიშნულია წერილში.