მოზაიკა
მსოფლიო

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფაშინიანი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანს უთმობს? - როგორ აფასებენ სომეხი ანალიტიკოსები პრემიერის სკანდალურ განცხადებას: "ეს იქნება სომხეთისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი"
ფაშინიანი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანს უთმობს? - როგორ აფასებენ სომეხი ანალიტიკოსები პრემიერის სკანდალურ განცხადებას: "ეს იქნება სომხეთისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი"

ერე­ვა­ნი მზა­დაა, აღი­ა­როს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რია მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ჩათ­ვლით. სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ამ გან­ცხა­დე­ბას მის ქვე­ყა­ნა­ში მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. თუმ­ცა, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს, რო­გორც სომ­ხეთ­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი ელოდ­ნენ, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის კონ­ტექ­სტი არ შე­უც­ვლია და არც უკან წა­უ­ღია.

მე­ტიც, მა­ლე­ვე კი­დევ ერთი, უფრო კონ­კრე­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ "სომ­ხე­თი აღი­ა­რებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის 86.6 ათას კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრს იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მზად იქ­ნე­ბა, აღი­ა­როს სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა 29.8 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რის ფარ­გლებ­ში".

"აზერ­ბა­ი­ჯა­ნის 86,6 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი მო­ი­ცავს მთი­ან ყა­რა­ბაღ­საც. ასე­ვე უნდა ით­ქვას, რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სომ­ხე­ბის უფ­ლე­ბე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს ბაქო-სტე­ფა­ნა­კერ­ტის ფორ­მატ­ში" - ნათ­ქვა­მია ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში..

სომ­ხუ­რი მე­დია წერს, რომ პრე­მი­ე­რი ყა­რა­ბა­ღის სომ­ხე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­რან­ტი­ებ­საც ითხოვს, რად­გან მი­სი­ვე თქმით, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი რე­გი­ონ­ში სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ეთ­ნი­კურ წმენ­დას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, რომ სომ­ხე­თის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის შე­თა­ვა­ზე­ბის პა­სუ­ხად, ბაქო აღი­ა­რებს სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და სა­ბო­ლო­ოდ, მხა­რე­ე­ბი "ერ­თმა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღი­ა­რე­ბა­ზე შე­თან­ხმდე­ბი­ან".

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ლი­ე­ტუ­ვის პრე­ზი­დენ­ტთან, გი­ტა­ნას ნა­უ­სე­დას­თან, ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ქო­სა და ერე­ვანს შო­რის სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რა გარ­და­უ­ვა­ლია. მისი თქმით, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ბო­ლო­ოდ კავ­კა­სი­ა­ში გრძელ­ვა­დი­ან მშვი­დო­ბის წი­ნა­პი­რო­ბა და გა­რან­ტი იქ­ნე­ბა...

"აზერ­ბა­ი­ჯანს არ აქვს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრე­ტენ­ზია სომ­ხე­თის მი­მართ. არ­სე­ბობს სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სომ­ხეთ­მა ყა­რა­ბა­ღი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნა­წი­ლად აღი­ა­რა" - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა.

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა კა­ტას­ტრო­ფად შე­ა­ფა­სეს ად­გი­ლობ­რივ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა და ქვეყ­ნის მოქ­მედ და ყო­ფილ ლი­დე­რებს, პრე­ზი­დენ­ტებს მო­უ­წო­დეს, არ გა­მო­ი­ჩი­ნონ სი­სუს­ტე და არ დათ­მონ არ­ცა­ხი (მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი), რად­გან ეს ქვეყ­ნის­თვის დამ­ღუპ­ვე­ლი იქ­ნე­ბა.

ყა­რა­ბა­ღის ე.წ. ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი რუ­ბენ ვარ­და­ნი­ა­ნი აქ­ცი­ებს აა­ნონ­სებ­და, რე­გი­ონ­სა და მთელ სომ­ხეთს წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ფრონ­ტის­კენ მო­უ­წო­დებ­და. თუმ­ცა, პრო­ტეს­ტის­თვის სა­ჭი­რო მუხ­ტი ვერ მი­ი­ღო...

სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ვარ­დან ოს­კა­ნი­ა­ნის თქმით, სომ­ხე­თის­თვის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის გა­და­ცე­მა, მით უფრო, ლა­ჭი­ნის დე­რეფ­ნის გა­ცე­მა, რო­მელ­საც ის ნა­ხი­ჩე­ვან­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად მო­ი­თხოვს.

"სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ თა­ვად გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ, მაგ­რამ რო­გორ? რა ახ­სნა აქვს ამ ყვე­ლა­ფერს?!" - ამ­ბობს ოს­კა­ნი­ა­ნი.

კრემ­ლის­ტურ­მა მე­დი­ამ ფა­ში­ნი­ა­ნის კრი­ტი­კას უმა­ტა და პრო­და­სავ­ლურ პო­ზი­ცი­ა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. სომ­ხეთ­ში ელი­ან, რომ ქვე­ყა­ნა­ში გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან პრო­რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და მე­დია-ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

"ეს ომი 1980-იანი წლე­ბი­დან არ შე­წყვე­ტი­ლა, ხან პა­სი­უ­რად, ხან აქ­ტი­უ­რად, სის­ხლი იღ­ვრე­ბა ორი­ვე მხა­რეს, რის­თვის?.. რა გა­მო­ვი­და, ერთ დღე­საც ქვე­ყა­ნას ახა­ლი ლი­დე­რი ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში, რო­მელ­მაც ის ხალ­ხი გა­წი­რა? ვინ­მეს სჯე­რა, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­ში სომ­ხე­ბის უფ­ლე­ბებს და­ი­ცა­ვენ, თუნ­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი?" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ბლო­გე­რი დაიმ ვარ­და­ნი­ა­ნი.

მწვა­ვე კრი­ტი­კას პა­სუ­ხო­ბენ პრო­და­სავ­ლუ­რი მე­დია-ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი.

"სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა გვტკი­ვა და გვაშ­ფო­თებს ყვე­ლას. ვიცი, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მძი­მედ აი­სა­ხე­ბა პრე­მი­ე­რის რე­ი­ტინგზეც. წლე­ბია ვუ­ყუ­რებთ, რო­გორ იყე­ნებს მთი­ან ყა­რა­ბაღს რუ­სე­თი სპე­კუ­ლა­ცი­ის­თვის, მუდ­მი­ვად ვაჭ­რობ­და სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­თან, ატყუ­ებ­და ხალ­ხს უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გვაგ­დებ­და, ლო­კა­ლურ ომებ­სა და შე­ტა­კე­ბებს თა­ვად იწ­ვევ­და და თა­ვად ძა­ლა­უფ­ლე­ბას იმ­ყა­რებ­და, ახლა სომ­ხეთს ევ­რო­პის გზა გა­მო­უჩ­ნდა, რო­მე­ლიც უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა, ჩვენ უნდა გა­დავ­წყვი­ტოთ, ზი­ა­ნი რამ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­დი­ვართ - ევ­რო­პა ან არა­ფე­რი. ანუ უკან, რუ­სეთ­ში" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ბლო­გე­რი ირა მა­ნუ­კი­ა­ნი.

  • სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის სის­ხლი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სა­კითხს უკავ­შირ­დე­ბა, 1980-იანი წლე­ბი­დან იწყე­ბა და ათი­ა­თა­სო­ბით მსხვერ­პლს ით­ვლის. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის არა­ერ­თი მცდე­ლო­ბი­სა და მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რე­გი­ონ­ში ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბა ვერ დამ­ყარ­და.

2020 წელს, ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომის შე­დე­გად, აზერ­ბა­ი­ჯან­მა და­იბ­რუ­ნა კონ­ტრო­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვან ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში და მის გარ­შე­მო; ეს ომი დას­რულ­და 9 ნო­ემ­ბრის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ; მე­დი­ა­ცია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ გას­წია და შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად რე­გი­ონ­ში გა­ნა­თავ­სა 2000-მდე ჯა­რის­კა­ცი, მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბის მან­და­ტით.

2021-22 წლებ­ში სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და ეს­კა­ლა­ცია რო­გორც ყა­რა­ბაღ­თან, ისე ორი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნულ ტე­რი­ტო­რი­ებს შო­რის სა­ზღვრის გას­წვრივ, რა­მაც სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა.

2022 წლის დე­კემ­ბრი­დან მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი ფაქ­ტობ­რივ ბლო­კა­და­შია. „ლა­ჩი­ნის დე­რე­ფა­ნი“, რო­მე­ლიც ყა­რა­ბაღს სომ­ხეთ­თან აკავ­ში­რებს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ „ეკო­აქ­ტი­ვის­ტებს“ ჰქონ­დათ გა­და­კე­ტი­ლი; 2023 წლის აპ­რი­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­მა დე­რეფ­ნის ერთ-ერთ ბო­ლო­ში გამ­შვე­ბი პუნ­ქტი აღ­მარ­თა. ბოლო პე­რი­ოდ­ში მოხ­და რამ­დე­ნი­მე სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კუკური
5

ლევანს ვეთანხმები , რუსეთი ყველა ხერხით ეცდება დაძაბოს

სიტუაცია და ისევ დარჩეს როგორმე კავკასიაში .

რუსეთის პოლიტიკა დამღუპველია რეგიონისთვის .სამწუხაროდ საქართველოს დღეს ჰყავს მთავრობა რიმელიც ხელს უწყობს რუსეთს თავისი მიზნების განხორციელებაში .არ ენდოთ რუსეთს არასდროს არაფერში !

დავით
5

კარგია რომ ეს ამბავი დასასრულს უახლოვდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

ფაშინიანი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანს უთმობს? - როგორ აფასებენ სომეხი ანალიტიკოსები პრემიერის სკანდალურ განცხადებას: "ეს იქნება სომხეთისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი"

ფაშინიანი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანს უთმობს? - როგორ აფასებენ სომეხი ანალიტიკოსები პრემიერის სკანდალურ განცხადებას: "ეს იქნება სომხეთისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი"

ერევანი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორია მთიანი ყარაბაღის ჩათვლით. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას მის ქვეყანაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, ნიკოლ ფაშინიანს, როგორც სომხეთში პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი ელოდნენ, პრესკონფერენციაზე გაკეთებული სკანდალური განცხადების კონტექსტი არ შეუცვლია და არც უკან წაუღია.

მეტიც, მალევე კიდევ ერთი, უფრო კონკრეტული განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის 86.6 ათას კვადრატულ კილომეტრს იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი მზად იქნება, აღიაროს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა 29.8 ათასი კვადრატული კილომეტრის ფარგლებში".

"აზერბაიჯანის 86,6 ათასი კვადრატული კილომეტრი მოიცავს მთიან ყარაბაღსაც. ასევე უნდა ითქვას, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი უნდა განიხილებოდეს ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში" - ნათქვამია ფაშინიანის განცხადებაში..

სომხური მედია წერს, რომ პრემიერი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოებისა და უფლებების დასაცავად საერთაშორისო გარანტიებსაც ითხოვს, რადგან მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზერბაიჯანი რეგიონში სომხური მოსახლეობის წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდას განახორციელებს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ სომხეთის მთავრობის მეთაურის შეთავაზების პასუხად, ბაქო აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და საბოლოოდ, მხარეები "ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმდებიან".

რამდენიმე დღის წინ, ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გარდაუვალია. მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები საბოლოოდ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობის წინაპირობა და გარანტი იქნება...

"აზერბაიჯანს არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია სომხეთის მიმართ. არსებობს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთმა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიარა" - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადება კატასტროფად შეაფასეს ადგილობრივმა დეპუტატებმა და ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერებს, პრეზიდენტებს მოუწოდეს, არ გამოიჩინონ სისუსტე და არ დათმონ არცახი (მთიანი ყარაბაღი), რადგან ეს ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

ყარაბაღის ე.წ. ყოფილი მინისტრი რუბენ ვარდანიანი აქციებს აანონსებდა, რეგიონსა და მთელ სომხეთს წინააღმდეგობრივი ფრონტისკენ მოუწოდებდა. თუმცა, პროტესტისთვის საჭირო მუხტი ვერ მიიღო...

სომხეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ვარდან ოსკანიანის თქმით, სომხეთისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება სომხეთის ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემა, მით უფრო, ლაჭინის დერეფნის გაცემა, რომელსაც ის ნახიჩევანთან დასაკავშირებლად მოითხოვს.

"სომხეთის ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ თავად გააკონტროლებენ, მაგრამ როგორ? რა ახსნა აქვს ამ ყველაფერს?!" - ამბობს ოსკანიანი.

კრემლისტურმა მედიამ ფაშინიანის კრიტიკას უმატა და პროდასავლურ პოზიციაში დაადანაშაულა. სომხეთში ელიან, რომ ქვეყანაში გააქტიურდებიან პრორუსული პოლიტიკოსები და მედია-ორგანიზაციები.

"ეს ომი 1980-იანი წლებიდან არ შეწყვეტილა, ხან პასიურად, ხან აქტიურად, სისხლი იღვრება ორივე მხარეს, რისთვის?.. რა გამოვიდა, ერთ დღესაც ქვეყანას ახალი ლიდერი ჩაუდგა სათავეში, რომელმაც ის ხალხი გაწირა? ვინმეს სჯერა, რომ აზერბაიჯანში სომხების უფლებებს დაიცავენ, თუნდაც საერთაშორისო ძალების წარმომადგენლები?" - წერს ადგილობრივი ბლოგერი დაიმ ვარდანიანი.

მწვავე კრიტიკას პასუხობენ პროდასავლური მედია-ორგანიზაციები და პოლიტიკოსები.

"სომხეთის პრემიერის განცხადება გვტკივა და გვაშფოთებს ყველას. ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება მძიმედ აისახება პრემიერის რეიტინგზეც. წლებია ვუყურებთ, როგორ იყენებს მთიან ყარაბაღს რუსეთი სპეკულაციისთვის, მუდმივად ვაჭრობდა სომხეთის ხელისუფლებებთან, ატყუებდა ხალხს უმძიმეს მდგომარეობაში გვაგდებდა, ლოკალურ ომებსა და შეტაკებებს თავად იწვევდა და თავად ძალაუფლებას იმყარებდა, ახლა სომხეთს ევროპის გზა გამოუჩნდა, რომელიც უალტერნატივოა, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ზიანი რამდენად მასშტაბური, გრძელვადიანი იქნება. ვფიქრობ, ბეწვის ხიდზე გავდივართ - ევროპა ან არაფერი. ანუ უკან, რუსეთში" - წერს ადგილობრივი ბლოგერი ირა მანუკიანი.

  • სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სისხლიანი კონფლიქტი, რომელიც ძირითადად მთიანი ყარაბაღის საკითხს უკავშირდება, 1980-იანი წლებიდან იწყება და ათიათასობით მსხვერპლს ითვლის. წლების განმავლობაში მოლაპარაკებების არაერთი მცდელობისა და მექანიზმის გამოყენების მიუხედავად, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა ვერ დამყარდა.

2020 წელს, ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი მნიშვნელოვან ტერიტორიაზე მთიან ყარაბაღში და მის გარშემო; ეს ომი დასრულდა 9 ნოემბრის ხელშეკრულებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ; მედიაცია რუსეთის ფედერაციამ გასწია და შეთანხმების შედეგად რეგიონში განათავსა 2000-მდე ჯარისკაცი, მშვიდობისმყოფელების მანდატით.

2021-22 წლებში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის რამდენჯერმე მოხდა ესკალაცია როგორც ყარაბაღთან, ისე ორი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებს შორის საზღვრის გასწვრივ, რამაც საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული პრობლემები გამოავლინა.

2022 წლის დეკემბრიდან მთიანი ყარაბაღი ფაქტობრივ ბლოკადაშია. „ლაჩინის დერეფანი“, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, აზერბაიჯანელ „ეკოაქტივისტებს“ ჰქონდათ გადაკეტილი; 2023 წლის აპრილის მეორე ნახევარში აზერბაიჯანმა დერეფნის ერთ-ერთ ბოლოში გამშვები პუნქტი აღმართა. ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე სისხლიანი დაპირისპირება.