სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთ აღიარებაზე. ამის შესახებ რუსულიმედია წერს.
სომხეთის პრემიერ - მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიული საბჭოს სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო და ერევანი წინ მიიწევენ ურთიერთობების მოწესრიგების მიმართულებით.
"ამის საფუძველზე ჩვენ კარგად მივიწევთ წინ ჩვენი ურთიერთობების მოწესრიგების მიმართულებით“ , - აღნიშნა ფაშინიანმა.
ამასთან, მან გაიხსენა საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი.
„იმედი მაქვს, რომ ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის ნორმალური, კონსტრუქციული დიალოგი მოკლე დროში დაიწყება" , - აღნიშნა ფაშინიანმა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დასძინა, რომ ქვეყანას არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია სომხეთის მიმართ.
„ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არსებობს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთმა ოფიციალურად აღიარა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად“ , - განაცხადა აზერბაიჯანის მეთაურმა.
ალიევმა აღნიშნა, რომ არსებობს სერიოზული წინაპირობები ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სამმხრივი შეხვედრა ყველა უთანხმოების განხილვას შეძლებს.
ამასთან, რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა მხარეთა პრინციპული შეთანხმებების მნიშვნელობას ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. მისი თქმით, ამ საკითხზე შეთანხმება შეიძლება გახდეს კონსენსუსის საფუძველი სხვა მეორეხარისხოვან საკითხებზე, თუმცა მათ ასევე მნიშვნელოვანი მნიშვნელობა აქვს.
პერსპექტივაში,თუ დაზავდნენ საქართველოს ევროაზიურ დერეფანში კონკურენტული ვარიანტი გამოჩნდება და ვინ როდის და როგორ გამოიყენებს ჩვენს საწინააღმდეგოდ ვინ იცის?
რომ არა სომხეთის მიერ 1991 წელს ომის შედეგად მიტაცებული ყარაბაღის ტერიტორიები არ მოხდებოდა ის უბედურებები, რაც ამ ომში და მის შემდეგ პერიოდში მოხდა!
მშვიდობა ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ მეზობლებს!