მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანიას ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის საპატიო ჯილდო გადაეცა
დავით ნარმანიას ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის საპატიო ჯილდო გადაეცა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რეს, პრო­ფე­სორ და­ვით ნარ­მა­ნი­ას, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიწ­ვე­ულ ლექ­ტორს, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბის საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სათ­ვის და ნა­ყო­ფი­ე­რი სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, ალექ­სან­დრე ჩიკ­ვა­ი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­პა­ტიო ჯილ­დო გა­და­ე­ცა.

და­ვით ნარ­მა­ნი­ას ჯილ­დო გა­დას­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

"ჩემ­თვის პა­ტი­ვია ის ჯილ­დო, რო­მე­ლიც დღეს გად­მო­მე­ცა ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის­გან. ალექ­სან­დრე ჩიკ­ვა­ი­ძის სა­ხე­ლო­ბის ჯილ­დო ღირ­სე­უ­ლად უნდა ვა­ტა­როთ და ჩვენც, პრაქ­ტი­კოს­მა ლექ­ტო­რებ­მა, ვი­საც გვიყ­ვარს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ჩვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლი უნდა გა­ვა­კე­თოთ - მო­მა­ვალ თა­ო­ბას მივ­ცეთ უმაღ­ლე­სი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბა. დღეს, ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვათ­ვა­ლი­ე­რე თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, და­ვეს­წა­რი კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბულ მას­ტერკლა­სებს, ვნა­ხე თუ რო­გორ ემ­ზა­დე­ბი­ან სტუ­დენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კოს ლექ­ტო­რებ­თან ერ­თად, ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მათ შე­უძ­ლი­ათ თა­მა­მად გა­მო­ი­ყე­ნონ პრაქ­ტი­კა­ში“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ და­ჯილ­დო­ე­ბი­სას.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სტუმ­რებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი და გა­ეც­ნენ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მომ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო პრო­ცესს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, და­ვით ნარ­მა­ნი­ას­თან ერ­თად და­ჯილ­დოვ­დნენ სხვა პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბიც.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მათე
0

მარაზმი.

თამილა
1

სრული მასხარაობაა ქვეყანაში. ტაში ქალებო, ჩემი მაზლი ცეკვავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დავით ნარმანიას ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის საპატიო ჯილდო გადაეცა

დავით ნარმანიას ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის საპატიო ჯილდო გადაეცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეს, პროფესორ დავით ნარმანიას, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეულ ლექტორს, მომავალი თაობის განათლების საქმეში შეტანილი წვლილისათვის და ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისთვის, ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის საპატიო ჯილდო გადაეცა.

დავით ნარმანიას ჯილდო გადასცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ.

"ჩემთვის პატივია ის ჯილდო, რომელიც დღეს გადმომეცა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისგან. ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდო ღირსეულად უნდა ვატაროთ და ჩვენც, პრაქტიკოსმა ლექტორებმა, ვისაც გვიყვარს უნივერსიტეტი, ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ - მომავალ თაობას მივცეთ უმაღლესი დონის განათლება. დღეს, ტექნიკურ უნივერსიტეტში დავათვალიერე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, დავესწარი კარგად ორგანიზებულ მასტერკლასებს, ვნახე თუ როგორ ემზადებიან სტუდენტები პრაქტიკოს ლექტორებთან ერთად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული განათლება მათ შეუძლიათ თამამად გამოიყენონ პრაქტიკაში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ დაჯილდოებისას.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიები და გაეცნენ უნივერსიტეტში მომდინარე სასწავლო პროცესს. ღონისძიებაზე, დავით ნარმანიასთან ერთად დაჯილდოვდნენ სხვა პროფესორ-მასწავლებლებიც.

R